კალმარები

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კალმარები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: მოლუსკები
კლასი: თავფეხიანები
რიგი: ათფეხიანები
ქვერიგი: კალმარები
ლათინური სახელი
Teuthoidea

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


კალმარები (Teuthoidea), თავფეხიანი მოლუსკების ქვერიგი ათფეხიანთა რიგისა. მათი უმრავლესობის სხეულის სიგრძე 0,25-0,5 მ აღწევს. არიან გიგანტებიც. კალმარებს წაგრძელებული, ტორპედოსებრი სხეული აქვთ. სწრაფად მოძრაობენ. წტლიდან 7 მ სიმაღლემდე შეუძლიათ ამოხტომა. აქვთ კარგად განვითარებული ფარფლები, 10 საცეცი (ანუ „ხელები“), დიდი თვალები. ბინადრობდნენ წყლის სიღრმეში. განსაკუთრებით ბევრია ტროპიკულ ზღვებში. ბინადრობენ ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში, ბერინგის სრუტეში, ოხოტისა და იაპონიის ზღვებში. იკვებებიან თევზით და უხერხემლო ცხოველებით. კვერცებს დებენ მოცურავე საგნებზე. კალმარებს საკვებად იყენებენ როგორც ნედლად, ისე დაკონსერვებულს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 5, გვ. 339, თბ., 1980
პირადი ხელსაწყოები