ერთა ლიგა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
1920-1945 წლების მიხედვით ერთა ლიგა და მსოფლიო

ერთა ლიგა (ინგლ. League of Nations, ფრანგ. Société des Nations) — საერთაშორისო ორგანიზაცია (ამჟამინდელი გაეროს ანალოგი), რომელიც კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მსოფლიოში მშვიდობის მხარდაჭერის საკითხებით იყო დაკავებული. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობდა ჟენევაში, შვეიცარია.

ერთა ლიგა დაარსდა 1919-1920 წლების ვერსალის ხელშეკრულებით. ლიგის ჩამოყალიბების საფუძვლად არსებული დიპლომატიური ფილოსოფია რადიკალური წინსვლა იყო წინა ას წელთან შედარებით. ლიგას არ ჰყავდა საკუთარი შეიარაღებული ძალები და ამგვარად მისი რეზოლუციების შესრულებაში ზესახელმწიფოების იმედზე რჩებოდა, თუმცა ეს უკანასკნელნი ხშირად ამ ფუნქციის შესრულებისგან თავს იკავებდნენ.

ერთა ლიგის დამფუდძნებელი იყო 44 ქვეყანა. მათ შორის არ იყო ორი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო: აშშ და რუსეთი. ერთა ლიგის მუშაობას გენერალური მდივანი ხელმძღვანელობდა,გენერალური სამდივნოს საშუალებით. ერთა ლიგის მთავარი მმართველი ორგანოები,რომლებიც მდებარეობდა ჟენევაში იყო:1) საბჭო ;2) ასსამბლეა; 3) საერთაშორისო სასამართლო. საბჭო შედგებოდა 4 მუდმივი და 4 არჩევითი წევრისაგან. მუდმივი წევრები იყვნენ იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და იაპონია. 1934 წელს ლიგაში მიიღეს რუსეთი, 1939 წელს კი როდესაც რუსეთმა ომი გამოუცხადა ფინეთს ის გარიცხეს ერთა კავშირიდან. ასამბლეა მსოფლიო პარლამენტის შექმნის პირველი მცდელობა. ასამბლეაზე განიხილებოდა სხვადასხვა სახის მსოფლიო პრობლემები. ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება ჰქონდა ვეტო დაედო ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, ამიტომ ხშირად მნიშვნელოვანი საკითხები იბლოკებოდა. საერთაშორისო სასამართლო-მდებარეობდა ქ. ჰააგაში შედგებოდა სხვადასხვა ქვეყნიდან არჩეული 15 მოსამართლისგან და განიხილავდა ქვეყანათა შორის დავებს. ჩამოთვლილთა გარდა ერთა ლიგას ჰქონდა სხვა კომიტეტებიც, რომლებიც ზრუნავდნენ: ქალთა უფლებების დაცვაზე, ბავშვთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე,ეკონომიკურ და ფინანსურ პრობლემებზე. 1941 წელს ერთა ლიგის ასამბლეის გენერალური სხდომა გაიმართა. 1946 წლის აპრილში ერთა ლიგამ თვითლიკვიდაცია მოახდინა და ასპარეზი დაუთმო თავის მემკვიდრეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: