აფრიკული სირაქლემა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აფრიკული სირაქლემა
Strauss m Tanzania.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: სირაქლემასნაირნი
სახეობა: აფრიკული სირაქლემა
ლათინური სახელი
Struthio camelus

აფრიკული სირაქლემა (Struthio camelus) - შედის სირაქლემასნაირთა (Struthioniformes), უტროპო ფრინველების რიგში.

აფრიკული სირაქლემა დღეს არსებულ ფრინველთა შორის ყველაზე დიდი ზომისაა. ბინადრობს აფრიკის სავანებში, ნახევარუდაბნოებსა და უდაბნოებში. მახვილი მხედველობისა და სმენის წყალობით მტაცებლების მოახლოებას შორიდან იგებს. დამფრთხალი სირაქლემა მიწაზე განერთხმება, ან გარბის. დადევნებისას შეუძლია 70 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს. იმ შემთხვევაში, თუ გასაქცევი არ აქვს — თავისი ძლიერი ფეხებით შეტევაზე გადადის. მას ადვილად შეუძლია სასიკვდილო ჭრილობა მიაყენოს ნებისმიერ მტაცებელს. სირაქლემა ყველაზე დიდ კვერცხს დებს, რომელიც 1,4 კილოგრამს იწონის. გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ შეშინებული სირაქლემა თავს ქვიშაში რგავს, მცდარია.