სამხრეთ აფრიკის აქტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კავშირში შემავალი კოლონიები

სამხრეთ აფრიკის აქტი აღნიშნავს ბრიტანეთის პარლამენტის მიერ მიღებულ აქტს, რომლის საფუძველზეც ბრიტანული კოლონიებისგან: კაპის, ნატალის, ორანჟის და ტრანსვაალისაგან შეიქმნა სამხრეთ აფრიკის კავშირი. აქტი განიხილავდა როდეზიას როგორც მომავალში კავშირის შესაძლო მეხუთე წევრს, თუმცა როდეზიის კოლონისტებმა ეს შესაძლებლობა უარყვეს 1922 წლის რეფერენდუმზე. ეს აქტი იყო მესამე დიდი საკანონმდებლო შეთანხმება, რომლის ძალითაც ერთიანდებოდა ბრიტანული კოლონიები და მათ ენიჭებოდათ გარკვეული ავტონომია. უფრო ადრე 1867 წელს მიღებული იყო ჩრდილო ამერიკის აქტი, რომლითაც გაერთიანდნენ ონტარიო, კვებეკი და ახალი ბრუნსვიკი კანადის სახელით. ასევე ავსტრალიის 1900 წლის საკონსტიტუციო აქტი რომლითაც გაერთიანდნენ ავსტრალიის კოლონიები.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Brand, Hon. RH - The Union of South Africa, (1910), ClarendonPress