ანგორული თხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანგორული თხა

ანგორული თხა — ძველი სამატყლე ჯიშის თხა. ზოგიერთი ცნობით, მისი სამშობლოა სამხრეთ შუამდინარეთის უძველესი ქვეყნები. შუა საუკუნებში ანგორული თხა გავრცელებულია თურქეთში, ანგორის (ახლანდელი ანკარის) პროვინციაში, საიდანაც წარმოდგა ჯიშის სახელწოდება. XIX საუკუნეში ანგორული თხა მოაშენეს აშშ-ში, აფრიკასა და ავსტრალიაში.

ცუდი აკლიმატიზაციის გამო დასავლეთ ევროპაში მისი მოშენების ცდა უშედეგოდ დამთავრდა. ბოტის ცოცხალი მასა 50-55 კგ, დედალი თხისა 32-36 კგ. ანგორული თხის მატყლის ერთგვაროვანია, ნახევრად წმინდა, თეთრი, ძლიერ მბზინვარე. ბეწვი სისხოთი 44-46-ე ხარისხისაა, სიგრძით 25 სმ-ს აღემატება. ბოტის ნაპარსი 5-7 კგ. დედალი თხისა — 2,2-4 კგ. სუფთა მატყლის გამოსავალია 65-75%. მატყლისაგან ამზადებენ უმაღლესი ხარისხის ფარდაგებს, ტრიკოტაჟს, ხალიჩებს, პლუშს და სხვა. ანგორული თხას იყენებენ უხეშმატყლიანი თხის ჯიშის გასაუმჯობესებლად. ნაჯვარი თხის მატყლი ერთგვაროვანი და ნახევრად წმინდა. ანგორული თხის მოშენებას მისდევენ ამიერკავკასიაში, შუა აზიაში, ნაწილობრივ ყაზახეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის სტეპის რაიონებში. ანგორული თხის მონაწილეობით გამოყვანილია საბჭოთა სამატყლე ჯიშის თხა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 440.