განათლება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „განათლება“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ განათლება (მრავალმნიშვნელოვანი).
გერმანული საკლასო ოთახი, 1930-იანი წლები

განათლება — სოციალური მეცნიერება, შეისწავლის და ნერგავს იმ ქმედებათა პროცესს, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ. განათლებაში აგრეთვე იგულისხმება შედეგი. განათლების მიღების ძირითადი გზაა სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც მჭიდრო კავშირშია აღზრდასთან. განათლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითგანათლებას, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ-შრომით საქმიანობაში მონაწილეობას. განათლების საერთო და სპეციალური (პროფესიული) დონე განპირობებულია საზოგადოებრივ ურთიერთობათა, მეცნიერების, ტექნიკისა და კულტურის, წარმოების მოთხოვნებით.

განათლების თაობაზე ისტორიულად ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის ამ პროცესს ორგანიზებას უკეთებს ოჯახი, სკოლა, უნივერსიტეტი და ა.შ., ხოლო მათი მოვალეობაა ბეჯითად შეისწავლონ ყველაფერი ანუ აქტიურად მიიღონ შესასწავლი მასალა. მე-20 საუკუნიდან დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ წარმატებული სწავლისათვის გადამწყვეტი ფაქტორია შინაგანი მოტივაცია. ამის შესაბამისად მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყო სწავლების სისტემის რეფორმირება. თუმცა ამ ტენდენციებს ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა, რომელთა აზრით ზედმეტმა თავისუფლებამ ჩამოაყალიბა სამომხმარებლო მიდგომა განათლების პროცესისადმი. გლობალიზაციის პროცესი კაცობრიობას სტიმულს აძლევს, რათა ხელახლა იქნეს გააზრებული აღზრდისა და განათლების მთელი სისტემა.

მთელი ისტორიის განმავლობაში ყველა ახალ ეტაპზე კაცობრიობა მუდმივად გამოთქვამდა უკმაყოფილებას განათლებაში შექმნილი მდგომარეობითა და სვამდა საკითხს- როგორი უნდა იყოს განათლება დღეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს იგი ხვალინდელი დღის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ძიების პროცესი ისევე როგორც თვით კაცობრიობის განვითარება განუწყვეტელია, რეფორმისტული იდეებით გატაცებულებს კი უმეტეს შემთხვევაში გვავიწყდება, არა განათლების ,,სუბიექტი" თუ ,,ობიექტი არამედ პიროვნება რომლის გამოც და რომლისთვისაც საერთოდ შეიქმნა ეს სისტემა -ბავშვი,მოსწავლე.

დაწყებითი განათლება[რედაქტირება]

ტერმინის სათანადო განმარტების მიზნით,კომიტეტი (ეკონომიკური,სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი) ხელმძღვანელობს მსოფლიო დეკლარაციით- განათლება ყველასათვის,რომელიც აცხადებს: "დაწყებითი სასკოლო განათლება არის ოჯახის გარეთ ბავშვებისათვის საბაზო განათლების უზრუნველყოფის ძირითადი სისტემა.დაწყებითი განათლება უნდა იყოს საყოველთაო და ითვალისწინებდეს საზოგადოების კულტურას,მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს. გაეროს ბავშვთა ფონდის პოზიცია ასეთია,რომ: "დაწყებითი განათლება საბაზისო განათლების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია"

საგანმანათლებლო დაწესებულებები[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]