თინუსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
თინუსი (Thunnus thynnus) — თევზი, სკუმბრიასებრთა ოჯახისა. აქვს მრავალი პატარა ფარფლით აღჭურვილი მაღალი სხეული, წვრილი კუდი. სხეულის სიგრძე 3 მ-მდეა, წონა 375 კგ აღწევს. გავრცელებულია ატლანტისა და წყნარ ოკეანეებში, ჩრდილოეთის, ხმელთაშუა, ბარენცის, ბალტიის, შავ, აზოვის და იაპონიის ზღვებში. საქართველოში - შავი ზღვის სანაპიროებზე ყველგან გვხვდება. მტაცებელია, იკვებება თევზებით. ძვირფასი სარეწაო თევზია. დიდი რაოდენობით იჭერენ ოკეანეებში და ხმელთაშუა ზღვაში, საქართველოში კი - ნაკლებად. ცხიმიანი თევზია (12-14%). იყენებენ ნედლს, დაკონსერვებულს, გაყინულს და სხვა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- დემეტრაშვილი მ., ქსე, ტ. 4, გვ. 683, თბ., 1979