კალაჰარი
ვიკიპედიიდან
კალაჰარი — უდაბნო აფრიკის სამხრეთ ნაწილში. ფართობი 600 ათასი კვ.კმ. ძირითადად მდებარეობს სამი ქვეყნის ტერიტორიაზე: ბოტსვანა, ნამიბია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, მაგრამ ბოლო დროს მისი ფართობი მატულობს და უტევს ანგოლას, ზიმბაბვესა და ზამბიას. კლიმატი არიდულია, თბილი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. ნალექები 500 მმ-მდე, საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა +29°C, საშუალო მინიმალური +12°C, აორთქლება 3 ათასი მმ.

