რვაფეხა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რვაფეხა
Octopus vulgaris2.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: მოლუსკები
კლასი: თავფეხიანები
გვარი: რვაფეხა
სახეობა: რვაფეხა
ლათინური სახელი
Octopus vulgaris

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


რვაფეხა (Octopus vulgaris) — თავფეხიანი მოლუსკი რბილტანიანთა ტიპისა. გავრცელებულია ოკეანათა და ზღვების ტროპიკულ, სუბტროპიკულსა და ზომიერ სარტყლებში. ჩრდილოეთით ვრცელდება შოტლანდიის სანაპირობმე, ხოლო სამხრეთით — ავსტრალიამდე. თავზე აქვს 8 გრძელი „ხელი“ (წარსულში „ხელი“ ფეხად იყო მიჩნეული და აქედან წარმოდგა ცხოველის სახელწოდება) თავისი მისაწოვრებით. იკვებება ნაირგვარი ცხოველებით, თვითონ რვაფეხას ჭამენ ზღვის ძუძუმწოვრები, ზოგიერთი ფრინველი და თევზი. რვაფეხა განსხვავებულსქესიანია. განაყოფიერება შინაგანია. ზოგ ქვეყანაში მას საკვებად იყენებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]