შარლიზ თერონი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შარლიზ თერონი
Charlize Theron by Gage Skidmore.jpg
თერონი, მარტი 2012
დაბადების ადგილი ბენონი, სამხრეთ აფრიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
დაიბადა 7 აგვისტო, 1975 (1975-08-07) (37 წლის)
საქმიანობა მოდელი, მსახიობი
შემოქმედების წლები 1995 - დღემდე
ოფიციალური ვებგვერდი charlizetheron.com
ოსკარი
ოსკარი საუკეთესო ქალის როლი
(ფილმისთვის „მონსტრი“ 2003 წელი)
ოქროს გლობუსი
საუკეთესო ქალის როლი(ფილმისთვის „მონსტრი“ 2003 წელი)
სხვა ჯილდოები
პრემია „ვერცხლის დათვი„ საუკეთესო ქალის როლი
(ფილმისთვის „მონსტრი“ 2003 წელი)

შარლიზ თერონი (ინგლ. Charlize Theron, [ʃɑrˈliːs ˈθɛrən], აფრიკაანსი [ʃɑrˈliːs ˈtrɔn]; დ. 7 აგვისტო 1975, ბენონი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) — სამხრეთ აფრიკელი წარმოშობის ამერიკელი მოდელი და მსახიობი, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს გახდა ცნობილი როლებით ისეთ ფილმებში, როგერებიცაა „ორი დღე ხეობაში“, „მძლავრი ჯო იანგი“, „ეშმაკის ადვოკატი“ და „მეღვინეების წესები“. შარლიზის მიერ განსახიერებულმა სერიული მკვლელის ეილინ უორნოსის როლმა ფილმში „მონსტრი“ (2003) კრიტიკოსების და კინომოყვარულების მოწონება და არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის „ოქროს გლობუსი“, „ვერცხლის დათვი“, „ოსკარი“ ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის და სხვა. თერონი აფრიკაში დაბადებულთაგან პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც ოსკარი მოიპოვა.

2005 წელს შარლიზი კვლავ წარადგინეს ოსკარის ნომინაციაზე ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის ფილმში „ჩრდილოეთის ქვეყანა“ (2005).

ჰოლივუდის ბულვარზე გახსნილია შარლიზ თერონის სახელობის ვარსკვლავი.

ადრეული წლები [რედაქტირება]

თერონი დაიბადა ბენონში, ტრანსვაალის პროვინციაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, და ერთადერთი ბავშვი იყო გერდა ჯეიკობ ალეტისა და ჩარლზ თერონის ოჯახში.[1][2] დედის მხრიდან ტერონი გერმანული წარმოშობისაა, ხოლო მამის მხრიდან — ფრანგული და ჰოლანდიური ფესვები აქვს. ტერონის მშობლები ფერმას და გზების მშენებლობის ფირმას ფლობდნენ, რომელსაც გერდა ტერონი მართავდა.

1991 წლის 21 ივნისს მისმა დედამ, გერდამ, მამამისი ცელსასროლი იარაღით მოკლა. ჩარლზი, რომელიც ალკოჰოლიკი იყო,[3] გერდას თავს დაესხა და მასა და შარლიზს მოკვლით ემუქრებოდა. გასროლა თავდაცვად შეფასდა და გერდა არ დასჯილა.[4] ამ დროს შარლიზი 15 წლის იყო.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო [რედაქტირება]

  1. Karsten, Chris (2009). Charlize: Life's One Helluva Ride. Human & Rousseau, გვ. 18. 
  2. Karsten, Chris (2009). Charlize: Life's One Helluva Ride. Human & Rousseau, გვ. 16. 
  3. განაცხადა „Inside the Actors Studio“-სთან ინტერვიუში, 2004 წელს.
  4. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Charlize Theron. BiographyChannel.co.uk.