რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1995

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1995
RugbyWorldCup.svg
Rwc1995.png
ტურნირის დეტალები
ტურნირის ვადები 25 მაისი - 24 ივნისი 1995
ჩატარების ადგილი
სამხრეთ აფრიკის დროშა სამხრეთი აფრიკა
მონაწილეთა რაოდენობა 16
საპრიზო ადგილები
Gold medal.svg ჩემპიონი სამხრეთ აფრიკის დროშა სამხრეთი აფრიკა
Silver medal.svg მეორე ადგილი ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
Bronze medal.svg მესამე ადგილი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტურნირის სტატისტიკა
ჩატარებული მატჩები 32
დასწრება 1,100,000  (34,375 თამაშზე)
ბომბარდირი(ები) საფრანგეთის დროშა ტიერი ლაკრუა  (112 ბურთი)
ყველაზე მეტი ლელო ახალი ზელანდიის დროშა ჯონა ლომუ
ახალი ზელანდიის დროშა მარკ ელისი  (7 ბურთი)

სამხრეთ აფრიკელ დელგატთა მხარდაჭერა რომ არა, 1985 წელს მსოფლიო თასი ვერ დაწესდებოდა, მაგრამ რადგან ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში იყო მოქცეული იქ გამეფებული რასიზმის გადამკიდე, ირბ-მა სახელოვანი ,,ბოკე’’ პირველ ორ გათამაშებაზე ვერ დაუშვა, რის გამოც ჩემპიონებს, ზელანდიასა (1987) და ავსტრალიას (1991) ფანთა თვალში პეწი აკლდათ.

აპარტჰეიდის დემონტაჟი თავად ბურებმა წამოიწყეს. ამის წყალობით რაგბიში რასობრივი ერთიანობა 1991 წლის დეკემბერში დამყარდა, ირბ-მა კი 1992 წლის აპრილში, ველინგტონის სხდომაზე, შემდეგი მსოფლიო თასის მასპინძლობა აფრიკას დააკისრა (აქ აფრიკელებს თავიანთი ხმებით მაშინდელი ,, მოვალეებიც’’ შეეწივნენ).

შესარჩევებში 45 ქვეყანა ჩაება, ვაკანსია კი სულ შვიდი იყო, რადგან წინა გათამაშების რვა მეოთხედფინალისტს მასპინძელიც დაემატა და 16-გუნდა ფინალში ცხრა ვაკანსია პირდაპირ შეივსო. ევროპიდან სამი საგზური უელსს, იტალიასა და რუმინეთს ერგოთ. საგზურისათვის პირველად იბრძოდა საქართველოც. შევარდნებმა (მაშინ ასე ერქვა ჩვენს გუნდს, კვართზე რაგბის ბურთზე შემოსკუპებული შევარდნის გამო) 1993 წლის მაისში, სოპოტში (პოლონეთი) ლელოს გაუტანლად წააგო რუსეთთან (პირველად და აქამდე ერთადერთხელ) და პოლონეთთან და პროცესს სტარტზევე გამოეთიშა.

დანარჩენი სამყაროდან კარგა ხნით გარიყული აფრიკა სტუმრებს ხელგაშლილი შეხვდა. ქვეყნის გამთლიანებისთვის ბრძოლის ალამდარმა, ყოფილმა პოლიტ-პატიმარმა ნელსონ მანდელამ სამყაროს მიმტევებლობის მაგალითი უჩვენა და ფინალზე ჩაიცვა ,,ბოკეს’’ მწვანე კვართი, რომელიც მანამდე აპარტჰეიდის სიმბოლოდ აღიქმებოდა.

ბოკემ გახსნის მატჩშივე სენსაცია გამოაცხო: გემრიელ ბურთაობაში გააბითურა ჩემპიონი ავსტრალია. ამასობაში ,,ოლ ბლექსმა’’ მსოფლიოს წარუდგინა ჯონა ლომუ, რომლის გაჩერებაც იმდენად შეუძლებელი ჩანდა, სერიოზული საუბარიც კი დაიწყეს ასეთი ფიზიკური მონაცემების მქონე კაცის რაგბის თამაში შეიძლებოდა თუ არა.

ავსტრალია მეოთხედფინალისთვის წამატებულ დროში არეკნით გააგდო ინგლისელმა რობ ენდრიუმ. დურბანში პირველ ნახევარფინალს წარღვნა დაემთხვა და რაგბი წყალბურთს დაემგვანა. რადგან თამაშის გადადება შეუძლებელი იყო, ბურთაობის დაწყება საათ-ნახევრით დაგვიანდა. ბოკე თავიდან ბოლომდე წინ იყო, მაგრამ 80 წუთის შემდეგ აბდელ ბენაზმა აიღო აბრაგანი, ჯეიმზ სმოლმა ზედ ხაზზე გააჩერა და უელსელმა რეფერმა მასპინძლები იხსნა - ფრანგებს საჭოჭმანო ლელო არ უბოძა.


კეიპტაუნში, მეორე ნახევარფინალში, ლომუმ მეოთხე ბრიტანულ ქვეყანას, "ხუთი ერის" სლემით მომგებ ინგლისსაც ბდღვირი ადინა. პირველსავე შეტევაში ტონი ანდერვუდი, ვილ ქარლინგი და მაიკ ქეთი შეარცხვინა. მართლია ქარლინგმა მერე თავად გააბითურა (ბურთი ფეხით თავზე გადაუგდო, შემოურბინა და ლელოსაც უწია) დაცვაში თამაშის ჯერ კიდევ არმცოდნე ლომუ, მაგრამ ამან საქმე ვერ უშველა და ლომუმ ოთხჯერ დაალელოვა პომები.

ფინალისათვის მსოფლიოს ერთი კითხვა აწუხებდა: შეაჩერებდნენ თუ ვერა აფრიკელები ლომუს?

როგორც ფინალმა აჩვენა, ბოკეს მაშინდელმა მწვრთნელმა, ქიჩ ქრისთმა ლომუს დაკეტვის სპეციალური გეგმა შეიმუშავა. გეგმა იმაში მდგომარეობდა რომ ბურებმა შენიშნეს, ჯონა თუ გარედან შემოურბენდა მბოჭავს, მერე მას ვეღარ აჩერებდნენ, და გადაწყვიტეს, მთაკაცი შეტევის ფრონტის შუისკენ გაელალათ. გაჩაღდა თამაში და ბოკეს ტაქტიკის გადამკიდე, ლომუს ბურთი იშვიათად მისდიოდა და თუ კი მიუვიდოდა მოედნის ცენტრში, სადაც საშიში უკვე აღარ იყო . იქ სიჩქარეაუკრეფელ ლომუს აფრიკელები იოლად ბოჭვდნენ. უკვე პირველსავე მიძალებაზე ზელანდიელი გოლიათი იუსტ ვან დერ ვესტჰუიზენმა დასცა, მერე და მერე კი, ლომუსთნ შედარებით ჩია იაპი მულდერმაც ზედიზედ აქცია გოლიათი.

ფინალში ლელო არ გასულა. აფრიკელებმა რახან ლომუ გააჩერეს ტაქტიკური ბრძოლა გაუმართეს ზელანდიელებს. ქულებს გუნდები მხოლოდ საჯარიმოებით აგროვებდნენ. თასის ბედი ჯოელ სტანსკის მიერ დამატებულ დროში, უხერხული პოზიციიდან გატანილმა არეკნმა გადაწყვიტა.

ამასობაში რაგბიში რუპორტ მერდოკი გამოჩნდა. მისი ფულებით საცქერად საამო ორი ახალი ტურნირი (ზე-12 და სამი ერი) დაარსდა. ირბ-ს მამებმა ყური ცქვიტეს და იმავე წლის აგვისტოს ბოლოს, პარიზის საგანგებო სხდომაზე, ხელის ერთი დაკვრით გააუქმეს ყველა სამოყვარულო კანონი და რაგბი "ღია თამაშად" გამოაცხადა. ამით დასრულდა რაგბის სამოყვარულო ისტორია, რასაც ერთ საუკუნეზე მეტი ვერ ელეოდა საერთაშორისო საბჭო.

შედეგები[რედაქტირება]

ჯგუფი А[რედაქტირება]

გუნდი 1 2 3 4 განსხ ქულა
1. სამხრეთ აფრიკის დროშა სამხრეთი აფრიკა 27:18 20:0 21:8 3 0 0 68−26 6
2. ავსტრალიის დროშა ავსტრალია 18:27 27:11 42:3 2 0 1 87−41 4
3. კანადის დროშა კანადა 0:20 11:27 34:3 1 0 2 45−50 2
4. რუმინეთის დროშა რუმინეთი 8:21 3:42 3:34 0 0 3 14−97 0

ჯგუფი B[რედაქტირება]

გუნდი 1 2 3 4 განსხ ქულა
1. ინგლისის დროშა ინგლისი 44:22 27:20 24:18 3 0 0 95−60 6
2. სამოის დროშა სამოა 22:44 42:18 32:26 2 0 1 96−88 4
3. იტალიის დროშა იტალია 20:27 18:42 31:25 1 0 2 69−94 2
4. არგენტინის დროშა არგენტინა 18:24 26:32 25:31 0 0 3 69−87 0

ჯგუფი C[რედაქტირება]

გუნდი 1 2 3 4 განსხ ქულა
1. ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 43:19 34:9 145:17 3 0 0 225−45 6
2. ირლანდიის დროშა ირლანდია 19:43 24:23 50:28 2 0 1 93-94 4
3. უელსის დროშა უელსი 9:34 23:24 57:10 1 0 2 89−68 2
4. იაპონიის დროშა იაპონია 17:145 28:50 10:57 0 0 3 55−252 0

ჯგუფი D[რედაქტირება]

გუნდი 1 2 3 4 განსხ ქულა
1. საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 22:19 38:10 54:18 3 0 0 114−47 6
2. შოტლანდიის დროშა შოტლანდია 19:22 41:5 89:0 2 0 1 149−27 4
3. ტონგის დროშა ტონგა 10:38 5:41 29:11 1 0 2 44−90 2
4. კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი 18:54 0:89 11:29 0 0 3 29−172 0

პლეი-ოფი[რედაქტირება]

მეოთხედფინალი ნახევარფინალი ფინალი
                   
       
 სამხრეთ აფრიკის დროშა სამხრეთი აფრიკა  42
 სამოის დროშა სამოა  14  
 სამხრეთ აფრიკის დროშა სამხრეთი აფრიკა  19
   საფრანგეთის დროშა საფრანგეთი  15  
 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი  36
 ირლანდიის დროშა ირლანდია  12  
 სამხრეთ აფრიკის დროშა სამხრეთი აფრიკა  15
   ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია  12
 ინგლისის დროშა ინგლისი  25
 ავსტრალიის დროშა ავსტრალია  22  
 ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია  45 მატჩი მესამე ადგილისთვის
   ინგლისის დროშა ინგლისი  29  
 ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია  48  საფრანგეთის დროშა საფრანგეთი  19
 შოტლანდიის დროშა შოტლანდია  30    ინგლისის დროშა ინგლისი  9


 მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული 
სამხრეთ აფრიკის დროშა
სამხრეთ აფრიკა
პირველი წოდება
წინამორბედი:
1991
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი
1995
შემდეგი:
1999