ლონდონი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიტყვას "ლონდონი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლონდონი (მრავალმნიშვნელოვანი).
ლონდონი
London
ლონდონის პანორამა   Canary Wharf
გერბი
გერბი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ქვეყანა ინგლისი
კოორდ. 51°30′″N 0°7′″E / <span class="geo-dec geo" title="რუკები, სატელიტური ფოტოები და სხვა მონაცემები Expression error: Unexpected / operator Expression error: Unexpected / operator-სთვის">Expression error: Unexpected / operator, Expression error: Unexpected / operator
შიდა დაყოფა 33 ოლქი
ქალაქის მერი ბორის ჯონსონი
წინა სახელები ლონდონიუმ, ლიუნდენბურგი
ფართობი 1579 კმ²
მოსახლეობა 7 500 000 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 4 761 კაცი/კმ²
აგლომერაცია 8 278 251
დროის სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1
ტელ. კოდი +44 20
საიტი http://www.london.gov.uk/
ლონდონი (გაერთიანებული სამეფო)
ლონდონი
ლონდონის მდებარეობა ევროპაში

ლონდონი (ინგლ.: London [ˈlʌndən]) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე თემზაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში. ქალაქში ცხოვრობს 7.385.575 ადამიანი, აქედან 2.700.000 შიდა ლონდონში, აგლომერაციაში კი - 10.645.800 ადამიანი (2005 წლის 10 ივნისი). 1965 წლის 1 აპრილს დაარსებულ იქნა "დიდი ლონდონი". ლონდონი დიდი ბრტიტანეთის ფინანსური ცენტრია და მსოფლიო ფინანსურ ცენტრთაგან ერთ-ერთი. ქალაქის გავლენა ხელოვნებაზე, მოდაზე, პოლიტიკაზე, განათლებაზე, მედიაზე, გასართობ ინდუსტრიაზე იმდენად დიდია, რომ მას გლობალური ქალაქის სტატუსი აქვს. ლონდონში არის ეუროპის 500 უდიდესი კომპანიიდან 100 სათავო ოფისი. ლონდონმა უკვე ორჯერ უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, 2012 წელს კი ამას მესამედ მოახდენს.

ლონდონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქალაქია (მოსკოვისა და ტოკიოს შემდეგ)(www.forbes.com) მას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში. ქალაქის ტრასნპორტის სისტემა ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, ჰითროუს აეროპორტი კი უდიდესია მსოფლიოში უცხოელ მგზავრთა რაოდენობით. ლონდონში არის მსოფლიოში ყველაზე მეტი 480 უცხოური ბანკი.

[რედაქტირება] ეკონომიკა

ლონდონი ევროპის უმნიშვნელოვანესი ,და მსოფლიოს ერთ-ერთი ფინანსური ცენტრი.ქალაქში განთავსებულია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბანკებისა და საფინანსო კომპანიის ცენტრალური ოფისები როგორებიცაა HSBC, Reuters, Barclays.ლონდონის საფონდო ბირჟა კი ერთ -ერთი უდიდესია მსოფლიოში.ტურიზმი ლონდონის ბიუჯეტის შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.ლონდონი ხომ პარიზის შემდეგ ყველაზე პოპულარული ქალაქია ტურისტებში

პირადი ხელსაწყოები
სხვა ენებზე