მირიამ მაკება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მირიამ მაკება (Miriam Makeba, აგრეთვე ცნობილი როგორც Mama Africa; დ. 4 მარტი, 1932, იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — გ. 10 ნოემბერი, 2008, იტალია) — გრემის ლაურეატი სამხრეთ აფრიკელი მომღერალი და საზოგადო მოღვაწე.

1960-იან წლებში მირიამ მაკება პირველი მომღერალი იყო აფრიკიდან, რომელიც აშშ-სა და მსოფლიოში აფრიკულ მუსიკას უწევდა პოპულარიზაციას. ყველაზე უკეთ ცნობილია სიმღერით „პატა პატა“, რომელიც პირველად 1957 წელს ჩაწერა. მას სიმღერები ჩაწერილი და ტურები გამართული აქვს ისეთ პოპულარულ მომღერლებთან, როგორიცაა ჰარი ბელაფონტე, პოლ საიმონი და მისი ყოფილი მეუღლე ჰიუ მასეკელა.

მაკება აქტიურ კამპანიას ეწეოდა სამხრეთ აფრიკული აპართეიდის სისტემის წინააღმდეგ. შედეგად, სამხრეთ აფრიკის მთავრობამ მას ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა და სამშობლოში დაბრუნება აუკრძალა. აპართეიდის დაშლის შემდეგ ის შინ დაბრუნდა. 2008 წლის 10 ნოემბერს მაკება იტალიის კამპანიის რეგიონში მწერალ რობერტო სავიანოს მიერ კამორას წინააღმდეგ გამართულ მხარდამჭერ კონცერტზე შესრულების შემდეგ გარდაიცვალა ინფარქტით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: