ბოსტნეული კულტურები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოსტნეულის სექცია სუპერმარკეტში
ბოსტნეული ბაზარში

ბოსტნეული კულტურები — ბალახოვანი მცენარეები, რომლებსაც საჭმელად იყენებენ. ბოსტნეული კულტურები განეკუთვნება 10 ოჯახს:

სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით განარჩევენ ერთწლოვან, ორწლოვან და მრავალწლოვან ბოსტნეული კულტურებს. საჭმელად გამოსაყენებელი ორგანოების მიხედვით ბოსტნეული კულტურები იყოფა 4 ჯგუფად: ფოთლიანებიკომბოსტო, კამა, ოხრახუში, სალათა, ისპანახი და სხვა; ნაყოფიანები — კიტრი, ნესვი, საზამთრო, პამიდორი, ბადრიჯანი, ლობიო, სიმინდი და სხვა; ძირხვენებითალგამურა, ბოლოკი, თვის ბოლოკი, სტაფილო, ჭარხალი და სხვა; ბოლქვიანნი — ხახვი, პრასა, ნიორი. მრავალწლოვანებს გამოყოფენ ცალკე ჯგუფად. ბოსტნეული კულტურები შეიცავს ვიტამინებს, აგრეთვე ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს. ხახვში, ნიორში, ბოლოკსა და სხვა შემავალ ფიტონციდებს ახასიათებთ ბაქტერიციდული თვისებები. თითქმის ყველა ბოსტნეული ძვირფასი საკონსერვო ნედლეულია. ბოსტნეული კულტურების უმეტესობა ტროპიკული და სუბტროპიკული წარმოშობისაა, ბევრი მათგანი სითბოს მოყვარულია და მოითხოვს ნაყოფიერსა და ტენიან ნიადაგს. საქართველოში ბოსტნეული კულტურები ძველთაგანვე ფართოდაა გავრცელებული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: