რანდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამხრეთ აფრიკული რანდი
Zuid-Afrikaanse Rand
200 რანდი
200 რანდი
კოდი ISO 4217 ZAR
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ოფიციალური
მომხმარებლები
*სამხრეთ აფრიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
შედგება 100 100 ცენტი
სიმბოლო R
მონეტები 5, 10, 20, 50 ცენტი და 1, 2, 5 რანდი
ბანკნოტები 10, 20, 50, 100, 200 რანდი
ცენტრალური ბანკი სამხრეთ აფრიკის სარეზევრო ბანკი

რანდი (ან რენდი) — ფულის ერთეული სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

რანდი ასევე ფულის ერთეულია შემდეგ სახელმწიფოებში:

ისტორია[რედაქტირება]

ძველი ბანკნოტები და მონეტები.

რანდი მიმოქცევაში შევიდა 1961 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩამოყალიბებასთან ერთად. მან შეცვალა სამხრეთ აფრიკული ფუნტი.

მონეტები[რედაქტირება]

5 რანდი მონეტა.jpg


1961 წელს გამოშვებული იქნა მონეტები ნომინალით ½, 1, 2½, 5, 10, 20 და 50 ცენტი. 1965 წელს 2½ ცენტის მონეტა შეიცვალა 2 ცენტის ნომინალის მონეტით. ნახევარ ცენტიანი მონეტა ბოლოს მოჭრილი იქნა 1973 წელს. მონეტა 1 რანდი მიმოქცევაში შევიდა 1977 წელს, 1989 - 1990 წლებში გამოჩნდა 2 და 5 რანდის ნომინალის მონეტები. მონეტები 1 და 2 ცენტი ინფლაციის შედეგად მიმოქცევიდან ამოიღეს 2002 წელს.

2004 წლის აგვისტოში გამოშვებული იქნა ახალი მონეტა ნომინალით 5 რანდი.


ბანკნოტები[რედაქტირება]

ბანკნოტების პირველი სერია გამოშვებული იქნა 1961 წელს ნომინალით 1, 2, 10 და 20 რანდი. რანდი დიზაინით და ფერით გავდა მის წინამორბედს სამხრეთ აფრიკულ ფუნტს, რადგან გაადვილებული ყოფილიყო ახალ ვალუტაზე გადასვლა. რანდზე გამოსახული იყო კეიპტაუნის დამაარსებლის იან ვან რიბეეკის პორტრეტი.ისევე როგორც ბოლო სამხრეთ აფრიკული ფუნტის ბანკნოტები, რანდიც იბეჭდებოდა ორი ვარიანტით: ერთ შემთხვევაში წარწერა თავიდან იწყებოდა ინგლისურად, შემდეგ აფრიკაანსით, ხოლო მეორე ვარიანტში პირიქით. ეს პრაქტიკა გაგრძელდა 1966 წლის ბანკნოტების სერიაშიც.

1978 წლის სერია შედგებოდა ბანკნოტებისგან ნომინალით 2, 5 და 10 რანდი. ბანკნოტები 20 და 50 რანდი შემოიღეს მხოლოდ 1984 წელს. ამ სერიამ განიცადა ყველაზე დიდი რაოდენობის ცვლილებები. 2, 10 და 50 რანდზე აფრიკაანსი გახდა პირველი ენა, ამავე დროს ინგლისური რჩებოდა პირველ ენად 5 და 20 რანდზე.

1990 წელს ბანკნოტების დიზაინი შეიცვალა: ავერსზე გაჩნდა აფრიკის «დიდ ხუთეულში» შემავალი ცხოველების გამოსახულება. 1994 წელს მიმოქცევაში შევიდა ბანკნოტები ნომინლით 100 და 200 რანდი.

1990-1994 წლის ბანკნოტების სერია[რედაქტირება]

ნომინალი ავერსი რევერსი
10 რანდი 10 რანდი ავერსი.jpg 10 რანდი რევერსი.jpg
20 რანდი 20 რანდი ავერსი.jpg 20 რანდი რევერსი.jpg
50 რანდი 50 რანდი ავერსი.jpg 50 რანდი რევერსი.jpg
100 რანდი 100 რანდი ავერსი.jpg 100 რანდი რევერსი.jpg
200 რანდი 200 რანდი რევერსი.jpg 200 რანდი ავერსი.jpg

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რანდი&oldid=2400509“-დან