რობენი (კუნძული)
| კუნძული რობენი* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ციხის შენობები
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | iii, vi |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | აფრიკა |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1999 (23-ე სესია) |
| ნომერი | 916 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 916 რუს. • ინგლ. • ფრ. |
რობენის კუნძული (აფრიკ. Robbeneiland) — კუნძული მაგიდის უბეში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ კეიპტაუნის სანაპიროდან 6.9 კმ-ის დაშორებით. კუნძულს უხეში ოვალის ფორმა გააჩნია, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მისი სიგრძე 3.3 კმ-ია, სიგანე 1.9 კმ, ხოლო მთლიანი ფართობი 5.07 კმ².[1] კუნძული ბრტყელია და ზღვის დონიდან სულ რამდენიმე მეტრზე აწეული, რაც უძველესი ეროზიული პროცესების შედეგია. შედგება კამბრიამდელი მეტამორფული კლდეებისგან, რომლებიც მალმსბერის ჯგუფს მიეკუთვნება. კუნძული განსაკუთრებით იმითაა ცნობილი, რომ აქ აპართეიდის დროს პატიმრობას იხდიდნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი ნელსონ მანდელა და ასევე ყოფილი პრეზიდენტი კგალემა მოტლანტე, სხვა უამრავ პოლიტპატიმართან ერთად.,[2] მათ შორის იყო ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი იაკობ ზუმა, რომელმაც აქ პატიმრობაში 10 წელი გაატარა.
XVI საუკუნიდან, კუნძული გამოიყენებოდა ადამიანთა იზლოირებისთვის, ძირითადად პოლიტპატიმრებისთვის. პორველად ის როგორც ციხე ჰოლანდიელმა ახალმოსახლეებმა გამოიყენეს. მის ადრეულ პერმანენტულ მოსახლეთა შორის იყვნენ სხვადასხვა ჰოლანდიური კოლონიების, მათ შორის ინდონეზიის ლიდერები. 1819 წელს გრაჰამსთაუნის ამბოხების ჩაშლის შემდეგ, ბრიტანეთის კოლონიურმა მთავრობამ აფრიკელ ლიდრეს, მაკანდა ნქსელეს კუნძულზე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა,[3] რომელიც შემდეგ ციხიდან გაიქცა და მაგიდის უბის სანაპიროებთან დაიხრჩო.
კუნძული ასევე გამნოიყენებოდა როგორც კეთროვანთა კოლონია და ცხოველთა საკარანტინო სადგური.
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, კუნძული გაამაგრეს და გამოიყენებოდა ქალაქ კეიპტაუნის დასაცავად.
1999 წლიდან კუნძული შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Time line
- UWC Mayibuye Robben Island Archives
- Documentary about Apartheid and Robben Island
- Robben Island Museum
- Chief Maqoma imprisoned on island
- The Robben Island of Johannesburg
- Comprehensive list of prisoners held at Robben Island Prison during apartheid
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Avian Demography Unit: Robben Island. Department of Statistical Sciences, University of Cape Town.
- ↑ New S. Africa president sworn in. BBC News (2008-09-25). წაკითხვის თარიღი: 2008-11-22.
- ↑ Frederick Marryat. The Mission; or Scenes in Africa. London: Nick Hodson. წაკითხვის თარიღი: 2008-10-10.
|
|||||||