სოვეტო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
სოვეტო ან სოუეტო (Soweto — South Western Townships — სამხრეთ-დასავლეთის დაბები) — იოჰანესბურგის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე განაპირა დასახლებები (გაუტენგის პროვინცია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). ადგილი, სადაც აპართეიდის პერიოდში იძულებით ასახლებდნენ შავკანიან აფრიკელებს. ეს დასახლებები ქალაქის სამხრეთში მდებარე მადნების სარტყელს ესაზღვრება. თავდაპირველად ცალკე მუნიციპალიტეტი იყო, ამჟამად კი იოჰანესბურგის მეტროპოლიტენის მუნიციპალიტეტის ნაწილი და იოჰანესბურგის გარეუბანია.