ფრედერიკ დე კლერკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრედერიკ დე კლერკი
ფრედერიკ დე კლერკი
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 აგვისტო, 1989 – 10 მაისი, 1994
წინამორბედი პიტერ ბოტა
მემკვიდრე ნელსონ მანდელა

დაბადებული 18 მარტი, 1936
იოჰანესბურგი, სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა

ფრედერიკ დე კლერკი (დ. 18 მარტი, 1936 , იოჰანესბურგი, სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა) — სამხრეთ აფრიკის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი 1994-1996 წწ.და პრეზიდენტი 1989-1994 წწ.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1970-80-იან წლებში ეკავა დეპუტატის და მინისტრის თანამდებობები. 1989 წელს აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად და აიღო კურსი, რომელიც მიზნად ისახავდა აფრიკელების ჩართვას მმართველობის სისტემაში.1990 წელს ციხიდან გაათავისუფლა ნელსონ მანდელა, ლეგალიზაცია დაუბრუნა ეროვნულ კონგრესს და პანაფრიკულ კონგრესს.

1993 წელს ნელსონ მანდელასთან ერთად გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების დარგში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]