კაპის მთები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაპის მთები
Cape fold keerom koo.jpg
კაპის მთები
ადგილმდებარეობა
კონტინენტი აფრიკა
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
გეოგრაფია
სიგრძე 800 კმ
სიმაღლე 2326 

კაპის მთები (ინგლ. Cape Range) — მთები აფრიკის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, პორტ-ელიზაბეთსა (აღმოსავლეთით) და მდინარე ოლიფანტსის შესართავს (დასავლეთით) შორის. სიგრძე დაახლოებით 800 კმ. შედგება რამდენიმე პარალელური ქედისაგან. საშუალო სიმაღლე 1500 მ, მაქსიმალური — 2326 მ. აგებულია ქვიშაქვებით და კვარციტებით. მთებს შორის მოქცეულია გასწვრივი დადაბლება — მცირე კარუ. ჰავა დასავლეთით ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა. ნალექები ქარპირა კალთებზე წელიწადში 600 მმ-ზე მეტი მოდის, აღმოსავლეთით — 800 მმ-ზე მეტი. ზამთარში მწვერვალები თოვლით იფარება. ზაფხული მშრალია. ქარზურგა კალთებზე და შიგა ხეობებში ნახევარუდაბნოა. მთის კალთებზე მარადმწვანე მეორეული ბუჩქნარი და წიწვოვან-ფოთლოვანი ტყეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]