ბუკერის პრემია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუკერის პრემია (ინგლ. Booker Prize) — ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მსოფლიოში ინგლისურ ლიტერატურაში. ენიჭება ავტორს, რომელიც თანამეგობრობის ქვეყნების ან ირლანდიის რესპუბლიკის მოქალაქეა, ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანისთვის. პრემიას თან ახლავს ფულადი ჯილდო 50 ათასი ფუნტი სტერლინგის ოდენობით (2002 წლამდე 21 ატარი ფუნტი იყო). პირველი პრემია გაიცა 1969 წელს. 2002 წლიდან ბუკერის პრემიის სპონსორია კომპანიათა კონცერნი მენი, შედეგად მისი სრული ოფიციალური სახელია The Man Booker Prize.

პრემიის მინიჭება შემდეგი სქემით ხდება. თავდაპირველად ყოველწლიურად განახლებადი საკონსულტაციო კომიტეტი, რომელშიც შედიან ორი გამომცემელი და თითო წარმომადგენელი მწერალთა, ლიტერატურულ აგენტთა, კინომეწარმეთა, ბიბლიოთეკებისა და თავად ბუკერის პრემიის ფონდის, ადგენს დაახლ. 100 წიგნის სიას. იგივე კომიტეტი ამტკიცებს ხუთ წევრიან ჟიურის, რომლის წევრები, როგორც წესი, ხდებიან წამყვანი ლიტერატურული კრიტოკოსები და მწერლები, მეცნიერების ღირსეული წარმომადგენლები, გავლენიანი საზოგადოებრივი ფიგურები. აგვისტოში ჟიური ე.წ. ლონგ-ლისტს (გრძელი სია) აქვეყნებს, რომელშიც 25-მდე კანდიდატია შესული, ხოლო სექტემბერში ამ სიიდან ექვსი მონაწილე პრემიის შორტ-ლისტში (მოკლე სია) შედის. ბუკერის პრემიის გამარჯვებული ცხადდება ოქტომბერში სპეციალურ ცერემონიაზე.

პუკერის პრემიის ოთხი მფლობელი - უილიამ გოლდინგი, ნადინ გორდიმერი, ვ. ს. ჰაიპოლი და ჯორჯ კუტზეე - შემდგომში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ლიტერატურის დარგში. 1999 წელს ჯორჯ კუტზეე პირველი მწერალი გახდა, რომელმაც ბუკერის პრემია ორჯერ მოიპოვა. ორ წელიწადში ეს მიღწევა გაიმეორა ავსტრალიელმა მწერალმა პიტერ კერიმ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]