სამხედრო-საზღვაო ძალები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო-საზღვაო ძალები (რიგ ქვეყნებში – სამხედრო-საზღვაო ფლოტი) წარმოადგენს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ სახეობას, რომელიც განკუთვნილია სტრატეგიულ და ოპერატიულ ამოცანათა გადასაწყვეტად საზღვაო და საოკეანო საომარ მოქმედებათა თეატრზე. მას ძალუძს მოწინააღმდეგის ობიექტების განადგურება როგორც ზღვაზე, ასევე ხმელეთზე.