ორანჟი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 2 200 კმ |
| აუზის ფართობი | 973 000 კმ² |
| ჩაედინება | ატლანტის ოკეანე |
| ქვეყნები | |
ორანჟი (აფრ., ჰოლ. Oranjerivier) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უგრძესი მდინარე. სათავეს იღებს ლესოთოში, დრაკონის მთებში, შემდეგ მიემართება დასავლეთით, გადაკვეთს სამხრეთ აფრიკას და ჩაედინება ატლანტის ოკეანეში. ორანჟზე გაივლის სამხრეთ აფრიკასა და ნამიბიას და სამხრეთ აფრიკასა და ლესოთოს შორის სახელმწიფო საზღვრის ხაზი, ასევე საზღვრები სამხრეთ აფრიკის რამდენიმე პროვინციას შორის.
მდინარე დიდ როლს თამაშობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეკონომიკაში, ვინაიდან ძალზედ მნიშვნელოვანია მისი როლი ირიგაციასა და ენერგეტიკაში. ორანჟის სიგრძეა 2 200 კმ, აუზის ფართობი 973 000 კმ².
სახელი „ორანჟი“ უწოდა ჰოლანდიელმა რობერტ იაკობ გორდონმა. ლესოთოში ამ მდინარეს სენკუს უწოდებენ.

