პორტ-ელიზაბეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
პორტ-ელიზაბეთი
ინგლ. Port Elizabeth
აფრ. Die Baai
კოსა Ibhayi

ნელსონ მანდელას სახელობის სტადიონი
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
დაქვემდებარება ქალაქი
პროვინცია დასავლეთი კაპლანდი
კოორდინატები 33°57′29″ ს. გ. 25°36′00″ ა. გ. / 33.95806° ს. გ. 25.60000° ა. გ. / -33.95806; 25.60000
დაარსდა 1820
ამჟამინდელი სტატუსი 1861
ფართობი 251,03 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1271
მოსახლეობა 312 392 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1244,44 კაცი/კმ²
აგლომერაცია 1 152 915
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი 041
საფოსტო ინდექსი 6000, 6001
ოფიციალური საიტი mandelametro.gov.za
South Africa location map.svg
South Africa location map.svg

პორტ-ელიზაბეთი (ინგლ. Port Elizabeth, აფრ. Die Baai, კოსა Ibhayi) — ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, დასავლეთი კაპლანდის პროვინციაში. აფრიკის ერთ-ერთი უდიდესი ნავსადგური. ასევე ხშირად მოიხსენიებენ, როგორც აფრიკის წყლის სპორტის დედაქალაქს. გაშენებულია ალგოას ყურის ნაპირზე ინდოეთის ოკეანეში, ქალაქ კეიპტაუნიდან აღმოსავლეთით 770 კმ-ში. ქალაქი გადაჭიმულია 16 კმ-ზე ალგოას ყურის გასწვრივ, ერთ-ერთი მსხვილი საზღვაო პორტია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. დღეისათვის ქალაქი ნელსონ მანდელას უბის საქალაქო ოლქის ნაწილია, რომლის ფართობი 1959 კმ²-ია, ხოლო 2011 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით აქ ცხოვრობს 1 152 915 ადამიანი. თვითონ ქალაქის ფართობი შეადგენს 251,03 კმ²-ს, ხოლო 2011 წლის აღწერის მონაცემებით ცხოვრობს 312 392 ადამიანი.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი პორტ-ელიზაბეთი დაარსდა 1820 წელს, დამაარსებლები იყვნენ ბრიტანელი ჩამოსახლებულები, რომლებსაც უნდა გაემაგრებინათ სასაზღვრო რაიონები კოსას მეომარ ტომებთან. 1861 წელს ქალაქმა მიიღო ავტონომიური მუნიციპალიტეტის სტატუსი. ბურების მეორე ომის დროს ბრიტანელებმა აქ ააშენეს საკონცენტრაციო ბანაკი ბური ქალების და ბავშვებისათვის. აპარტეიდის პოლიტიკა ქალაქსაც შეეხო, როდესაც 1962 წელს დაიწყო შავკანიანი მოსახლეობის იძულებითი გადასახლებები, ხოლო 1965 წელს საუთ-ენდის მთლიანი რაიონი გადაასახლეს და მთლიანად დაანგრიეს. გადასახლებები გრძელდებოდა 1975 წლამდე. 1994 წლის თავისუფალი არჩევნების შემდეგ პორტ-ელიზაბეთი შეეჯახა იმავე პრობლემებს, რასაც ქვეყნის დანარჩენი რაიონები — ქალაქში მოიმატა დანაშაულებების ტალღამ, უმრავლეს შემთხვევაში ეს ნარკოტიკებთან იყო დაკავშირებული. 2001 წელს შეიქმნა ნელსონ მანდელას უბის საქალაქო ოლქი, რომელშიც პორტ-ელიზაბეთის გარდა შედიოდნენ მეზობელი ქალაქები უიტენჰეიჯი და დესპეტჩი, ასევე იქვე მდებარე სასოფლო-სამეურნეო რაიონები.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 312 392 ადამიანს.[1]. ამავე აღწერის მონაცემებით მოსახლეობის 37,84 %-ს (118 220 ადამიანი) შეადგენენ თეთრკანიანები; შავკანიანთა რაოდენობაა 30,60 % (95 589 ადამიანი); ფერადკანიანი მოსახლეობა შეადგენს ქალაქის მაცხოვრებელთა 27,02 %-ს (84 419 ადამიანი); აზიელები კი 3,15 %-ს (9847 ადამიანი).[1]

2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ პორტ-ელიზაბეთის მოსახლეობის 40,19 %-ის (121 344 ადამიანი) მშობლიური ენაა აფრიკაანსი; მოსახლეობის 33,25 % (100 375 ადამიანი) ლაპარაკობს ინგლისურ ენაზე, ხოლო 22,24 % (67 154 ადამიანი) კოსას ენაზე.[1]

დამეგობრებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი პორტ-ელიზაბეთი დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]