სიმბიოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიმბიოზი

სიმბიოზი (ლათ. simbiosis — ერთად ცხოვრება, თანაცხოვრება) — ორი სახეობის თანაცხოვრების, ეკოსისტემაში ორგანიზმთა ურთიერთობის ფორმა, რომელიც სასარგებლოა ერთ–ერთისათვის ან ორივესათვის. მაგალითად, ცხოველების ნაწლავებში ბინადარი ბაქტერიები საკვებს ნაწლავებიდან იღებენ, სამაგიეროდ, ისინი ცხოველებს საკვების მონელებაში ეხმარებიან. ზოგჯერ, თანაცხოვრება მხოლოდ ერთი სახეობისთვის არის სასარგებლო. მაგალითად: პატარა ზომის თევზი ზვიგენსა და სხვა დიდი ზომის თევზებს გადაადგილებისთვის იყენებს. განასხვავებენ ცალმხრივ სიმბიოზს, ორმხრივ სიმბიოზს, ბინადრობასა და კომენსალიზმს. კიდევ ერთი მაგალითი სიმბიოზური არსებობისა: სოკო და ხემცენარე. სოკო მცენარეს საკვებს აწვდის, ხოლო სოკო მცენარისგან საკვებს იღებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]