ლიმპოპო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიმპოპო
ლიმპოპო მოზამბიკში
ლიმპოპო მოზამბიკში
დახასიათება
სიგრძე 1 750 კმ
აუზის ფართობი 415 000 კმ²
ჩაედინება ინდოეთის ოკეანე
ქვეყნები სამხრეთ აფრიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბოტსვანის დროშა ბოტსვანა, ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე, მოზამბიკის დროშა მოზამბიკი

ლიმპოპო — მდინარე სამხრეთ აფრიკაში. მისი სიგრძეა 1 750 კმ, აუზის ფართობი 415 000 კმ². ლიმპოპო ინდოეთის ოკეანეში ჩამდინარე აფრიკის მდინარეებს შორის სისიდით მეორეა ზამბეზის შემდეგ.

ლიმპოპოზე გაივლის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთები ბოტსვანასა და ზიმბაბვესთან.

ლიმპოპოს აუზი

პირველი ევროპელი, ვინც ეს მდინარე ნახა, იყო ვასკო და გამა, რომლის ექსპედიციამაც 1498 წელს, ლიმპოპოს შესართავთან ჩაუშვა ღუზა. როგორც ჩანს, მდინარის რეგიონი უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული, რადგან აქ აღმოჩენილია 3,5 მლნ წლის ავსტრალოპითეკის ნამარხები.

ლიმპოპო თავის ნაწარმოებებში უკვდავჰყვეს რადიარდ კიპლინგმა და მაინ რიდმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]