ბოლოკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოლოკი
Radishflower.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Raphanus sativus

ბოლოკი (Raphanus sativus, var. major) — ორწლოვანი ბოსტნეული ძირხვენა მცენარე ჯვაროსანთა ოჯახისა. ყვავილედი მტევანი, ნაყოფი — უხსნადი ჭოტი. დამტვერვა ჯვარედინი. ძირხვენა მსხვილია, იწონის 200 გ-იდან 4-5 კგ-მდე, ფორმით მომრგვალო — მოგრძო-კონუსისებრი; კანი თეთრი, შავი, რუხი, ყვითელი, იისფერი ან ღია წითელია. საჭმელად იყენებენ ნედლად. ძირხვენა შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს, უჯრედისს, ნაცარს, C ვიტამინსა და ფერმენტებს. ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. საქართველოში დარაიონებული ჯიშებია: „ზამთრის თეთრი“, „ზამთრის შავი“, „ჩინური ადგილობრივი“. ბოლოკს მრავალი კულტურული სახესხვაობა აქვს, ერთ-ერთი მათგანია თვის ბოლოკი.

ლიტერატურა[რედაქტირება]