ბუშმენები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Bosjesmannendorp.JPG

ბუშმენები — ბუშმენები, რომლებსაც სანის ტომსაც ეძახიან, სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ ხალხთა ჯგუფია. მათი უმეტესობა კალაჰარის უდაბნოს მახლობლად, ბოტსვანასა და ნამიბიაში ბინადრობს. სანის ტომის წევრთაგან ზოგი ფერმებში მუშაობს, სხცები კი მომთაბარეობენ. ბუშმენთა საერთო რაოდენობა, დაახლოებით, 80 000 კაცს შეადგენს. მომთაბარეები 25–30 კაციან ჯგუფებად ცხოვრობენ და ნადირობითა და შემგროვებლობით ირჩენენ თავს. მათ იციან, როგორ გაიტანონ თავი უდაბნოს მკაცრ პირობებში და შეუძლიათ ისეთ ადგილებში მოიპოვონ საჭმელ–სასმელი, სადაც თითქოს არაფერია ქვიშისა და ბუჩქნარის გარდა.

ბუშმენები მშვილდითა და მოწამლული ისრებით ხოცავენ ნადირებს. ვაჟებს მონადირეებად წვრთნიან. ყმაწვილი ცოლს ვერ მოიყვანს, ვიდრე დიდ ცხოველს არ მოინადირებს. ჯგუფის სხვა წევრები, ფესვებს, კენკრას, თხილსა და სხვადასხვა მცენარეების თესლს აგროვებენ.

[რედაქტირება] მომთაბარეობა

სასმელ–საჭმელის მოსაპოვად ჯფუფს ხშირად სჭირდება საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ჩვილებს ზურგზე მოკიდებული ტომრებით დაატარებენ, წყალს კი — სირაქლემას კვერცხის ნაჭუჭით. მათი ავლადიდება მსუბუქია და ადვილად გადასატანი. ზოგჯერ ნახევარწრის ფორმის დავშესაფარს აგებენ ტოტებისა და ბალახისაგან და მასში კვირების განმავლობაში ცხოვრობენ.

ღამღამობით ხშირად უსმენენ მოხუცთა მიერ მონათხრობ ამბებს.

[რედაქტირება] ბუშმენების ისტორია

San-Paintings Murewa ZW.jpg

ბუშმენები, ალბათ, სამხრეთ აფრიკის პირველი ბინადრები იყვნენ და, შესაძლოა, 20 000 წელზე მეტია, იქ ცხოვრობენ. ნაპოვნია მატი წინაპრების კლდის მხატვრობა, რომელიც რამდენიმე ათასი წლის წინანდელია.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე