ოაზისი
ვიკიპედიიდან
ოაზისი (გვიანდ. ლათ. oasis < ბერძნ. Oasis თავდაპირველად რამდენიმე დასახლებული ადგილის სახელწოდება ლიბიის უდაბნოში), ხემცენარეებით ან ბუჩქნარითა და ბალახით შემოსილი ნაკვეთები, აგრეთვე ინტენსიური მიწათმოქმედების რაიონები უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს სარწყავ მიწებზე. ოაზისი მეზობელ რაიონებთან შედარებით უფრო ნესტიანი ადგილია, რაც გამოწვეულია გრუნტის წყლის მაღალი დონით, წყაროების სიუხვით, მდინარეების პერიოდული ადიდებით, ხელოვნური რწყვით. ოაზის უწოდებენ აგრეთვე ყინულისაგან თავისუფალ ადგილს ანტარქტიდაში.ოაზისური მეურნეობა, დღეს მიწათმოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა.