კეიპტაუნი
| კეიპტაუნი | |
|---|---|
| დროშა | რუკა |
| ძირითადი მონაცემები | |
| ქვეყანა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
| სტატუსი | საკანონმდებლო დედაქალაქი |
| პროვინცია | დასავლეთ კეიპი |
| მერი | ჰელენ ზილე |
| დაარსდა | 1652 |
| კოორდინატები | |
| ფართობი | 2,499 კმ² |
| მოსახლეობა (2001) | 2,893,251 |
| სიმჭიდროვე | 1,158 ად./კმ² |
| ტელ. კოდი | +27 (0)21 |
| საფოსტო კოდი | 8000 |
| დროის ზონა | UTC + 2 |
| ვებგვერდი | http://www.capetown.gov.za/ |
კეიპტაუნი (ინგლ. Cape Town) — მოსახლეობის მხრივ მეორე ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში[1]. ქალაქი კეიპტაუნი შედის ამავე სახელწოდების საქალაქო ოლქის შემადგენლობაში. ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს დასავლეთ კაპის პროვინცია. კეიპტაუნი წარმოადგენს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საკანონმდებლო დედაქალაქს, აქ არის პარლამენტის და სხვა სამთავრობო დაწესებულებების შენობები. ქალაქი ცნობილია თავისი ნავსადგურით. კეიპტაუნის სიახლოვეს არსებული კაპის ოლქი 2004 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა მიჩნეული. ქალაქის ტერიტორიაზე მრავალი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს. ფორბსის მიერ ეს ქალაქი, მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს დასახლებადაა აღიარებული[2]. კეიპტაუნი წარმოადგენს სარ-ში ჩამსვლელი ტურისტების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქალაქს.
ისტორიულად არ არის ცნობილი თუ როდის მოხდა ამ ტერიტორიაზე ადამიანის დასახლება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილი ადამიანის უძველესი ნაშთები 12 000 წლით თარიღდება. ევროპელებიდან ეს ტერიტორია პირველად პორტუგალიელებმა მოინახულეს. 1487 წელს ბართოლომეუ დიაში პირველი ევროპელი გახდა რომელიც კეთილი იმედის კონცხამდე მივიდა. მიუხედავად ამისა კეიპტაუნის ტერიტორიას ევროპასთან ინტენსიური ურთიერთობები ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამყარებული. უკვე მოგვიანებით ამ ტერიტორიას ჰოლანდიელები იყენებდნენ თავიანთი საზღვაო ნაოსნობისთვის. 1652 წელს ჰოლანდიელმა იან ვან რიბეეკმა დააარსა პირველი ევროპული დასახლება. საუკუნეების განმავლობაში კეიპტაუნი მნიშვნელოვნად განვითარდა. ვიდრე იოჰანესბურგი დაარსდებოდა, ეს დასახლება სამხრეთ აფრიკაში უდიდეს ქალაქად ითვლებოდა.
დღეისთვის კეიპტაუნში საკმაოდ ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს. 2007 წლის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 3.5 მილიონი კაცი[1]. ქალაქ კეიპტაუნის ფართობი შეადგენს 2,455 კილომეტრ კვადრატს, ამ მაჩვენებლით ის პირველი ქალაქია სამხრეთ აფრიკაში. რაც შეეხება მოსახლეობის სიმჭიდროვეს, აქ კვადრატულ კილომეტრზე 1 424,6 კაცი ცხოვრობს. [3]
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Community Survey, 2007: Basic Results Municipalities (PDF). Statistics South Africa. წაკითხვის თარიღი: 2008-03-23.
- ↑ World's Most Beautiful Cities.
- ↑ City of Cape Town. Municipal Demarcation Board. წაკითხვის თარიღი: 2008-03-23.
|
|||||||||||||