კაპის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაპის პროვინცია

კაპის პროვინცია (ინგლ. The Cape of Good Hope Province, Cape Province) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უდიდესი პროვინცია 1910-1994 წლებში. დედაქალაქი კეიპტაუნი.

პროვინცია შეიქმნა 1910 წელს და თავდაპირველად მოიცავდა კაპის კოლონიას და რამდენიმე მცირე რაიონს: ბრიტანეთის ბეჩუანალენდს (ამჟამად ბოტსვანა), აღმოსავლეთი გრიკვალენდი და დასავლეთი გრიკვალენდი.

კაპის პროვინცია იყო ერთადერთი სადაც ფერადკანიანებს ჰქონდათ ხმის უფლება, თუმცა ეს პოლიტიკა შეიცვალა 1948 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ეროვნული პარტია, რომელმაც აპართეიდი თავის იდეოლოგიად გამოაცხადა.

1994 წელს კაპის პროვინცია დაიყო სამ ნაწილად: დასავლეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კაპის პროვინციებად. მცირე ნაწილი კი შევიდა ჩრდილო-დასავლეთის შემადგენლობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]