ბატავიის რესპუბლიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბატავიის რესპუბლიკა
Bataafse Republiek

საფრანგეთის პირველი რესპუბლიკის პროტექტორატი

Prinsenvlag.svg







17951806 Flag of the Netherlands.svg





Flag of the Batavian Republic.svg Batavische Rep Gösch.png
დროშა გერბი
Locatie Bataafse Republiek.PNG
ბატავიის რესპუბლიკა
დედაქალაქი ჰააგა
ენა ჰოლანდიური, ფრანგული, ფრიზიული, საქსონიური
ფულის ერთეული ნიდერლანდური გულდენი
მართველობის ფორმა რესპუბლიკა
ისტორია
 - შექმნა 19 იანვარი 1795
 - გაუქმება 5 ივნისი 1806

ბატავიის რესპუბლიკა (ნიდერლ. Bataafse Republiek; 1795-1806) — საფრანგეთის რესპუბლიკის მოდელზე გარდაქმნილი ნიდერლანდი (იმხანად საფრანგეთის ვასალი ქვეყანა).

ბატავიის რესპუბლიკა გამოცხადდა 1795 წლის 19 იანვარს, ორანჟის პრინცი უილიამ V შტადჰოლდერის ინგლისში გაქცევის მეორე დღეს. შემოსულ საფრანგეთის რევოლუციურ არმიას საკმაო მხარდამჭერები აღმოაჩნდა ჰოლანდიაში. რვა წლით ადრე ორანჟის ფრაქციამ გაიმარჯვა მცირე, თუმცა საკმაოდ სისხლიან სამოქალაქო ომში პრუსიის მეფის, შტადჰოლდერის სიძის, მხარდაჭერის წყალობით. მრავალი რევოლუციონერი იმხანად საფრანგეთში გაიხიზნა და შტადჰოლდერის გაქცევის შემდეგ მათ სამშობლოში დაბრუნებისა და საკუთარი იდეალების განხორციელების შესაძლებლობა შეექმნათ.

საფრანგეთის მოვლენებისგან განსხვავებით, რევოლუციურმა ცვლილებებმა ნიდერლანდში შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა. ეს ქვეყანა რესპუბლიკას წარმოადგენდა თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში და შედარებით მცირერიცხოვანი არისტოკრატია ჰყავდა. ახალი სახელმწიფოსთვის გილიოტინის საჭიროება არ აღმოჩნდა. ძველი რესპუბლიკა უკიდურესად არქაული და არაეფექტური პოლიტიკუი შენაერთი აღმოჩნდა, რომელიც კვლავაც ემყარებოდა ფეოდალურ ინსტიტუტებს. გადაწყვეტილებების მიღება მიუღებლად ნელა ან საერთოდ არ ხდებოდა. ინდივიდუალურ პროვინციებს იმდენი ძალაუფლება ჰქონდათ, რომ ისინი ბლოკირებას უკეთებდნენ თითქმის ყველა პროგრესულ ინოვაციას. ბატავიის რესპუბლიკამ მოახდინა ტრანსფორმაცია ნომინალურად თავისუფალი დამოუკიდებელი პროვინციების კონფედერაციისა ნამდვილად უნიტარულ სახელმწიფოდ, მეტად ცენტრალიზებული და ფუნქციონალური მთავრობით. ამ დროის მრავალი ინოვაცია მომავალშიც ეფექტიანი გახდა, მათ შორის იყო - პირველი ოფიციალური სტანდარტი ჰოლანდიური ენის დამწერლობისა სიგენბეეკის მიერ (1804); ებრაელებს, ლუთერანებსა და კათოლიკებს თანაბარი უფლებები მიეცათ; შემუშავდა უფლებათა კოდექსი.

ახალმა რესპუბლიკამ სახელი დაირქვა ბატავიისგან - გერმანიკული ტომი, რომელიც ნიდერლანდის რეგიონში ცხოვრობდა რომაელთა პერიოდში და რომელიც იმხანად წარმოდგენილი იყო, როგორც ნიდერლანდელთა ერის წინაპარი ხალხი.

ასევე საფრანგეთისგან განსხვავებით, ახალ რესპუბლიკას არ განუცდია ტერორის მსგავსი აღმავლობდა და დიქტატურად არ გადაქცეულა. ნაპოლეონ ბონაპარტის ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ რესპუბლიკას გარედან გარკვეული ცვლილებები მოახვიეს თავს. 1805 წელს ნაპოლეონმა რესპუბლიკის სათავეში პრეზიდენტად უკუღმართი პოლიტიკოსი შიმელპენიკი დააყენა აღმასრულებელი ხელისუფლების გასამყარებლად, თუმცა 1806 წელს თავადვე აიძულა შიმელპენიკი გადამდგარიყო და საკუთარი ძმა ლუი ბონაპარტი გამოაცხადა ჰოლანდიის ახალი სამეფოს მეფედ.

პოლიტიკური არასტაბილურობის ერთადერთი ნიშნები იყო სამი სახელმწიფო გადატრიალება. პირველი მოხდა 1798 წელს, როდესაც უნიტარულმა დემოკრატებმა ვეღარ აიტანეს დემოკრატიული რეფორმების ნელი ტემპები. რამდენიმე თვის შემდეგ მომხდარმა გადატრიალებამ ბოლო მოუღო უნიტარელთა დიქტატურას. ეროვნული ასამბლეა, რომელიც შეიქმნა 1796 წელს, ფრაქციებს შორის უთანხმოების გამო დაშლილ იქნა. მესამე გადატრიალება 1801 წელს განხორციელდა, როდესაც ფრანგი მხედართმთავარი, ნაპოლეონის ზურგით, აწყობს კონსერვატორთა ამბოხს, რის შედეგადაც აღდგენილ იქნა 1798 წლის გადატრიალებამდე არსებული სტატუს ქვო.

როგორც საფრანგეთის ვასალური სახელმწიფო, ბატავიის რესპუბლიკა საფრანგეთის მოკავშირე იყო დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ომში. ამას შედეგად მოჰყვა ჰოლანდიის კოლონიური იმპერიის თითქმის სრულიად დაკარგვა და ჰოლანდიელთა საზღვაო ფლოტის განადგურება კამპერდაუნის ბრძოლაში 1797 წელს. კოლონიებთან ვაჭრობის შეწყვეტამ ნიდერლანდში ეკონომიკური კრიზისების ტალღათა სერია გამოწვია. მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ახერხებენ ჰოლანდიელები აღადგინონ საკუთარი სიმდიდრე ადრინდელ დონემდე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]