ბაღლები
სოფელი | |
---|---|
ბაღლები | |
| |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჯურუყვეთი |
კოორდინატები | 42°03′00″ ჩ. გ. 41°57′45″ ა. გ. / 42.05000° ჩ. გ. 41.96250° ა. გ. |
ადრეული სახელები | კიროვი |
ცენტრის სიმაღლე | 80 მ |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ბაღლები (ყოფილი კიროვი) — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჯურუყვეთის თემში (სოფლები: ბაღლები, ეწერი, ჯურუყვეთი). მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 80 მ, ლანჩხუთიდან 10 კმ., ოზურგეთი-ლანჩხუთის საავტომობილო გზაზე. სოფელში მოდის ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი წყალი. სოფელში ფუნქციონირებს ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლა. სოფლის სახელწოდება მეგრული ენიდან მოდის და ნიშნავს ბაღებს.
ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში იდგა მაცხოვრის სახელობის ძველი მომცრო ეკლესია. ეკლესია მოხატულია, შესასვლელში აქვს წარწერა.[2] ეკლესია ნაგებია ქვით. სამხრეთ შესასვლელის მარცხნივ გამოსახული იყო ახალგაზრდა კაცი, ბეშქენ ვარდანისძე, რომელიც XIV საუკუნის მოღვაწე იყო და ტაძარიც სავარაუდოდ მან ააშენა. წარწერაზე გაირჩევა ბეშქენის, მეუღლე მარიამისა და ვაჟი მიქაელის სახელები. დასავლეთ შესასვლელში მოთავსებული წარწერიდან ირკვევა, რომ მხატვარი ვინმე მანუელი იყო. ბეშქენ და მიქაელ გურიელები იხსენიებიან ჯუმათის ეკლესიის წმინდა გიორგის ოქროს ხატის წარწერაში.[3]
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[4] | 1061 | ||
1911[5] | ![]() |
||
2002 | ![]() |
||
2014[1] | ![]() |
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 533.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ ბაქრაძე, დ . [1878] (1987). არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში. ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, გვ. 214.
- ↑ ქართველიშვილი, თ. (2006). გურიის საეპისკოპოსოები. თბილისი: „არტანუჯი“, გვ. 115-116. ISBN 99940-11-89-8.
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
|