ჯურუყვეთი
| სოფელი | |
|---|---|
|
ჯურუყვეთი | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| მხარე | გურიის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ჯურუყვეთი |
| კოორდინატები | 42°04′27″ ჩ. გ. 41°55′46″ ა. გ. / 42.07417° ჩ. გ. 41.92944° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 30 მ |
| ოფიციალური ენა | ქართული ენა |
| მოსახლეობა |
|
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ჯურუყვეთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ჯურუყვეთი, ბაღლები, ეწერი). მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 30 მ., ლანჩხუთიდან 4 კმ., ჯუმათის რკინიგზის სადგურიდან 3 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი, დგას წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. სოფელში მოდის გოგირდოვანი წყალი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელ ჯურუყვეთის ზემოთ ქაიჯვარას ხეობაში აღმოჩენილია ქვედა პალეოლითის ხანის კაჟის ანატკეცი და ლამელა.[2] ასევე აღმოჩენილია ნეოლითური ხანის ქვის იარაღები, კვირისთავები და საფხეკები. მდინარე ლაშეფსუს მარცხენა ნაპირზე, ჭოლიპას ამომრშრალი ტბის ძირას აღმოჩენილია ადრე ბრინჯაოს ხანის IV ათასწლეულის მეორე ნახევრის მტკვარ-არაქსის კულტურის იერსახის თიხის ნაწარმი.[3]ქაიჯვარას და ჭოლიპას არტეფაქტები ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული.
გურიის სამთავროს პერიოდში ჯურუყვეთი ჩიბათთან ერთად შეადგენდა ერთ სამოურავოს. მისი მოურავები იყვნენ ნაკაშიძეები.[4] სოფელში იდგა წმინდა ნიკოლოზის ეკლესია.[5] სოფელში განვითარებული იყო მეთუნეობა.[6] 1875 წელს სოფლის სკოლა ცუდ მდგომარეობაში იყო.[7]1904 წლის 12 ივნისს სოფელი დაიტბორა წყალდიდობის შედეგად, დაიღუპა ერთი ბავშვი.[8] 1912 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 2500 ადამიანი იყო გაწევრებული.[9] საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მესიმინდეობა.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1908[10] | 910 | ||
| 1911[11] | |||
| 2002 | |||
| 2014 |
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საფო მგელაძე (1894-1936) ― მწერალი, პოეტი
- როინ დობორჯგინიძე (1948-) — სპორტსმენი, მოჭიდავე
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 580.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ სადრაძე ვ. და სხვები, არქეოლოგიური დაზვერვები გურიაში 1991-94 წწ, გურია I, 1996 გვ. 23
- ↑ მურვანიძე ბ., ჭოლიპას ნამოსახლარზე მოპოვებული თიხის ნაწარმი, გურია I, თბილისი, 1996 გვ.75-77
- ↑ სოსელია ო., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1954. — გვ. 170.
- ↑ ენვერ გოგუაძე, „გურიანას ქუეყანა“ — ბათუმი, „ალიონი“ 2001
- ↑ მასალები გურიის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, გვ 369. — თბილისი, „მეცნიერება“ 1980 წ.
- ↑ დროების კორესპონდენცია // დროება : გაზეთი, 21 მარტი, 1875, № 34, გვ. 2.
- ↑ დ.ბ., წერილები // ცნობის ფურცელი : გაზეთი, 1904, № 2532, გვ. 4.
- ↑ Кавказский календарь на 1914 год
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
| ||||||||||