დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
→ევროთასებზე: სპორტინგი |
|||
ხაზი 1 114: | ხაზი 1 114: | ||
|ჯგუფური |
|ჯგუფური |
||
|{{flagicon|Portugal}} |
|{{flagicon|Portugal}} |
||
|[[ |
|[[სპორტინგი ლისაბონი (საფეხბურთო კლუბი)|სპორტინგი ლისაბონი]] |
||
|'''0–4''' |
|'''0–4''' |
||
|X |
|X |
16:33, 23 ივნისი 2014-ის ვერსია
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | ლურჯ-თეთრები | |||
დაარსდა | 1925, 88 წლის წინ | |||
სტადიონი |
ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა თბილისი, საქართველო (ტევადობა: 55,000) | |||
პრეზიდენტი | რომან ფიფია | |||
მწვრთნელი | მიხალ ბილეკი | |||
ლიგა | უმაღლესი ლიგა | |||
2013-14 | ჩემპიონი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
„დინამო“ — თბილისის საფეხბურთო კლუბი; ერთ-ერთი წარმატებული გუნდი საბჭოთა პერიოდში და საქართველოს რესპუბლიკაში. კლუბის უდიდესი მიღწევა იყო 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ამ გათამაშების ფინალში მან აღმოსავლეთ გერმანული იენის „კარლ ცაისის“ წინააღმდეგ თამაშში დიუსელდორფში გაიმარჯვა ანგარიშით 2–1.
კლუბს თავის ისტორიაში გამარჯვებები აქვს მოპოვებული ცნობილ და ძლიერ კლუბებთან: 3–0 „ლივერპულთან“ 1979 წლის 3 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონთა თასის პირველ რაუნდში. ასევე აღსანიშნავია ინგლისური „ვესტ ჰემისა“ და „კარდიფ სიტის“, ნიდერლანდის „ფეიენოორდის“, იტალიის „ნაპოლისა“ და „ინტერის“ დამარცხება.
გუნდი არის საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1964, 1978) და ამდენჯერვე საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976, 1979). „დინამო“ ხუთჯერ იყო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ცამეტჯერ ბრინჯაოს პრიზიორი.
„დინამო“ არის საქართველოს ჩემპიონატის 15-გზის გამარჯვებული და საქართველოს თასის 11-გზის მფლობელი. გუნდს ხუთჯერ აქვს მოპოვეპული საქართველოს სუპერთასი.
თავის დროზე დინამოში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ბორის პაიჭაძე (ვის სახელსაც ამჟამად დინამოსა და ეროვნული ნაკრების ცენტრალური სტადიონი ატარებს), ავთანდილ ღოღობერიძე, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, მანუჩარ მაჩაიძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე და სხვები. მათგან რამაზ შენგელია ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად (1978, 1981), ხოლო თითო-თითოჯერ დავით ყიფიანი (1977) და ალექსანდრე ჩივაძე (1980).
1990 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი საბჭოთა კავშირისას გამოეყო და „დინამოც“ მას შემდეგ იქ გამოდის. ამ პერიოდისათვის „დინამოს“ სახელი გადაერქვა და „იბერია“ ეწოდა, თუმცა ამ სახელის არაპოპულარობის გამო ძველი სახელი დაუბრუნდა და დღემდე ამ სახელით გამოდის.
ისტორია
20-იანი წლები
თბილისის „დინამოს“ ისტორია 1925 წლის შემოდგომიდან იღებს სათავეს, როცა თბილისში, სპორტსაზოგადოება „დინამოს“ ხელმძღვანელებმა საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს — ფეხბურთი იმ წლებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა.
თბილისის „დინამომ“ ისტორიაში პირველი შეხვედრა 1926 წლის 6 იანვარს ჩაატარა ბაქოელ თანაკლუბელებთან. შედარებით გამოცდილმა მეტოქემ დიდ ასპარეზზე პირველად გასულ „დინამოს“ მინიმალური ანგარიშით – 1:0 მოუგო. 3 დღის შემდეგ „დინამომ“ ბაქოს მეორე კლუბს „პროგრესს“ უმასპინძლა და ამჯერად იოლად დაამარცხა მოწინააღმდეგე — 3:0.
ახალშექმნილი გუნდი თავიდან ქალაქის პირველობაზე მეორე ჯგუფში გამოდიოდა, სადაც წარმატებასაც მიაღწა — ფინალში დაამარცხა „არსრაიონის“ ძლიერი გუნდი. ამ გამარჯვებით „დინამოს“ ფეხბურთელებმა პირველ ჯგუფში გამოსვლის უფლება მოიპოვეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საზოგადოების ხელმძღვანელობამ გუნდის გაძლიერება, მისი შევსება ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელებით. გუნდში ჩარიცხეს ა. ფოჩხუა, ნ. ქოიავა, ა. გალპერინი, ა. ჟორდანია, ვ. ამკობაძე, ნ. ბლანკმანი, ა. გონელი, ვ. ცომაია, გ. თედეევი, დ. ქსენოფონტოვი, ვ. შებოლდაევი და სხვები. მათ მალე შეემატა რესპუბლიკაში უძლიერესი ბათუმელ მოთამაშეთა ჯგუფი. „დინამოელთა“ პირველი კაპიტანი ანდრეი ჟორდანია იყო.
ამ საზოგადოების მესვეურთა სერიოზულ მიდგომას ფეხბურთისადმი მოწმობდა ის, რომ 1927 წელს შეიქმნა „დინამოს“ ჭაბუკთა გუნდი. სწორედ აქ დაიწყეს თავიანთი სახელოვანი სპორტული გზა გამოჩენილმა ფეხბურთელებმა დოროხოვმა, შავგულიძემ, მინაევმა, ბერძენიშვილმა და სხვებმა. დინამოელებმა ასევე პირველად იზრუნეს საკუთარი კეთილმოწყობილი სპორტული ბაზის შექმნისთვისაც. 1927 წელს დაიწყო სტადიონის მშენებლობა ქალაქის ცენტრში (მაშინდელ პლეხანოვის გამზირზე), ხოლო რვა წლის შემდეგ უკვე მზად იყო 30 000 ადგილიანი დინამოს სტადიონი, რომელიც იმ დროისათვის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი სტადიონი იყო.
1926 წლის აგვისტოში „დინამოელებმა“ ერთთვიანი ტურნე მოაწყვეს რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ქალაქებში, სადაც 18 შეხვედრა გამართეს. ტურნე წარმატებული გამოდგა.[1]
30-იანი წლები
1936 წლის შემოდგომაზე თბილისელები საბჭოთა კავშირის რიგით მეორე, „დინამოსთვის“ კი პირველ ჩემპიონატში ჩაებნენ. თბილისის „დინამომ“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ასპარეზობის მანძილზე, საერთო ჯამში 1424 შეხვედრა ჩაატარა. ამ 1424 თამაშიდან „დინამომ“ პირველი მატჩი 1936 წლის 7 სექტემბერს ჩაატარა კიევის „დინამოსთან“. ქართველ და უკრაინელ ფეხბურთელთა დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით - 2:2 დასრულდა. თბილისელთაგან გოლები ნიკოლოზ სომოვმა და ბორის პაიჭაძემ გაიტანეს, გუნდის შემადგენლობა კი ასეთი იყო: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე (ედუარდ ნიკოლაიშვილი), ბუკა ბერძენიშვილი, ნიკოლოზ ანიკინი, ვლადიმერ ჯორბენაძე, გრიგოლ გაგუა, ილია პანინი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ ასლამაზოვი, ნიკოლოზ სომოვი. პირველი გამარჯვება „დინამომ“ თვრამეტი დღის შემდეგ, 25 სექტემბერს, მეორე ტურში თბილისში მოსკოვის „სპარტაკთან“ მოიპოვა. მიხეილ ბერძენიშვილის ერთადრეთმა გოლმა თამაშის ბედი დინამოს სასარგებლოდ გადაწყვიტა.
სადებიუტო სეზონში „დინამომ“ საბოლოოდ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა - ლენინგრადის „კრასნაია ზარიასთან“ 2:3 მარცხმა თბილისელებს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი მოუსპო.
იმავე 1936 წელს ქართველმა ფეხბურთელებმა საბჭოთა კავშირის თასის პირველი გათამაშების მეოთხედფინალში მოსკოვში ადგილობრივ „სპარტაკს“ 6:3 მოუგეს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება, 16 აგვისტოს, ფრედ 3:3 დასრულდა. გამარჯვებულის გასარკვევად 4 დღის შემდეგ, მეტოქეები მეორედ წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. კვლავ 3:3. დამატებით დროში თბილისელებს სამი უპასუხო ბურთი გააქვთ, საბოლოოდ კი 6:3.
1936 წელს „დინამო“ თასის გათამაშების ფინალში გავიდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში მოსკოვის „ლოკომოტივთან“ 0:2 მარცხდება.
საერთოდ, 30-იანი წლების მეორე ნახევარში თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად ჩამოყალიბდა. გუნდი ორჯერ გახდა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, ერთხელ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ორჯერ თასის ფინალში გავიდა.
1937 წელს თბილისის „დინამომ“ ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა - საბჭოეთს ბასკ ფეხბურთელთა ნაკრები ესტუმრა. „დინამო“ ესპანელ მოთამაშეებს თბილისში 24 ივლისს დაუხვდა. იმ დროისათვის უფრო თანამედროვე ფეხბურთის მიმდევარმა ბასკებმა 2:0 გაიმარჯვეს.[2]
40-50-იანი წლები
1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ საკავშირო ჩემპიონატებზეც იმოქმედა - 1941 წლის ჩემპიონატი შუაში შეწყდა, მაშინ როდესაც თბილისისა და მოსკოვის დინამოელები გათამაშებას ლიდერობდნენ.
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების განახლებამდე, 1944 წელს თბილისის „დინამო“ პირველ საზღვარგარეთულ ტურნეში გაემგზავრა - ქართველ ფეხბურთელებს ირანმა უმასპინძლა.
1944 წლის ოქტომბერში თბილისის „დინამომ“ ირანის დედაქალაქ თეირანში ორი შეხვედრა ჩაატარა - 20 ოქტომბერს ირანის ნაკრები დაამარცხა 5:1, ერთ კვირაში კი თეირანის ნაკრებსაც სძლია - 4:0.
1945 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ომის გამო დაკარგულმა წლებმა კლუბზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, „დინამო“ კვლავაც ლიდერთა შორის დარჩა.
თბილისელთა შორის გამოჩნდნენ ახალი ლიდერები: გაიოზ ჯეჯელავა, ნიაზ ძიაპშპა, ანდრეი ზაზროევი, ვლადიმერ ელოშვილი, ავთანდილ ჭკუასელი, ვლადიმერ მარღანია, გიორგი ანთაძე და ა.შ.
სწორედ იმ წლებში გახდა „დინამოელი“ ავთანდილ ღოღობერიძე, ფეხბურთელი, რომელიც დღემდე „დინამოს“ მრავალგზის რეკორდსმენია.
ავთანდილ ღოღობერიძე თბილისის „დინამოში“ 14 წელი თამაშობდა, საკავშირო ჩემპიონატებში 341 შეხვედრა ჩაატარა და გაიტანა 127 გოლი. 1953 წელს თბილისის დინამო ახლოს იყო ჩემპიონის ტიტულთან, მაგრამ საქმეში "ზემდგომი ორგანოები" ჩაერივნენ, ქართველ ფეხბურთელებს მოგებული შეხვედრის გადათამაშება უბრძანეს და "ტენდენციური" მსაჯობის წყალობით „დინამოს“ ოქროს მედლები დააკარგვინეს.
საბოლოოდ „დინამო“ ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. მომდევნო სეზონიდან კი კლუბის ისტორიაში პირველი კრიზისული პერიოდი იწყება - 1954 წლიდან 1958 წლის ჩათვლით „დინამო“ მეშვიდე ადგილზე მაღლა ასვლას ვერ ახერხებს. იმ წლებში გუნდის შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომლებმაც საბოლო ჯამში კლუბს 1964 წელს პირველი ჩემპიონის ტიტული მოუტანეს: შოთა იამანიძემ, ვლადიმერ ბარქაიამ, სერგო კოტრიკაძემ, მიხეილ მესხმა, ბორის სიჭინავამ, გურამ პეტრიაშვილმა, ზაურ კალოევმა, ჯემალ ზეინკლიშვილმა და სხვებმა ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანის თეთრ-ლურჯი მაისური „დინამოსათვის“ წარუმატებელ წლებში მოირგეს.[3]
60-იანი წლები
1964 წელს „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ხდება - შესანიშნავი რუსი სპეციალისტის, გავრილ კაჩალინის გაწვრთნილმა „დინამომ“ ჩემპიონატში მოსკოვის „ტორპედოსთან“ ერთად თანაბარი ქულები დააგროვა, რამაც გუნდს უფლება მისცა დამატებით შეხვედრაში ჩემპიონი ტიტულის მოსაპოვებლად ებრძოლა.
საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის გადაწვეტილებით, 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტში გადამწყვეტი შეხვედრა დაინიშნა. "ოქროს მატჩში" კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართველ ფეხბურთელთა მაღალი ოსტატობა – „დინამომ“ „ტორპედო“ 4:1 დაამარცხა, არადა თავიდან აგებდა კიდეც. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (ორი), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. დინამომ საბჭოთა ფეხბურთის ოლიმპი პირველად დაიპყრო.
”ოქროს მატჩში” „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი.
60-იანი წლების მეორე ნახევარსა და 70-იანი წლების პირველ ნახევარში „დინამოს“ რიგებში ბრწყინავდნენ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, კახი ასათიანი, გოჩა გავაშელი, გურამ პეტრიაშვილი, ფირუზ კანთელაძე, გივი და ლევან ნოდიები და ა.შ.[4]
70-იანი წლები
სწორედ 70-იანი წლების დასაწყისში მოვიდა „დინამოში“ ნიჭიერ ფეხბურთელთა ის თაობა, რომლებმაც კლუბი უდიდეს გამარჯვებამდე მიიყვანეს - დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, შოთა ხინჩაგაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე და ა.შ.
1972 წლის 13 სექტემბერს „დინამოელები“ ევროტურნირში ერთვებიან. სადებიუტო სეზონში დინამომ უეფას თასზე იასპარეზა - პირველი შეხვედრა ჰოლანდიის ქალაქ ენსხედეს კლუბ „ტვენტესთან“ ქართველმა ფეხბურთელებმა 3:2 მოიგეს. ორი ბურთი გივი ნოდიამ გაიტანა, ერთიც ტრაგიკულად დაღუპულმა ლეგენდარულმა გამთამაშებელმა დავით ყიფიანმა. გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: დავით გოგია, რევაზ ძოძუაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, მურთაზ ხურცილავა, შოთა ხინჩაგაშვილი, გურამ პეტრიაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, კახი ასათიანი, ვლადიმერ გუცაევი (ლევან ნოდია), გივი ნოდია, დავით ყიფიანი.
1973 წელს თბილისის დინამო პირველ დიდ საერთაშორისო ტურნირს იგებს - ესპანეთის ქალაქ უელვაში თბილისელები ჯერ მადრიდის „ატლეტიკოს“ ამარცხებენ, მერე კი ლისაბონის „ბენფიკას“ და მთავარ პრიზს - კოლუმბის კარაველას ეუფლებიან.
1976 წელს გუნდის მთავარ მწვრთნელად აწ გარდაცვლილი ნოდარ ახალკაცი ინიშნება, კაცი, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული „დინამოს“ ყველაზე წარმატებული პერიოდი.
ახალკაცის გამოჩენის პირველსავე წელს „დინამო“ ორჯერ ხდება ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1976 წელს ჩემპიონატი ორჯერ ჩატარდა) და რაც მთავარია, ისტორიაში პირველად სსრკ-ს თასს იგებს!
1976 წლის 3 სექტემბერს ფინალი მოსკოვში შედგა. თბილისელებმა საოცრად დაძაბულ ბრძოლაში 3:0 სძლიეს წინა გათამაშების გამარჯვებულ ერევნის „არარატს“ - დავით ყიფიანის, ფირუზ კანთელაძის (პენალტი) და რევაზ ჩელებაძის გოლებმა „დინამოს“ პირველად არგუნა ბროლის თასი.
1977 წელს თბილისის „დინამო“ ჩემპიონატში ერთი საფეხურით მაღლა იწევს - გუნდი ვიცე-ჩემპიონია.
1978 წელს კი „დინამო“ მეორედ ხდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონი - ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილმა გუნდმა ტიტული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა.
იმ დროს „დინამოში“ ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობდნენ - დავით ყიფიანი, ძმები მაჩაიძეები, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, თამაზ კოსტავა, დავით გოგია, ვახტანგ ქორიძე, რამაზ შენგელია, ფირუზ კანთელაძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, თენგიზ სულაქველიძე, რევაზ ჩელებაძე, ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი და ა.შ.[5]
80-იანი წლები
1981 წლის 13 მაისს „დინამო“ თასების მფლობელთა თასს დაეუფლა – მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფში ქართველი ფეხბურთელებმა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კლუბი იენის „კარლ ცაისი“ ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას გოლებით დაამარცხეს – 2:1.
„დინამო“ გახდა ყველაზე აღმოსავლეთ ევროპული კლუბი ევროტურნირების ისტორიაში, რომელიც ევროთასს დაეუფლა. იმავე 1981 წელს თბილისელებმა მონაწილეობა მიიღეს მადრიდის სანტიაგო ბერნაბეუს თასზე, სადაც მე-3 ადგილი დაიკავეს.[6]
1982 წელს გუნდი კვლავ ახლოს იყო თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალთან, მაგრამ „დინამო“ ნახევარფინალში გამოეთიშა ბრძოლას. იმავე წლის 13 დეკემბერს ტრაგიკულად დაიღუპა „საუკუნის გოლის“ ავტორი ვიტალი დარასელია.
1983 წლიდან კი „დინამოს“ ისტორიაში მეორე კრიზისული პერიოდი იწყება - ჩემპიონატში გუნდი მისთვის უჩვეულო ადგილებზე გადის, თასის გათამაშებას იშვიათი გამონაკლისის გარდა პირველ-მეორე ეტაპზე ეთიშება, ევროტურნირებზე თამაშს კი მხოლოდ ერთხელ ახერხებს.
1989 წლის 27 ოქტომბერს თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ნათამაშევი 1424 მატჩიდან უკანასკნელს, 1424-ე შეხვედრას ატარებს. თბილისელები საბჭოთა კავშირის პირველობას იმ გუნდთან თამაშით დაემშვიდობნენ, რომელთან პაექრობითაც დაიწყეს ჩემპიონატში მონაწილეობა - კიევის „დინამოსთან“ უკრაინის დედაქალაქში ჩატარებული შეხვედრა, ისევე როგორც 1936 წლის 7 სექტემბერს, ფრედ 2:2 დასრულდა. დინამოელთაგან გოლები კახი გოგიჩაიშვილმა (პენალტით) და თემურ ქეცბაიამ გაიტანეს.[7]
90-იანი წლები
1990 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მმართველი ორგანოს შემადგენლობიდან გამოდის. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქართული კლუბები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობაზე უარს ამბობდნენ. აქედან იწყება თბილისის ”დინამოს” უახლესი ისტორია, რომელიც მიუხედავად მოკლე პერიოდისა, საოცრად ბევრ, ხშირ შემთხვევაში კი არცთუ სასიამოვნო მოვლენას იტევს.
საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა პირველი შეხვედრა ჩემპიონატში 1990 წლის 30 მარტს ჩაატარა ფოთის კოლხეთი 1913-თან. ყველასათვის მოულოდნელად, თბილისელები 0:1 დამარცხდნენ[8] - ერთადერთი გოლი დინამოს კაპიტანმა გელა კეტაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა. მიუხედავად მარცხიანი სტარტისა, დინამომ დაამტკიცა, რომ მეტოქეებზე ძლიერი იყო და საბოლოოდ მოიგო კიდეც ჩემპიონატი. გუნდმა ტიტული მომდევნო ცხრა პირველობაშიც შეინარჩუნა, მერე კი პოზიციების დათმობა მოუწია.
1992 წელს თბილისის დინამო პირველად ეუფლება საქართველოს თასს - ფინალში თბილისელები სოხუმის ცხუმს ამარცხებენ.
1993 წელს თბილისის დინამომ პირველად შეასრულა დუბლი - ჩემპიონატიც მოიგო და თასიც. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, დინამოელთათვის ის წელი სხვა მოვლენის გამოც იყო აღსანიშნავი - გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ევროტურნირებზე პირველად გავიდა.
1993 წლის 18 აგვისტოს, საღამოს 20 საათზე დაიწყო მატჩი, რომლითაც ქართული საკლუბო ფეხბურთი დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდა. ბელფასტის „ლინფილდი“ „დინამომ“ 2:1 დაამარცხა - შოთა არველაძისა და გელა ინალიშვილის გოლებმა მთელი საქართველო გაახარა. საპასუხო შეხვედრა ბელფასტში 1:1 დასრულდა, დინამოც დანიურ „კოპენჰაგენთან“ მატჩისთვის ემზადებოდა.
უეფამ საქართველოს ჩემპიონი მსაჯთა მოსყიდვის მცდელობისათვის გათამაშებიდან მოხსნა, ცოტა ხნის შემდეგ კი ორწლიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯა. მოგვიანებით ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ სასჯელი შეამცირა, თუმცა ამით გულშემატკივართა გატეხილი გული ნამდვილად არ გამთელებულა.
გუნდი ჩემპიონის ტიტულს ერთიმეორის მიყოლებით იგებდა, თასსაც კარგა ხანი არავის უთმობდა, ევროტურნირებზე კი წარმატებას ვერ ახწევდა.
1996 წელს თბილისის დინამომ, რომელსაც დავით ყიფიანი თავკაცობდა, ევროტურნირებზე ერთბაშად სამი ეტაპი დაძლია - ლუქსემბურგის „გრევენმახერის“ (4:0, 2:2), ნორვეგიული „მიოლდეს“ (2:1, 0:0) და მოსკოვის „ტორპედოს“ (1:0, 1:1) დამარცხების შემდეგ, დინამოელები პორტუგალიურ „ბოავიშტასთან“ მარცხდებიან (1:0, 0:5).
იმავე 1996 წელს თბილისელებმა სუპერთასის პირველი გათამაშებაც მოიგეს. მოვგიანებით, ძლიერ ფეხბურთელთა უცხოეთში უწყვეტმა გადინებამ თავისი უარყოფითი შედეგი მოიტანა – დინამოს სულ უფრო უჭირდა ლიდერის პოზიციის შენარჩუნება, საბოლოოდ კი, 2000 წელს ჩემპიონის ტიტულიც დათმო.[9]
2000-იანი წლები
2000-იანი წლების დასაწყისში დინამო ცნობილმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა შეიძინა. კლუბმა 2003 წელს დუბლი შეასრულა — ჩემპიონის ტიტული და საქართველოს თასი მოიგო. 2004 წელს დინამოელებმა კვლავ იმარჯვეს თასის გათამაშებაში, მომდევნო წელს კი ჩემპიონატში. დიდი ხნის შესვენების შემდეგ, გუნდმა წარმატებას საერთაშორისო არენაზეც მიაღწია. 2004 წელს დინამომ, ხორვატი მწვრთნელის ივო შუშაკის ხელმძღვანელობით, მოსკოვში გამართული თანამეგობრობის თასი მოიგო. გუნდმა ფინალში ლატვიის „სკონტო“ დაამარცხა 3:1. იმავე წელს დინამოელებმა წარმატებით დასძლიეს უეფას თასის საკვლიფიკაციო ეტაპი. დინამოელებმა თანამიმდევრობით სძლიეს ბორისოვის „ბატეს“ (1:0, 3:2), პრაღის „სლავიასა“ (2:0, 1:3) და კრაკოვის „ვისლას“ (2:1, 3:4) და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც მეტოქეები ინგლისის „ნიუკასლი“, ლისაბონის „სპორტინგი“, ფრანგული „სოშო“ და ბერძნული „პანიონიოსი“ იყვენენ. დინამომ ოთხივე შეხვედრაში მარცხი განიცადა. გუნდს გია გეგუჩაძე წვრთნიდა. საქართველოს ჩემპიონის მორიგი ტიტული „დინამომ“ 2008 წელს მოიპოვა, როდესაც გუნდს ჩეხი სპეციალისტი დუშან უჰრინი ავარჯიშებდა. 2009 წელს კლუბმა დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა რუსთავის „ოლიმპი“ და საქართველოს თასს დაეუფლა.
2010-იანი წლები
2011 წლის იანვარში დინამო ბიზნესმენმა რომან ფიფიამ შეიძინა. „დინამოში“ ახალი მფლობელის მისვლის შემდეგ, მოხდა კლუბის სრული მოდერნიზაცია. განხორციელდა დიღმის საწვრთნელი ბაზის რეკონსტრუქცია. დინამოს საწვრთნელი ბაზა დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში. დინამო არენაზე დაიგო უმაღლესი ხარისხის მოედნის საფარი. სტადიონზე მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, დინამო არენა დედაქალაქის გამორჩეულ სპორტულ კერად იქცევა. უახლოეს პერიოდში ფუნქციონირებას დაიწყებს დინამოს განახლებული საბავშვო აკადემია.[10]
2011 წლის ზაფხულში გუნდმა წარმატებით დასძლია უეფა-ს ევროპის ლიგის სამი საკვალიფიკაციო ეტაპი, მაგრამ პლეი–ოფში, ორი მატჩის ჯამში, დამატებით დროში დაუთმო ჯგუფური ეტაპის საგზური ათენის „აეკს“. საქართველოს ჩემპიონატის 2011–12 წლების სეზონი გუნდისათვის წარუმატებელი გამოდგა. დინამოელები მე-4 ადგილზე გავიდნენ და საპრიზო ადგილების მიღმა დარჩნენ.
2012 წლის ივნისში გუნდის თავკაცად დუშან უჰრინი უმცროსი დაინიშნა[11]. სადებიუტო სეზონშივე მან „დინამოს“ საქართველოს ჩემპიონობა და თასი მოაგებინა. საშინაო წარმატებების შემდეგ, 2013 წლის ზაფხულში, გუნდი ევროტურნირებზეც გააქტიურდა: ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულების „ებ/სტრეიმური“ (6-1, 3-1) დაამარცხა, თუმცა მესამე ეტაპზე რიმუნულ „სტიაუასთან“ თამაში წარუმატებელი აღმოჩნდა (0-2, 1-1). „დინამომ“ მარცხი განიცადა უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი-ოფშიც, — განადგურდა ინგლისურ „ტოტენჰემთან“ (0-5, 0-3).
მომდევნო სეზონის შუა პერიოდში, 2013 წლის დეკემბერში, გუნდი დუშან უჰრინმა დატოვა[12], თუმცა ამას „დინამოსთვის“ ხელი არ შეუშლია ზედიზედ მეორე დუბლი შეესრულებინა, — საქართველოს ჩემპიონატი 6-ქულიანი სხვაობით მოიგო, თასის ფინალში კი საჩხერის „ჩიხურა“ 2-1 დაამარცხა.
სტადიონი
დინამოს სტადიონი (ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი) 1976 წელს გაიხსნა,[13] იგი არქიტექტორთა მთელი ჯგუფის ნააზრევია, რომელსაც სათავეში ედგა ცნობილი არქიტექტორი გია ქურდიანი.
მანამდე მის ადგილზე გაცილებით პატარა, 35-ათასიანი ტევადობის სარბიელი იყო. დინამოელთა წარმატებებმა და შეხვედრებზე დასწრების მსურველების გაზრდამ აუცილებელ მოთხოვნად აქცია ტევადობის გაზრდა.
პირველი თამაში „დინამოს“ ახალ სტადიონზე საერთაშორისო გამოდგა, უეფას თასის 1/32 ფინალში დინამოელებმა უელსის "კარდიფ სიტის" უმასპინძლეს და 3:0 გაიმარჯვეს.
სტადიონის მაქსიმალური ტევადობა 78 ათასს მაყურებელს შეადგენდა, თუმცა მას დასწრების თავისებური რეკორდებიც ახსოვს, ასე მაგალითად 1979 წელს, დინამო ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ლივერპულს მასპინძლობდა. პირველი თამაში ქართველ ფეხბურთელებს 1:2 ჰქონდათ წაგებული. მაყურებერლის ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ სტადიონზე 110 ათასი გულშემატკივარი მოვიდა. მათმა მხარდაჭერამ სათანადო შედეგი გამოიღო და დინამოელებმა 3:0 გაიმარჯვეს. საერთოდ ყოფილი საბჭოეთის პერიოდში "დინამოს" სტადიონი დასწრების მხრივ პირველ ადგილზე იყო, თამაშზე საშუალოდ 45 ათასი მაყურებელი დადიოდა.
მოგვიანებით დასწრების რეკორდი, უკვე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პერიოდში განმეორდა, 1995 წელს, როდესაც საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების მატჩზე დასაწრებად ისევ 110 ათასმა მაყურებელმა მოიყარა თავი. 100 ათასი მაყურებელი დაესწრო ეროვნული ჩემპიოპნატის გახსნის მატჩს დინამოსა და ფოთის კოლხეთს შორის.
ამავე სტადიონზე საკმაოდ ხშირად თამაშობდა სსრკ-ს ნაკრებიც, ასევე მოსკოვის „სპარტაკი“, მოსკოვისა და კიევის დინამოებიც ატარებდნენ საერთაშორისო მატჩებს. 1985 წელს დინამოს სტადიონზე ჩატარდა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური მატჩები და ერთ-ერთი მეოდხედფინალური მატჩი.
წლების განმავლობაში ამავე სტადიონზე თამაშობდა და თამაშობს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც.
1995 წლიდან კი სტადიონს ქართული ფეხბურთის ლეგენდარული წარმომადგენელის, „ფეხბურთის კარუზოდ“ წოდებული ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა.
მცირე პაუზის შემდეგ, რაც სტადიონის რეკონსტრუქციასთან იყო დაკავშირებული, გუნდი კვლავ საქართველოს უმთავრეს არენას დაუბრუნდა, რომელიც ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს. მისი ამჟამინდელი გენერალური დირექტორია ირაკლი მეძმარიაშვილი.[14]
2011 წლის 25 აგვისტოს, ეროვნული სტადიონი „დინამოს“ 49 წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა და დაერქვა დინამო არენა.[15].
ლოგოები
ტიტულები
საქართველო
- უმაღლესი ლიგა
- საქართველოს თასი
- საქართველოს სუპერთასი
- გამარჯვებული (5): 1996, 1997, 1999, 2005, 2008
- ფინალისტი (3): 1998, 2009, 2013.
საბჭოთა კავშირი
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
- საბჭოთა კავშირის თასი
- პროგრესის თასი
- გამარჯვებული (1): 1984
ევროპა
- უეფა-ს თასების მფლობელთა თასი
- გამარჯვებული (1): 1980-81
- თანამეგობრობის თასი
- სანტიაგო ბერნაბეუს თასი
- მესამე ადგილი (1): 1981[16]
კლუბის ფერები
ლურჯი | თეთრი |
სპონსორები
პერიოდი | ფორმის მწარმოებელი | სპონსორი |
---|---|---|
2001–2005 | 2K | ბორჯომი |
2005–2009 | Jako | BEKO |
2009–2011 | Saller | VTB |
2011–2012 | Adidas | PrivatBank |
2012–2013 | Nike | PrivatBank |
2013– | Nike |
ფეხბურთელები
შემადგენლობა 2014/2015
მონაცემები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
იჯარით წასული ფეხბურთელები
2014/2015 წლის ტრანსფერები
მოვიდნენ
პოზ. | ფეხბურთელი | ყოფილი კლუბი |
---|---|---|
მეკარე | თორნიკე ზარქუა* | ზუგდიდი |
მცველი | არჩილ ტვილდიანი* | მეტალურგი რუსთავი |
მცველი | ლაშა თოთაძე | სიონი ბოლნისი |
მცველი | ბოგდან შერშუნი | ვოლინი ლუცკი |
ნახევარმცველი | მარიო ლიჩკა | სლავია პრაღა |
ნახევარმცველი | ელგუჯა გრიგალაშვილი* | ჩიხურა საჩხერე |
ნახევარმცველი | ჯაბა ჯიღაური* | ჩიხურა საჩხერე |
თავდამსხმელი | ჯაბა დვალი* | ყარაბაღი აღდამი |
თავდამსხმელი | გიორგი ჩირგაძე | მეტალურგი რუსთავი |
* — არენდიდან
წავიდნენ
პოზ. | ფეხბურთელი | ახალი კლუბი |
---|---|---|
მცველი | გიორგი რეხვიაშვილი | ჩიხურა საჩხერე |
მცველი | არჩილ ტვილდიანი | თავისუფალი აგენტი |
მცველი | იენს იანსე | თავისუფალი აგენტი |
ნახევარმცველი | დარკო გლიშიჩი | თავისუფალი აგენტი |
თავდამსხმელი | დორინ გოგა | თავისუფალი აგენტი |
თავდამსხმელი | ირაკლი მოდებაძე | დილა გორი |
თავდამსხმელი | ჯაბა დვალი | ზესტაფონი |
* — არენდით
ცხრილში მოცემულია ტრანსფერები, რომლებიც განხორციელდა ზაფხულის სატრანსფერო ფანრჯისას.
დინამოს ბომბარდირები
წელი | ფეხბურთელი | ეროვნება | გოლები |
2013-14 | ჩისკო მუნიოსი | ესპანეთი | 19 |
2012-13 | ჩისკო მუნიოსი | ესპანეთი | 24 |
2011-12 | ჩისკო მუნიოსი | ესპანეთი | 15 |
2010-11 | ალექსანდრე კოშკაძე ლევან ხმალაძე |
საქართველო | 8 |
2009-10 | ჯორჯ აკირემი | გაბონი | 11 |
2008-09 | ილია სპასოევიჩი გიორგი მერებაშვილი |
მონტენეგრო საქართველო |
13 |
2007-08 | მიხეილ ხუციშვილი | საქართველო | 16 |
2006-07 | სანდრო იაშვილი | საქართველო | 27 |
2005-06 | ჯაბა დვალი | საქართველო | 21 |
2004-05 | ლევან მელქაძე | საქართველო | 27 |
2003-04 | ლადო ახალაია | საქართველო | 12 |
2002-03 | ვიტალი დარასელია უმც. | საქართველო | 15 |
2001-02 | მიხეილ ბობოხიძე | საქართველო | 13 |
2000-01 | რობერტ ზირაქიშვილი | საქართველო | 21 |
1999-00 | რატი ალექსიძე მიხეილ აშვეთია |
საქართველო | 12 |
1998-99 | მიხეილ აშვეთია | საქართველო | 26 |
1997-98 | ლევან ხომერიკი | საქართველო | 23 |
1996-97 | გიორგი დემეტრაძე | საქართველო | 26 |
1995-96 | ალექსანდრე იაშვილი | საქართველო | 26 |
1994-95 | ალექსანდრე იაშვილი | საქართველო | 24 |
1993-94 | ალექსანდრე იაშვილი მიხეილ ყაველაშვილი |
საქართველო | 19 |
1992-93 | შოთა არველაძე | საქართველო | 18 |
1991-92 | კახაბერ კაჭარავა | საქართველო | 26 |
1990-91 | მიხეილ ყაველაშვილი | საქართველო | 12 |
1989-90 | გია გურული | საქართველო | 23 |
დინამოს მწვრთნელები
პერიოდი | მწვრთნელი | ტიტ. რაოდ. | ტიტული |
---|---|---|---|
2014— | მიხალ ბილეკი | ||
2013—2014 | მალხაზ ჟვანია | 2 | 1 ჩემპიონატი 1 თასი |
2012 — 2013 | დუშან უჰრინი უმც. | 2 | 1 ჩემპიონატი 1 თასი |
2012 | ნესტორ მუმლაძე | ||
2012 — 2012 | გიორგი დევდარიანი | ||
2011 — 2012 | ალექს გარსია | ||
2009 — 2011 | კახა კაჭარავა | 1 | 1 თასი |
2008 — 2009 | რაინერ ცობელი | 1 | 1 სუპერთასი |
2006 — 2008 | დუშან უჰრინი უფრ. | 1 | 1 ჩემპიონატი |
2006 | კახა კაჭარავა | ||
2006 | ანდრეი ჩერნიშოვი | ||
2005 — 2006 | კახაბერ ცხადაძე | 2 | 1 ჩემპიონატი 1 სუპერთასი |
2004 — 2005 | გია გეგუჩაძე | 1 | 1 საქართველოს თასი |
2002 — 2004 | ივო შუშაკი | 3 | 1 ჩემპიონატი 1 თასი 1 თანამეგობრობის თასი |
2001 | გივი ნოდია | ||
2001 | გოჩა ტყებუჩავა | ||
2000 — 2001 | რევაზ არველაძე | ||
2000 | ჯემალ ჩიმაკაძე | ||
1999 — 2000 | ოთარ კორღალიძე | 1 | 1 სუპერთასი |
1999 | გია გეგუჩაძე | ||
1999 | იოჰან ბოსკამპი | 1 | 1 ჩემპიონატი |
1998 — 1999 | მურთაზ ხურცილავა | 1 | 1 სუპერთასი |
1998 | ნოდარ აკობია | ||
1996 — 1997 | დავით ყიფიანი | 7 | 3 ჩემპიონატი 2 საქართველოს თასი 2 სუპერთასი |
1995 | ვაჟა ჟვანია | ||
1994 — 1995 | სერგო კუტივაძე | ||
1994 | თემურ ჩხაიძე | ||
1992 — 1994 | გივი ნოდია | 3 | 2 ჩემპიონატი 1 საქართველოს თასი |
1992 | რევაზ ძოძუაშვილი | 2 | 1 ჩემპიონატი 1 საქართველოს თასი |
1988 — 1991 | დავით ყიფიანი | 4 | 2 ჩემპიონატი 2 საქართველოს თასი |
1987 — 1988 | გერმან ზონინი | ||
1987 — 1988 | კახი ასათიანი | ||
1985 — 1986 | ნოდარ ახალკაცი | ||
1984 — 1985 | დავით ყიფიანი | ||
1976 — 1983 | ნოდარ ახალკაცი | 4 | 1 საჭოთა კავშირის ჩემპიონატი 2 საბჭოთა კავშირის თასი ევროპის თასების თასი |
1974 — 1975 | მიხეილ იაკუშინი | ||
1974 | გივი ჩოხელი | ||
1973 | სერგო კოტრიკაძე | ||
1971 — 1972 | გავრილ კაჩალინი | ||
1967 — 1968 | ვიაჩესლავ სოლოვიოვი | ||
1966 | ალექსანდრე კოტრიკაძე | ||
1964 — 1965 | გავრილ კაჩალინი | 1 | 1 საბჭოთა კავშირის ჩემპიონი |
გუნდის პერსონალი
- მმართველი დირექტორი - მამუკა მახათაძე
- სპორტული დირექტორი - ირაკლი ვაშაკიძე
- გუნდის უფროსი - გია ჯიშკარიანი
- ადმინისტრატორი - ბესიკ ბერაძე
- პრეს ატაშე - გიგა გვენცაძე
- გუნდის ექიმი - დავით ხარაბაძე
- ოპერატორი - ნუკრი ოქიტაშვილი
- მასაჟისტი - ირაკლი სახვაძე
- მასაჟისტი - ირაკლი ყარსიმაშვილი[17]
გამოჩენილი ფეხბურთელები
სსრკ — საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩატარებული აქვს სულ მცირე 1 მატჩი მაინც საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.
|
|
|
უეფა–ს კლუბების რეიტინგში
- განახლდა: 5 დეკემბერი 2013[18]
ადგილი | კლუბი | კოეფიციენტი |
---|---|---|
210 | ნეფთჩი ბაქო | 7.075 |
211 | ეკრანასი | 7.050 |
212 | პასჩინგი | 7.005 |
213 | რანდერსი | 6.980 |
214 | დინამო თბილისი | 6.975 |
215 | ჰაპოელი | 6.925 |
216 | ვოივოდინა | 6.825 |
217 | სიგმა | 6.820 |
217 | ტეპლიცე | 6.820 |
სეზონები
ევროთასებზე
სეზონი | შეჯიბრება | რაუნდი | ქვეყანა | კლუბი | შინ | გასვლითი |
---|---|---|---|---|---|---|
1972-73 | უეფა-ს თასი | 1/32 | ტვენტე | 3–2 | 0–2 | |
1973-74 | უეფა-ს თასი | 1/32 | სლავია | 4–1 | 0–2 | |
1/16 | ოფკ | 3–0 | 5–1 | |||
1/8 | ტოტენჰემი | 1–1 | 1–5 | |||
1976-77 | უეფა-ს თასების თასი | 1/16 | კარდიფ სიტი | 3–0 | 0–1 | |
1/8 | მტკ | 1–4 | 0–1 | |||
1977-78 | უეფა-ს თასი | 1/32 | ინტერი | 0–0 | 1–0 | |
1/16 | კბ | 2–1 | 4–1 | |||
1/8 | გრასჰოპერი | 1–0 | 0–4 | |||
1978-79 | უეფა-ს თასი | 1/32 | ნაპოლი | 2–0 | 1–1 | |
1/16 | ჰერტა | 1–0 | 0–2 | |||
1979-80 | უეფა-ს ჩემპიონთა თასი | 1/16 | ლივერპული | 3–0 | 1–2 | |
1/8 | ჰამბურგი | 2–3 | 1–3 | |||
1980-81 | უეფა-ს თასების თასი | 1/16 | კასტორია | 2–0 | 0–0 | |
1/8 | უოტერფორდი | 4–0 | 1–0 | |||
1/4 | ვესტ ჰემი | 0–1 | 4–1 | |||
1/2 | ფეიენორდი როტერდამი | 3–0 | 0–2 | |||
ფინალი | კარლ ცაისი | 2-1 | ||||
1981-82 | უეფა-ს თასების თასი | 1/16 | გრაცერი | 2–0 | 2–2 | |
1/8 | ბასტია | 3–1 | 1–1 | |||
1/4 | ლეგია ვარშავა | 1–0 | 1–0 | |||
1/2 | სტანდარდი | 0–1 | 0–1 | |||
1982-83 | უეფა-ს თასი | 1/32 | ნაპოლი | 2–1 | 0–1 | |
1987-88 | უეფა-ს თასი | 1/32 | ლოკომოტივი სოფია | 3–0 | 1–3 | |
1/16 | ვიქტორია ბუქარესტი | 2–1 | 0–0 | |||
1/8 | ვერდერი | 1–1 | 1–2 | |||
1993-94 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 1Q | ლინფილდი | 2–1 | 1–1 | |
1994-95 | უეფა-ს თასი | 1Q | უნივერსიტეტი კრაიოვა | 2–0 | 2–1 | |
1/32 | ტიროლი | 1–0 | 1–5 | |||
1995-96 | უეფა-ს თასი | 1Q | ბოტევი | 0–1 | 0–1 | |
1996-97 | უეფა-ს თასი | 1Q | გრევენმახერი | 4–0 | 2–2 | |
2Q | მიოლდე | 2–1 | 0–0 | |||
1/32 | ტორპედო მოსკოვი | 1–1 | 1–0 | |||
1/16 | ბოავიშტა | 1–0 | 0–5 | |||
1997–98 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 1Q | ქრუსეიდერსი | 5–1 | 3–1 | |
2Q | ბაიერი ლევერკუზენი | 1–0 | 1–6 | |||
1997-98 | უეფა-ს თასი | 1/32 | სლავია მოზირი | 1–0 | 1–1 | |
1/16 | ბრაგა | 0–1 | 0–4 | |||
1998-99 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 1Q | ვლაჟნია | 3–0 | 1–3 | |
2Q | ატლეტიკი ბილბაო | 2–1 | 0–1 | |||
1998–99 | უეფა-ს თასი | 1/32 | ვილემ II | 0–3 | 0–3 | |
1999–00 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 2Q | ზიმბრუ | 2–1 | 0–2 | |
2000 | უეფა–ს ინტერტოტოს თასი | 1Q | სტანდარდი | 2–2 | 1–1 | |
2001–02 | უეფა-ს თასი | 1Q | ბატე ბორისოვი | 2–1 | 0–4 | |
2002–03 | უეფა-ს თასი | 1Q | ტვმკ ტალინი | 4–1 | 1–0 | |
2Q | სლოვანი ლიბერეცი | 0–1 | 2–3 | |||
2003–04 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 1Q | ტირანა | 3–0 | 0–3 | |
2004–05 | უეფა-ს თასი | 1Q | ბატე ბორისოვი | 1–0 | 3–2 | |
2Q | სლავია პრაღა | 2–0 | 1–3 | |||
3Q | ვისლა კრაკოვი | 2–1 | 3–4 | |||
ჯგუფური | სოშო | 0–2 | X | |||
ჯგუფური | ნიუკასლ იუნაიტედი | X | 0–2 | |||
ჯგუფური | სპორტინგი ლისაბონი | 0–4 | X | |||
ჯგუფური | პანიონიოსი | X | 2–5 | |||
2005–06 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 1Q | ლევადია ტალინი | 2–0 | 0–1 | |
2Q | ბრონდბიუ | 0–2 | 1–3 | |||
2006 | უეფა–ს ინტერტოტოს თასი | 1Q | კილიკია | 3–0 | 5–1 | |
2Q | რიდი | 0–1 | 1–3 | |||
2007–08 | უეფა-ს თასი | 1Q | ვადუცი | 2–0 | 0–0 | |
2Q | რაპიდი ვენა | 0–3 | 0–5 | |||
2008–09 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 1Q | ნსი რინავიკი | 3–0 | 0–1 | |
2Q | პანათინაიკოსი | 0–0 | 0–3 | |||
2009-10 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 2Q | მეტალურგი ლიენაია | 3–1 | 1–2 | |
3Q | ცრვენა ზვეზდა | 2–0 | 2–5 | |||
2010–11 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 1Q | ფლორა ტალინი | 2–1 | 0–0 | |
2Q | ეფლე | 2–1 | 2–1 | |||
3Q | შტურმი გრაცი | 1–1 | 0–2 | |||
2011–12 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 1Q | მილსამი | 2–0 | 3–1 | |
2Q | ლიანელი | 5–0 | 1–2 | |||
3Q | რეიკიავიკი | 2–0 | 4–1 | |||
ფლეი–ოფი | აეკი ათენი | 1–1 | 0–1 | |||
2013–14 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 2Q | სტრეიმური | 6–1 | 3–1 | |
3Q | სტიაუა ბუქარესტი | 0–2 | 1–1 | |||
2013–14 | უეფა-ს ევროპის ლიგა | პლეი–ოფი | ტოტენჰემ ჰოტსპური | 0–5 | 0–3 | |
2014–15 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 2Q | აქტობე |
ევროპული რეკორდი
ტურნირი | მატჩი | მ | ფ | წ | გტ | გშ |
---|---|---|---|---|---|---|
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 30 | 13 | 3 | 14 | 45 | 44 |
უეფა-ს თასების თასი | 21 | 11 | 3 | 7 | 30 | 17 |
უეფა-ს თასი/უეფა-ს ევროპის ლიგა | 86 | 39 | 13 | 34 | 116 | 130 |
უეფა–ს ინტერტოტოს თასი | 6 | 2 | 2 | 2 | 12 | 8 |
ჯამში | 143 | 65 | 21 | 57 | 203 | 199 |
რესურსები ინტერნეტში
- კლუბის ოფიციალური საიტი.
- კლუბის ოფიციალური ფანკლუბის „გლადიატორების“ საიტი.
- კლუბის ოფიციალური Facebook-ის გვერდი.
სქოლიო
- ↑ დინამოს 20-იანი წლების ისტორია.
- ↑ დინამოს 30-იანი წლების ისტორია
- ↑ დინამოს 40-50-იანი წლების ისტორია
- ↑ დინამოს 60-იანი წლების ისტორია
- ↑ დინამოს 70-იანი წლების ისტორია
- ↑ Trofeo Santiago Bernabéu (Madrid-Spain) 1979-2008. The Rec.Sport.Soccer Statistics Foundation.
- ↑ დინამოს 80-იანი წლების ისტორია
- ↑ ლაშა გოგილავა. „ფოთის „კოლხეთი-1913“ - წარსული და ახალი გუნდი“. პრემიერი (2009, №9). ციტირების თარიღი: 08.06.2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ დინამოს 90-იანი წლების ისტორია
- ↑ დინამოს 90-იანი წლების ისტორია
- ↑ უმცროსი დუშან უჰრინი თბილისშია. „მსოფლიო სპორტი“. 22.06.2012
- ↑ დუშან უჰრინი თბილისის დინამოდან პლზენში წავიდა. „ტაბულა“. 5 დეკემბერი, 2013
- ↑ სტადიონის შესახებ
- ↑ [1][მკვდარი ბმული] სტადიონის მმართველი კომპანია
- ↑ ეროვნული სტადიონი საფეხბურთო კლუბ "დინამოს" 49 წლით გადაეცა, საინფორმაციო სააგენტო „Sportall.ambebi.ge“, 25 აგვისტო, 2011.
- ↑ ტიტულები.
- ↑ გუნდის პერსონალი
- ↑ უეფა–ს კლუბების რეიტინგი 2014. uefa.com. ციტირების თარიღი: 2013-11-01.
წინამორბედი: ვალენსია |
უეფა-ს თასების მფლობელთა თასი 1981 ფინალისტი: კარლ ცაისი |
შემდეგი: ბარსელონა |
|
|
|
|
|
|
|
|
|