ჩისკო მუნიოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩისკო
Xisco Muñoz.jpg
ჩისკო ლევანტეში
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ფრანსისკო ხავიერ მუნიოს ლიომპარტი
დაბადების
თარიღი
5 სექტემბერი, 1980 (1980-09-05) (38 წლის)
დაბადების
ადგილი
მანაკორი, ესპანეთი
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ხიმნასტიკი ტარაგონა
ნომერი 7
ახალგაზრდული კარიერა
ვალენსია
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1999-2003 ვალენსია ბ 37 (14)
2000-2001რეკრეატივო (იჯარით) 39 (10)
2001-2002ტენერიფე (იჯარით) 28 (1)
2002-2003რეკრეატივო (იჯარით) 23 (6)
2003-2005 ვალენსია 40 (5)
2005-2009 ბეტისი 73 (8)
2009-2011 ლევანტე 54 (9)
2011-2014 დინამო თბილისი 98 (62)
2014 - 2016 ხიმნასტიკი ტარაგონა 25 (2)
ეროვნული ნაკრები
1998 ესპანეთი 17 წლ. 3 (1)
1998-1999 ესპანეთი 18 წლ. 6 (2)
2000-2001 ესპანეთი 21 წლ. 8 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 17 დეკემბერი, 2014

ფრანსისკო ხავიერ მუნიოს ლიომპარტი (ესპ. Francisco Javier Muñoz Llompart; დ. 5 სექტემბერი, 1980, მანაკორი, ესპანეთი), ცნობილი როგორც ჩისკოესპანელი ფეხბურთელი, პოზიციით მარცხენა ნახევარმცველი. 2011-2014 წლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას, რომლის რიგებში მოიგო უმაღლესი ლიგის ტიტული 2-ჯერ, ასევე გახდა საქართველოს თასის მფლობელი 2-ჯერ. ბოლო მატჩი დინამოში ჩაატარა 2014 წლის 11 დეკემბერს, სადაც „დინამომ“ მისი გოლის წყალობით შეძლო „ჩიხურას“ დამარცხება და საქართველოს სუპერთასის მოპოვება. ამჟამად იცავს ტარაგონას „ხიმნასტიკის“ ღირსებას.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალენსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩისკო დაიბადა მანაკორში, ბალეარის კუნძულებზე. „ვალენსიას“ "ბ გუნდში" წარმატებით თამაშის შემდეგ ის იჯარის წესით იმყოფებოდა სეგუნდა დივიზიონის კლუბ „რეკრეატივოში“, სადაც ერთი სეზონი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. 2001-02 წლების სეზონში ვალენსიამ კიდევ ერთ ესპანურ გუნდში, „ტენერიფეში“ გაანათხოვრა, სადაც მან 28 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლის გაიტანა შეძლო, სანამ იგი კვლავ დაბრუნდებოდა თავის ყოფილ კლუბში 2002-03 წლის სეზონში, რომელიც უკვე ლა ლიგაში იმყოფებოდა.

ჩისკო „ვალენსიაში“ 2003 წლის ზაფხულში დაბრუნდა 2 სეზონით, მან 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2003–04 წლების სეზონში კი ჩისკომ „ვალენსიასთან“ ერთად პრიმერა დივიზიონის ტიტული მოიგო. მან იმავე წელს 8 თამაში ჩაატარა უეფა-ს თასზე (6 სასტარტო შემადგენლობაში, გოლი არ გაუტანია), სადაც მისმა გუნდმა საბოლოოდ ჩემპიონის ტიტულო მოიპოვა ფინალში ფრანგული მარსელის დამარცხებით.

რეალ ბეტისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს ჩისკო გადავიდა „ბეტისში“ 6 წლიანი საკონტრაქტო ხელშეკრულებით,[1] ის თამაშობდა სხვადასხვა შემტევ პოზიციებზე და მრავალმხრივ გუნდურ თამაშს აჩვენებდა. 2006-07 წლის სეზონში სამი გოლი გაუტანა მოწინააღმდეგეებს, მათ შორის თავის ყოფილ კლუბს „ვალენსიას“, „რასინგს“[2] (რომელსაც შემდეგ სეზონშიც გაუტანა გოლი) და „გიმნასტიკს“[3], ანდალუზიელებმა ბოლო მატჩში მოახერხეს სეგუნდა დივიზიონში დაქვეითებისგან თავის აცილება.

2008-09 წლების არც თუ ისე კარგად ჩატარებულ სეზონში ჩისკომ მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, ამ სეზონში ბეტისი 1 ბურთით ჩამორჩა ხეტაფეს და სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდა. 2009 11 იანვარს საშინაო მატჩში მალაგას წინააღმდეგ, რომელიც მისი გუნდის მარცხით დასრულდა (1–2) იგი შეცვლაზე შევიდა 62-ე წუთზე.[4]

ლევანტე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის აგვისტოს სატრანსფერო ფანჯარის საბოლო წუთებზე , ჩისკომ მოახერხა „ბეტისთან“ თავისი კონტრაქტის ანულირება და „ლევანტეს“ შეუერთდა, რომელიც ასევე სეგუნდა დივიზიონში გამოდიოდა. მან თავისი კარიერის პიკს მიაღწია და თავის კარიერაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა, მან გაიტანა 7 გოლი მეორე ლიგაში ასპარეზობისას და 2 წლიანი პაუზის შემდეგ ვალენსიის ავტონომიური გაერთიანების კლუბი „ლევანტე“ აღზევდა პრიმერა დივიზიონში.

2010–11 წლების სეზონში ჩისკომ ერთი გოლის გატანა შეძლო 26 მატჩი (18 სასტარშო შემადგენლობაში), „სევილიას“ წინააღმდეგ, სადაც „ლევანტე“ 4–1 დამარცხდა გასვლით შეხვედრაში,[5] ამავე სეზონში ჩისკომ შეძლო გოლის გატანა ესპანეთის თასზე, 3 თამაშში ერთი გოლი, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ. ლევანტემ 2010-11 წლის სეზონში მოახერხა პრიმერა დივიზიონში ადგილის დამკვიდრება და საბოლოოდ 20 გუნდიან ჩემპიონატში მე-14 პოზიციით დაასრულა ასპარეზობა, ჩისკომ თავისი ერთადერთი გოლი „სევილიას“ წინააღმდეგ 2011 წლის 22 იანვარს გაიტანა, იგი ამავე წლის ივნისში გუნდიდან გაუშვეს.

დინამო თბილისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

30 წლის ასაკში ჩისკო საზღვარგარეთ წავიდა, იგი შეუერთდა საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს თბილისის „დინამოს“ თანამემამულეებთან, კარლეს კოტოსთან და ალბერტ იაგუესთან ერთად,[6] მალე მათ კიდევ ერთი თანამემამულე მიკელ ალვარო შეუერთდა, თუმცა კლუბი სამივე მათგანმა დატოვა. პირველივე სეზონში მოახერხა ბომბარდირი ყოფილიყო დინამოს ფეხბურთელთა რიგებში, თუმცა ჯაბა დვალმა, რომელიც „ზესტაფონის“ რიგებში გამოდიოდა მასზე 2-ით მეტი გოლი გაიტანა (19) და უმაღლესი ლიგის 2011–12 წლების სეზონის ბომბარდირი გახდა. ჩისკომ მეორე სეზონში „დინამოსთან“ ერთად მოახერხა უმაღლესი ლიგისა და საქართველოს თასის მოგება. ამავე სეზონში თავისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი აჩვენა გოლების რაოდენობით, იგი გახდა უმაღლესი ლიგის ბომბარდირი 24 გოლით. იგი ხშირად ხვდებოდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში სხვა თანაგუნდელებთან ერთად, 2012 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ჩისკო საუკეთესოდ დასახელდა თანაგუნდელებთან, გიორგი ლორიასა და ჯაბა დვალთან ერთად.[7] ჩისკომ დინამოს მაისურით თავისი პირველი გოლი 2011 წლის 21 ივლისს, უეფა-ს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, უელსური „ლანელის“ კარში გაიტანა, ხოლო საიუბილეო 50-ე 2013 წლის 11 აგვისტოს საშინაო მატჩში „ზესტაფონის“ წინააღმდეგ, სადაც საფინალო ანგარიში დააფიქსირა (2–1).[8] 2013-14 წლების სეზონში ჩისკომ დინამოსთან ერთად შეძლო დუბლის შესრულება, გახდა უმაღლესი ლიგის ჩემპიონი[9] და საქართველოს თასის მფლობელი, რომლის ფინალშიც საჩხერის „ჩიხურას“ შეძლო გოლის და საგოლე პასის მითვლა.[10] ამავე სეზონში, 19 გოლით მეორედ გახდა უმაღლესი ლიგის და მესამედ „დინამოს“ ბომბარდირი.[11] ყოველდღიური სპორტული გაზეთი „ლელოს“ ვერსიით ჩისკო უმაღლესი ლიგის 2013-14 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და ლეგიონერად დასახელდა,[12] ასევე სეზონის საუკეთესო იყო მისი გოლი ზესტაფონის „კარში“ (03.05.2014)[13][14] 5 დინამოელთან ერთად ასევე მოხვდა სეზონის საუკეთესო გუნდში.[15] 2014-15 წლების სეზონიდან ჩისკო გუნდის კაპიტანი გახდა. ამავე სეზონში ჩაატარა ლიგის 12 (გაიტანა 4 გოლი) და თასის 1 თამაში. 2014 წლის 11 დეკემბერს საჩხერის „ჩიხურას“ წინააღმდეგ გამართულ სუპერთასის მატჩში „დინამომ“ ჩისკოს მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა,[16] ჯამში „დინამოს“ მაისურით 129 მატჩი ჩაატარა და შეძლო 77 გოლის გატანა.

ხიმნასტიკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის დეკემბერში ჩისკო სამშობლოში დაბრუნდა და მესამე დივიზიონის საფეხბურთო კლუბ ხიმნასტიკთან 18-თვიანი ხელშეკრულება გააფორმა.[17][18]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 15 იანვარი 2014[19]
კლუბი სეზონი შიდა
ლიგა
შიდა
თასი
ევროპული
კონკურსები1
სხვა
ტურნირები2
ჯამში
თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი
ვალენსია B 1998–99 2 0 2 0
1999–00 37 15 37 15
ჯამში 39 15 - - 39 15
რეკრეატივო 2000–01 39 10 1 0 40 10
ჯამში 39 10 1 0 - - 40 10
ტენერიფე 2001–02 28 1 1 0 29 1
ჯამში 28 1 1 0 - - 29 1
რეკრეატივო 2002–03 23 6 8 1 31 7
ჯამში 23 6 8 1 - - 31 7
ვალენსია 2003–04 22 1 3 2 8 0 33 3
2004–05 22 3 1 0 3 0 1 0 27 3
ჯამში 44 4 4 2 11 0 1 0 60 6
ბეტისი 2005-06 25 1 1 0 8 0 2 0 36 1
2006–07 17 3 5 0 - - 22 3
2007–08 22 3 3 1 - - 25 4
2008–09 9 1 4 0 - - - - 13 1
ჯამში 73 8 13 1 8 0 2 0 96 9
ლევანტე 2009–10 28 8 - - - - 28 8
2010–11 26 1 3 1 - - 29 2
ჯამში 54 9 3 1 - - - - 57 10
დინამო თბილისი 2011–12 30 15 2 0 5 3 37 18
2012–13 28 24 8 5 - - 36 29
2013–14 14 8 1 2 5 2 1 0 21 12
ჯამში 72 47 11 7 10 5 1 0 94 59
კარიერის ჯამში 372 100 41 12 29 5 4 0 446 117

1ევროპული კონკურსები შეიცავს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგას, უეფა-ს თასს და უეფა-ს სუპერთასს
2სხვა ტურნირები შეიცავს ესპანეთის სუპერთასს და საქართველოს სუპერთასს

პირადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩისკო არის ასევე ფეხბურთელის, ტონი მუნიოსის უფროსი ძმა, რომელიც ერთხელ „მალიორკას“ მთავარი გუნდის შემადგენლობაში გამოჩნდა, მაგრამ მისი კარიერის დიდი ნაწილი გაატარა თავისი ქვეყნის დაბალ ლიგებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Xisco the kid for Betis. UEFA.com (4 ივლისი 2005). წაკითხვის თარიღი: 6 მარტი 2013.
  2. Real Betis 1–1 Racing Santander. ESPN Soccernet (21 იანვარი 2007). წაკითხვის თარიღი: 6 მარტი 2013.
  3. Real Betis 1–1 Gimnastic de Tarragona. ESPN Soccernet (19 მაისი 2007). წაკითხვის თარიღი: 6 მარტი 2013.
  4. Real Betis 1–2 Málaga. ESPN Soccernet (11 January 2009). წაკითხვის თარიღი: 6 March 2013.
  5. Fabiano treble sinks Levante. ESPN Soccernet (22 იანვარი 2011). წაკითხვის თარიღი: 6 მარტი 2013.
  6. „დინამომ“ ესპანელი ახალწვეულები ოფიციალურად წარადგინა ქართული. მსოფლიო სპორტი (30 ივნისი 2011). წაკითხვის თარიღი: 3 ივლისი 2013.
  7. ჩისკო, დვალი, ლორია – საუკეთესონი არიან ქართული. „დინამოს“ ოფიციალური საიტი (26 დეკემბერი 2012). წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი 2012.
  8. ჩისკო – 50 ქართული. „დინამოს“ ოფიციალური საიტი (11 აგვისტო 2013). წაკითხვის თარიღი: 12 აგვისტო 2013.
  9. „დინამომ“ ჩემპიონობა იზეიმა ,„დინამოს“ ოფიციალური საიტი, 17 მაისი, 2014.
  10. „დინამომ“ მე- 11 თასი მოიგო ,„დინამოს“ ოფიციალური საიტი, 21 მაისი, 2014.
  11. ჩისკო ისევ ეროვნულის საუკეთესო ბომბარდირია , საინფორმაციო საგენტო „მსოფლიო სპორტი“, 17 მაისი, 2014.
  12. სეზონის ნომინანტები. საუკეთესო ფეხბურთელი/საუკეთესო ლეგიონერი - ჩისკო ,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“, 23 მაისი, 2014.
  13. სეზონის ნომინანტები. საუკეთესო გოლი - ჩისკო,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“, 23 მაისი, 2014.
  14. 2013-14 სეზონის სიმბოლური ნაკრები ,„დინამოს“ ოფიციალური საიტი, 23 მაისი, 2014.
  15. გამორჩეულთა აღლუმი - სეზონის სიმბოლური ნაკრები გაზეთ „ლელოს“ ვერსიით ,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“, 23 მაისი, 2014.
  16. დინამომ სუპერთასი მოიგო, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 11 დეკემბერი, 2014.
  17. Xisco Muñoz, nuevo fichaje grana es. Gimnàstic's official website (14 დეკემბერი, 2014).
  18. ჩისკომ ფეხბურთელის კარიერის დასრულება გადაიფიქრა. sportall.ge, 6-12-2014.
  19. Xisco Muñoz. Soccerway. წაკითხვის თარიღი: 15 იანვარი 2014.