სლავა მეტრეველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სლავა მეტრეველი
Slava Metreveli 2.jpg
სლავა მეტრეველი 1966 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სლავა მეტრეველი
დაბადების
თარიღი
30 მაისი, 1936
დაბადების
ადგილი
სოჭი,
აზოვ-შავიზღვისპირეთის მხარე,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
7 იანვარი, 1998 (61 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველო
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1952–1953 ტრუდ გორკი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1953–1954 სპარტაკი სოჭი
1955 ტორპედო გორკი 49 (19)
1956–1962 ტორპედო მოსკოვი 138 (31)
1963–1971 დინამო თბილისი 237 (52)
ეროვნული ნაკრები
1958–1966 საბჭოთა კავშირი 48 (11)
სამწვრთნელო კარიერა
1976–1977 დინამო თბილისი თ.
1978–1979 დილა გორი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

სლავა მეტრეველი (დ. 30 მაისი, 1936, სოჭი, აზოვ-შავიზღვისპირეთის მხარე — გ. 7 იანვარი, 1998, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი. იცავდა მოსკოვის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. 1960 წლის ევროპის ჩემპიონი და 1964 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1962 წლის ჩილეს, 1966 წლის ინგლისის და 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960). საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი (1976). საპატიო ნიშნის ორდენისა (1966) და ღირსების ორდენის (1996) კავალერი.[1][2]

ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად. როგორც ფეხბურთელი სარგებლობდა გამორჩეული საერთო-სახალხო სიყვარულითა და პოპულარობით. მიხეილ მესხთან ერთად, იგი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი ქართველ ფეხბურთელთა შორის, ვისი თამაშითაც მსოფლიო საფეხბურთო სამყარომ გაიცნო ქართული ფეხბურთი.[3]

ცხრაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან რვაჯერ აღიარებული იყო სსრ კავშირის საუკეთესო მარჯვენა გარემარბად.[4][5][6]

სლავა მეტრეველი ერთ-ერთი მატჩის დროს

1976–1977 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვთნელის, ნოდარ ახალკაცის თანაშემწე.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რსფსრ-ის დროშა ტორპედო მოსკოვი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1960
  • ვიცე-ჩემპიონი (2): 1957, 1961
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1960 [7]
  • ფინალისტი: 1961
საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1964
  • ბრინჯაოს პრიზიორი (3): 1967, 1969, 1971
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1970

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1960
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1966

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი: 1964
33 საუკეთესო
  • №1: 1958, 1959, 1960, 1961, 1962, 1964, 1965, 1968
  • №3: 1957

სხვა ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სსრკ ღირსების ნიშნის ორდენი - 1966
  • ღირსების ორდენი - 1996
  • ევროპის თასის (ჩემპიონატის) პირველი გათამაშების სიმბოლური ნაკრების წევრი ლევ იაშინთან (სსრკ), ვლადიმირ დურკოვიჩთან (იუგოსლავია), ლადისლავ ნოვაკთან (ჩეხოსლოვაკია), იოზეფ მასოპუსტთან (ჩეხოსლოვაკია), იგორ ნეტოსთან (სსრკ), დრაგოსლავ შეკულარაცთან (იუგოსლავია), მილან გალიჩთან (იუგოსლავია), ბორა კოსტიჩთან (იუგოსლავია), ვალენტინ ივანოვთან (სსრ) და ვიქტორ პონედელნიკთან (სსრკ) ერთად
  • 1960 წლის 10 ივლისს, ევროპის თასის (ჩემპიონატის) პირველი გათამაშების ფინალში, იუგოსლავიის ნაკრების წინააღმდეგ, 49-ე წუთზე გაიტანა გოლი და ანგარიში გაათანაბრა. ფინალი სსრკ ნაკრებმა 2:1 მოიგო
  • 1964 წლის 18 ნოემბერს, ტაშკენტში გამართულ „ოქროს მატჩში“, რომელშიც თბილისის „დინამომ“ 4:1 მოუგო მოსკოვის „ტორპედოს“, ერთი გოლი გაიტანა
  • პირველი ქართველია, რომელმაც ფიფა-ს მსოფლიოს ნაკრებში ითამაშა. 1968 წლის 6 ნოემბერს, რიო დე ჟანეიროს „მარაკანაზე“ ბრაზილიელების მიერ მსოფლიო ჩემპიონატის პირველად მოგების 10 წლის იუბილე აღინიშნა. ბრაზილიამ 2:1 მოიგო, სლავა მეტრეველმა კი ესპანელი ამარო ამანსიო შეცვალა
  • ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოს 3 ჩემპიონატში მონაწილეობდა: 1962 წელს ჩილეში, 1966 წელს ინგლისში და 1970 წელს მექსიკაში (განაცხადში იყო, არ უთამაშია)
  • 1976-1977 წლებში თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ნოდარ ახალკაცის თანაშემწე იყო, 1978-1979 წლებში კი გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელი
  • 1976 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებლი მწვრთნელის წოდება
  • 1998 წელს, გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვის შემდეგ, საქართველოს XX საუკუნის სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა, ასევე #3 ფეხბურთელად მიხეილ მესხის და ბორის პაიჭაძის შემდეგ
  • სოჭის სტადიონი (10200) მისი სახელობისაა. 2014 წლის დეკემბერში სტადიონის ტერიტორიაზე მისი ძეგლი დაიდგა

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ჩაატარა 48 და შეძლო 11 გოლის გატანა, მონაწილეობდა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში 1962, 1966 და 1970 წლებში, ასევე 1960 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში, სადაც საბჭოთა კავშირმა ოქროს მედალი მოიპოვა. ამ უკანასკნელში სლავა მეტრეველმა გაიტანა გადამწყვეტი გოლი იუგოსლავიის წინააღმდეგ, მატჩი 2-1 დასრულდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — სლავა მეტრეველი — საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2018.
  2. ქართველი სპორტსმენები: ბიოგრაფიული ლექსიკონი — სლავა მეტრეველი — ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე იმათ, ვინც ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულ სპორტსმენთა შესახებ ინფორმაციას. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 26 ივნისი, 2018.
  3. სლავა მეტრეველი — პერსონალური გვერდი. თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. Метревели, Слава Калистратович — Персональная страница. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. dinamo-tbilisi.ru. წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2018.
  4. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). dic.academic.ru. წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2018.
  5. Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2018.
  6. Всё о футболе. Страны. Клубы. Турниры. Футболисты. Тренеры. Судьи. «Всё о футболе» — это история мирового и отечественного футбола: футбольные державы, наиболее известные клубы, 50 различных международных турниров, а также краткие спортивные биографии мастеров кожаного мяча — Федотова, Яшина, Заморы, Пеле, Гарринчи, тренеров — Аркадьева, Якушина, Маслова. Феолы, судей — Латышева, Бахрамова, Эллиса. «Всё о футболе» — надежный помощник для всех: футболистов, тренеров, судей, журналистов, статистиков, болельщиков. Составитель — Соскин Александр Максимович. - М.: "Физкультура и спорт", 1972. — გვ. 326. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2018.
  7. Andrei Balitskiy and Mike Dryomin (17 იანვარი, 2012). Soviet Union Cup 1959/60 — Torpedo Moskva 4–3 Dinamo Tbilisi. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 15 დეკემბერი, 2018.