ნიდერლანდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნიდერლანდი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Nederland
ნიდერლანდები
ნიდერლანდების
დევიზი: ფრანგ. „Je maintiendrai“
ნიდერლ. „Ik zal handhaven“
„შევინარჩუნებ სიმტკიცეს“ [ა]
ნიდერლანდების მდებარეობა ევროპაში
ნიდერლანდების მდებარეობა ევროპაში
ნიდერლანდების სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულების მდებარეობა კარიბის ზღვის აუზში
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ამსტერდამი [ბ]
52°22′ ჩ. გ. 4°53′ ა. გ. / 52.367° ჩ. გ. 4.883° ა. გ. / 52.367; 4.883
ოფიციალური ენა ნიდერლანდური
ფრიზული (ფრისლანდია)
აღიარებული რეგიონული ენები
ეთნიკური ჯგუფები (2008)
ეთნოქორონიმი ნიდერლანდელი
დამოუკიდებელი სახელმწიფო ნიდერლანდების სამეფოს დროშა ნიდერლანდების სამეფო
მთავრობა უნიტარული საპარლამენტო დემოკრატია კონსტიტუციური მონარქიის ქვეშ
 -  მონარქი ვილემ-ალექსანდერი
 -  პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტე
საკანონმდებლო ორგანო გენერალური შტატები
 -  ზედა პალატა სენატი
 -  ქვედა პალატა წარმომადგენელთა პალატა
ფორმირება
 -  ბურგუნდიის ნიდერლანდები 1384 
 -  ჰაბსბურგის ნიდერლანდები 1482 
 -  ესპანეთის ნიდერლანდები 1556 
 -  გაერთიანებული ნიდერლანდები
(დამოუკიდებელი რესპუბლიკა)
26 ივლისი, 1581 (გამოცხადება)
30 იანვარი, 1648 (აღიარება) 
 -  ბატავიის რესპუბლიკა
(ვასალი სახელმწიფო)
19 იანვარი, 1795 
 -  ნიდერლანდები
(მონარქია)
16 მარტი, 1815 
 -  სამეფოს ქარტია
(დამფუძნებელი ქვეყანა)
15 დეკემბერი, 1954 
 -  დაარსდა ევროპული
თანამეგობრობა

(ამჟამად ევროკავშირი)
1 იანვარი, 1958 
ფართობი
 -  სულ 41 543 კმ2 (134-ე)
 -  წყალი (%) 18,41
მოსახლეობა
 -  2014 შეფასება 16 856 620[1] (63-ე)
 -  სიმჭიდროვე 406,1 კაცი/კმ2 (24-ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასება
 -  სულ $717.146 მილიარდი[2] (23-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $42 586 (მე-12)
მშპ (ნომინალი) 2014 შეფასება
 -  სულ $838.036 მილიარდი[2] (მე-17)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $49 765 (მე-13)
ჯინი (2011) 25.8[3]
დაბალი · 111-ე
აგი (2013) Steady2.svg 0.915[4]
ძალიან მაღალი · მე-4
ვალუტა
სასაათო სარტყელი CET (UTC+1) [ე]
AST (UTC-4)
 -  ზაფხული (DST) CEST (UTC+2)
AST (UTC-4)
თარიღის ფორმატი დდ-თთ-წწწწ
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი
ISO 3166 კოდი NL
ინტერნეტ-დომენი .nl [ზ]
ა. ^  ქვეყნის ოფიციალური დევიზი არის ფრანგულ ენაზე. მისი ქართული ტრანსლიტერაციაა, „შევინარჩუნებ სიმტკიცეს“
ბ. ^  ამსტერდამი არის საკონსტიტუციო დედაქალაქი, ჰააგა არის მთავრობის ყოფნის ადგილი.
გ. ^  ფრიზიულს (ფრისლანდია),[5] პაპიამენტოსა (ბონეირი)[6] და ინგლისურს (სინტ-ესტატიუსი და საბა)[6] ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ოფიციალური სტატუსი გააჩნიათ. ნიდერლანდების ქვემოსაქსონური და ლიმბურგული ოფიციალურად აღიარებულია რეგიონული ენებისა და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის მიერ.
დ. ^  ევროპის ნიდერლანდებში გამოიყენება ევრო, რომელმაც 2002 წელს ნიდერლანდური გულდენი შეცვალა. ამერიკული დოლარი გამოიყენება კარიბის ნიდერლანდებში, რომელმაც 2011 წელს შეცვალა ნიდერლანდების ანტილების გულდენი.[7]
ე. ^  CET და CEST გამოიყენება ევროპულ ნიდერლანდებში, ხოლო AST გამოიყენება კარიბის ნიდერლანდებში.
ვ. ^  +599 იყო ამჟამად დაშლილი ნიდერლანდების ანტილების ქვეყნის კოდი. კარიბის ნიდერლანდები ჯერ კიდევ იყენებენ 599-7 (ბონეირი), 599-3 (სინტ-ესტატიუსი) და 599-4 (საბა).
ზ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

ნიდერლანდები (ნიდერლ. Nederland) — ნიდერლანდების სამეფოს დამფუძნებელი ქვეყანა. ის ძირითადად მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში და ასევე კარიბის რამდენიმე კუნძულზე. ევროპის ნიდერლანდებს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება ჩრდილოეთის ზღვა, სამხრეთით ბელგია, აღმოსავლეთიდან გერმანია. ნიდერლანდებს საზღვაო საზღვრები აქვს[8] ბელგიასთან, გერმანიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან. ის წარმოადგენს საპარლამენტო დემოკრატიის უნიტარულ სახელმწიფოს. ქვეყნის დედაქალაქია ამსტერდამი, ხოლო მთავრობა განთავსებულია ჰააგაში.[9] ნიდერლანდებს ხშირად შეცდომით მოიხსენიებენ მისი ისტორიული რეგიონის ჰოლანდიის სახელით, თუმცა დღეისთვის მისი თორმეტი პროვინციიდან მხოლოდ ორს ეწოდება ჰოლანდია (ჩრდილოეთ და სამხრეთ ჰოლანდია).

ნიდერლანდების ტეროტორიის 20 % და მისი მოსახლეობის 21 % ზღვის დონეზე ქვევითაა,[10] ხოლო მთლიანი ტერიტორიის 50 %-ის აბსოლუტური სიმაღლე მხოლოდ ერთი მეტრს აღწევს.[11] ამ მახასიათებლიდან მომდინარეობს ქვეყნის დასახელება როგორც მშობლიურ: Nederland, ასევე სხვა ევროპულ ენებშიც (გერმანულად: Niederlande, პორტუგალიურად: Países Baixos, ხორვატიულად: Nizozemska, ესპანურად: Países Bajos, ფრანგულად: Les Pays-Bas, შვედურად: Nederländerna, ნორვეგიულად: Nederland, იტალიურად: Paesi Bassi, ბერძნულად: Κάτω Χώρες, ფინურად: Alankomaat), რაც ითარგმნება როგორც დაბალი ქვეყანა. ზღვის დონეზე დაბლა არსებული ტერიტორიების უმეტესობა საუკუნეების მანძილზე ხელითაა შექმნილი. ნიდერლანდების ტერიტორიის უმეტესი ნაწილი წარმოადგენს ევროპის სამი მნიშვნელოვანი მდინარის ესტუარსრაინი-მაასი-შელდის დელტას.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოფიციალური: ქართულად - ნიდერლანდები; ნიდერლანდულად - Nederland;
  • ეტიმოლოგია: ეს სახელმწიფო რამდენიმე სახელითაა ცნობილი:
    • ნიდერლანდი - ნიდერლანდულ ენაზე მისი სახელწოდება ნიშნავს „დაბლობ მიწებს“.
    • ჰოლანდია - გერმანიკული holt land, „ტყიანი მხარე“ (ჰოლანდია ნიდერლანდების ერთ-ერთი მხარეა, მაგრამ ამ სახელით ხშირად მთელ ქვეყანას მოიხსენიებენ).
    • ბატავია - გერმანიკული „სავარგულები“, მომდინარეობს Betuwe-საგან.
  • ქვეყნის კოდი - NL.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიდერლანდების სამეფო

ქვეყანა დასავლეთ ევროპაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელგია და გერმანია.

  • ფართობი - 41.500 კვ. კმ.
  • ბუნება: ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია მთა ვაალსერბერგი, რომლის სიმაღლე 321 მეტრია. მდინარეები (კმ) - მოსა 350 (სულ 933), რაინი 200 (სულ 1320); ტბა (კვ. კმ) - იისელმეერი 1500 (ხელოვნური); კუნძულები (კვ. კმ) - სხოუვენი 222, ოვერფლაკი-გური, ტექსელი 184; კლიმატი - ოკეანური.
  • ბუნებრივი რესურსები - ბუნებრივი აირი, ნავთობი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიდერლანდების ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან ცხოვრობდა. აქ აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ფრაგმენტები ასი ათასი წლით თარიღდება. აქ მცხოვრები ადამიანები ძირითადად ნადირობით და შემგროვლებლური საქმეებით იყვნენ დაკავებულები. ამ ტერიტორიაზე ადამიანის ფართოდ დასახლება უკვე პალეოლითის ხანიდან იწყება. 8000 წლისათვის, მეზოლითის და რკინის ხანაში ნიდერლანდების ტერიტორიაზე ადმიანები უკვე ფართოდ იყვნენ დასახლებულნი.

ნიდერლანდების ტერიტორიაზე რომაელთა მისვლის დროს, აქ ძირითადად გერმანული ტომები ცხოვრობდნენ, რომლებიც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 600 წლისთვის დასახლდნენ. კელტური ტომის წარმომადგენლები ძირითადად ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობდნენ. რომის იმპერიამ ნიდერლანდები შეუერთა ქვემო გერმანიის პროვინციას.

შუა საუკუნეებში ნიდერლანდები გაერთიანებული იყო საღვთო რომის იმპერიაში. ამ ტერიტორიას XVI საუკუნემდე ჰაბსბურგების დინასტია მართავდა. შემდგომ ქვეყანაში გავრცელდა კალვინიზმი, რამაც სახელმწიფოში განხეთქილება გამოიწვია. 1555 წელს დადებული აუგსბურგის ზავით, ეს ტერიტორია, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს ერგო. 1566 წელს ნიდერლანდებში დაიწყო ანტიკათოლიკური აჯანყება. ფილიპე II-ს სურდა ნიდერლანდების ტერიტორიაზე გაეძლიერებინა თავისი გავლენა და აღმოეფხვრა, პროტესტანტული რელიგიის გავრცელება. ესპანეთის წინააღმდეგ აჯანყებას სათავეში ჩაუდგა უილიამ I ორანელი. 1581 წლის 26 ივლისს გამოცხადდა ნიდერლანდების დამოუკიდებლობა, ამას მოჰყვა დამოუკიდებლობისთვის ომი (1568-1648), რომელიც ისტორიაში ნიდერლანდების რევოლუციის სახელით შევიდა. ომის დასრულების შემდეგ დაიწყო "ოქროს ხანა" ნიდერლანდების ისტორიაში, აღმავლობის გზაზე დადგა ქვეყნის ეკონომიკა, კულტურა. XVII საუკუნის განმავლობაში ეს ქვეყანა ჩამოყალიბდა როგორც, უდიდესი საზღვაო სახელმწიფო, რომელსაც მრავალი კოლონია გააჩნდა.

XIX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთმა მოახდინა ნიდერლანდების ოკუპაცია, თუმცა ნაპოლეონის ხელისუფლების დამხობის შემდეგ ნიდერლანდებმა კვლავ აღიდგინა დამოუკიდებლობა. 1830 წელს ბელგია გამოეყო ნიდერლანდებს და მან თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა, 1890 წელს კი მოხდა ლუქსემბურგის გამოყოფა. 1848 წელს ქვეყანა კონსტიტუციური მონარქიული სახელმწიფო გახდა.

პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ნიდერლანდები ნეიტრალური სახელმწიფო იყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტური გერმანიის მიერ განხორციელდა ამ სახელმწიფოს ოკუპაცია. დაბომბვების შედეგად თითქმის მთლიანდა დაინგრა ქალაქი როტერდამი. ომის შემდეგ დაიწყო ქვეყნის აღდგენის პროცესი. ამას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მარშალის გეგმამ. ომის შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოიპოვეს ნიდერლანდების ყოფილმა კოლონიებმა ინდონეზიამ და სურინამმა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სახელმწიფოში ცხოვრების დონე.

1957 წელს ნიდერლანდები გახდა ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი სახელმწიფო.

სახელმწიფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიდერლანდები მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (403 მლრდ $) მსოფლიოში მე-12 ადგილი უკავია.

  • ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 3, მრეწველობა - 28, მომსახურება - 68;
  • ე.ე.პ. (1 სულზე) - 25 830 $.
  • ექსპორტი - რძის პროდუქტები, ყვავილები, ბოსტნეული, ელექტრომოწყობილობანი.
  • უდიდესი კომპანიები – ჰაინეკენი, ფილიპსი, შელ-ოილი, კლმ, იუნილევერი.
  • ბიუჯეტი - 134 000 მლნ $. ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ჰოლანდიური გულდენი.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი ნიდერლანდელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Population and population dynamics; month, quarter and year. Centraal Bureau voor de Statistiek (11 August 2014). წაკითხვის თარიღი: 15 August 2014.
  2. 2.0 2.1 Netherlands. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 26 April 2014.
  3. Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. წაკითხვის თარიღი: 13 August 2013.
  4. 2014 Human Development Report Summary pp. 21–25. United Nations Development Programme (2014). წაკითხვის თარიღი: 27 July 2014.
  5. Wet gebruik Friese taal in het rechtsverkeer Dutch. wetten.nl. წაკითხვის თარიღი: 25 October 2010.
  6. 6.0 6.1 Invoeringswet openbare lichamen Bonaire, Sint Eustatius en Saba Dutch. wetten.nl. წაკითხვის თარიღი: 1 January 2011.
  7. Wet geldstelsel BES. Dutch government (30 September 2010). წაკითხვის თარიღი: 11 January 2014.
  8. North Sea. Ministry of Defence. წაკითხვის თარიღი: 6 March 2012.
  9. Dutch Ministry of Foreign affairs. About the Nederlands. დაარქივებულია ორიგინალიდან 10 September 2012-ში. წაკითხვის თარიღი: 3 March 2011.
  10. Milieurekeningen 2008. Centraal Bureau voor de Statistiek. წაკითხვის თარიღი: 4 February 2010.
  11. Netherlands Guide – Interesting facts about the Netherlands. Eupedia (19 April 1994). წაკითხვის თარიღი: 29 April 2010.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: