ასირ გალპერინი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 3 სექტემბერი, 1898 | ||
დაბადების ადგილი |
ნიკოლაევი, ხერსონის გუბერნია, რუსეთის იმპერია | ||
გარდაცვალების თარიღი | 5 ივლისი, 1974 (75 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 173 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1914–1920 | სპორტკლუბი ნიკოლაევი | ||
1921–1925 | უნიონი ნიკოლაევი | ||
1925–1928 | დინამო ტფილისი | ||
სამწვრთნელო კარიერა | |||
1942–1945 | დინამო თბილისი | ||
1949 | ლოკომოტივი თბილისი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ასირ მარკის ძე გალპერინი (დ. 3 სექტემბერი, 1898, ნიკოლაევი, ხერსონის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 5 ივლისი, 1974, საქართველოს სსრ) — საბჭოთა ფეხბურთელი, მწვრთნელი და ფეხბურთის თეორეტიკოსი, წარმოშობით ებრაელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1943).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1913 წლიდან თამაშობდა მშობლიური მიკოლაივის (ნიკოლაევი) საფეხბურთო გუნდებში. 1925-1927 წლებში იყო თბილისის დინამოს ცენტრალური თავდამსხმელი, 1928 წლიდან — მწვრთნელი თბილისის განათლების განყოფილების სპორტულ სკოლაში. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული გუნდი „მოლოტი“ 1938 წელს გახდა სსრკ ჩემპიონი ჭაბუკთა შორის. შემდეგ გალპერინი იყო თბილისის 35-ე სპეციალური საფეხბურთო სკოლის უფროსი მწვრთნელი, თბილისის ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლის უფროსი, 1942–1945 წლებში თბილისის „დინამოს“ უფროსი მწვრთნელი.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Обучение юных футболистов тактике, М., 1958.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.
- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 361, ISBN 99928-20-32-2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ასირ გალპერინი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ასირ გალპერინი — FootballFacts.ru
|