ფარერის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარერის კუნძულები
Føroyar (ფარერული)
Færøerne (დანიური)

ფარერის კუნძულები
ფარერის კუნძულების
დროშა გერბი
ჰიმნი: Tú alfagra land mítt
ფარერის კუნძულების მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ტორსჰავნი
62°00′ ჩ. გ. 06°47′ დ. გ. / 62.000° ჩ. გ. 6.783° დ. გ. / 62.000; -6.783
ოფიციალური ენა ფარერული, დანიური ენა[1]
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია კონსტიტუციური მონარქიის ფარგლებში
 -  დედოფალი ფრედერიკ X
 -  საგანგებო რწმუნებული დან მ. კნუდსენი
 -  პრემიერ მინისტრი კაი ლეო იოჰანსენი
ფართობი
 -  სულ 1 399[2] კმ2 (180-ე)
 -  წყალი (%) 0,5
მოსახლეობა
 -  2020 შეფასებით 52,337[[2] (206-ე)
 -  2007 აღწერა 48 760 
 -  სიმჭიდროვე 37 კაცი/კმ2 (169-ე)
მშპ (მუპ) 2008 შეფასებით
 -  სულ $1.642 მილიარდი 
 -  ერთ მოსახლეზე $33 700 
აგი (2006) 0.943 (ძალიან მაღალი) (მე-15)
ვალუტა ფარერის კრონა (DKK)
დროის სარტყელი UTC±00:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+01:00 (UTC)
ქვეყნის კოდი FRO
Internet TLD .fo
სატელეფონო კოდი 298

ფარერის კუნძულები (ფარ. Føroyar, „ცხვრების კუნძულები“) — კუნძულთა ჯგუფი ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, შოტლანდიასა და ისლანდიას შორის. კუნძულები დანიის სამეფოს ავტონომიურ რეგიონს წარმოადგენენ. 1948 წლიდან მიიღეს ფართო ავტონომია, რომლის ძალითაც აწარმოებენ დამოუკიდებელ მოღვაწეობას ყველა სფეროში, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის გარდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გელმა ბერებმა და განდეგილებმა კუძულზე დასახლება და იქ ძველი ირლანდიური ენის შეტანა VI საუკუნეში დაიწყეს. ირლანდიელმა წმინდანმა ბრენდანმა (რომელიც დაახლოებით 484–578 წლებში ცხოვრობდა) კუნძულები რამდენიმეჯერ მოინახულა, მან ორ კუნძულს დაარქვა სახელი: ცხვრების კუნძული და ჩიტების სამოთხის კუნძული.

850 წლიდან ნორვეგიელებმა დაიწყეს კუნძულებზე დასახლება, მათმა ძველ ნორვეგიულმა გავლენა მოახდინა მაცხოვრებლების დიალექტზე და ის დღემდე შემორჩენილია ფარერულ ენაში. იმ პერიოდის ფარერული საგას მთავარი პერსონაჟია ტრონდირ ი გოტუ, რომელიც წარმოშობით დუბლინიდან იყო და იბრძოდა ნორვეგიელების წინააღმდეგ.

ფრანგი ნავიგატორის ივ-ჟოზეფ ტრემარეკ კერგელენის მიერ 1767 წელს ჩახატული ფარერის კუნძულები

ახალმოსახლეები ძირითადად ირლანდიის ზღვის მიმდებარე ტერიტორიებიდან გადმოდიოდნენ: შოტლანდიიდან, ორკნეის კუნძულებიდან, ჩრდილოეთის კუნძულებიდან, გარე გებრიდებიდან და შეტლანდის კუნძულებიდან. კუნძულები ძველი გაეული სახელი არის Na Scigirí, რაც შეიძლება ითარგმნოს როგორც ჩიტების კუნძული. კუნძულებზე პირველი დასახლებების წარმოქმნის შესახებ არსებობს მხოლოდ თეორიები, თუმცა ვიკინგების შემოსევები დოკუმენტურად დასტურდება,[3] რამაც კუნძულებზე ჩრდილოელი ხლხების კულტურა და ენა შემოიტანა.[4]

ფარეეული საგას მიხედვით კუნძულებზე გადმოვიდნენ ის ნორვეგილი ემიგრანტები, რომელთათვისაც ჰარალდ I-ის მეფობა მიუღებელი იყო. ისინი ფარერებზე დაახლოებით IX-XI საუკუნეებში დასახლდნენ, სიგმუნდ ბრესტისონის კლანი, რომელიც სამხრეთ კუნძულებზე ცხოვრობდა მომხვდურებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს. კუნძულებზე ნორვეგიული მმართველობა 1380 წელს დასრულდა, როდესაც ნორვეგია კალმარის უნიაში შევიდა და კუნძულები დანიის მმართველობაში გადავიდა. პროტესტანტულმა რეფორმაციამ ფარერებზე 1538 წელს მიაღწია. როდესაც 1814 წელს კილის ხელშეკრულებით დანიისა და ნორვეგიის კავშირი დაიშალა დანიამ ფარერის კუნძულებზე კონტროლი შეინარჩუნა.

1856 წელს ფარერის კუნძულებზე ვაჭრობის მონოპოლია გაუქმდა, რის შემდეგაც იქ მეთევზეობა განვითარდა. ეროვნული გამოღვიძება 1888 წლამდე ფარერული ენის და კულტურის შენარჩუნებაზე იყო ორიენტირებული, ხოლო 1906 წლიდან ის გახდა პოლიტიკური და დაიწყო ფარერების პოლიტიკური პარტიების შექმნა.

1940 წლის 12 აპილს ფარერების ოკუპირება მოახდინეს ბრიტანეთის ჯარებმა. რასაც დანიაში მესამე რაიხის შეჭრა მოყვა (ნორვეგიის ოპერაცია). 1942–1943 წლებში ბრიტანელებმა ფარერებზე ააშენეს ვაგარის აეროპორტი. კუნძულები დანიას 1948 წელს ფართე ავტონომიის უფლებით გადაეცა. ფარერებმა 1973 წელს დანიასთან ერთად ევროპის ეკონომიკურ ერთობაში (დღეისთვის ევროპის კავშირი) შესვლაზე უარი განაცხადა. 1990-იანებში სათევზაო ინდუსტრიის რღვევის გამო განიცდიდა ეკონომიკურ სირთულეებს, თუმცა მას შემდეგ ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებაზე დაიწყო ძალისხმევა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარერის კუნძულების რელიეფული რუკა
ფარერის კუნძულების NASA-ს სატელიტური სურათი

ფარერის კუნძულები არის კუნძულთა ჯგუფი, რომელიც ჩრდილოეთ ევროპიდან დაახლოებით 655 კილომეტრში, ნორვეგიის ზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორის მდებარეობს. ის თანაბრადაა დაშორებული ისლანდიიდან და ნორვეგიიდან. მისი უახლოესი მეზობლებია: შოტლანდია, ორკნეისა და ჩრდილოეთის კუნძულები.

მისი ფართობია 1399 კმ². მას არ აქვს დიდი ტბები ან მდინარეები. მისი სანაპირო ზოლი შეადგენს 1117 კილომეტრს.[2] ერთადერთი დაუსახლებელი კუნძულია - ლუიტლა-დუიმუნი.

კუნძულები ძირითადად უსწორ მასწორო და კლდოვანია, აქვთ მცირე პიკები. სანაპიროები ძირითადად ციცაბოა. უმაღლესი მწვერვალი სლატარატინდური, რომლის სიმაღლეცაა 882 მეტრი ზღვის დონიდან.

ფარერის კუნძულები ძირითადად წარმოადგენს თოლეიტიკური ბაზალტის ლავას, რომელიც პალეოგენურ პერიოდში თულეანის პლატოს ნაწილი იყო.[5]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით ფარერის კუნძულების კლიმატი კლასიფიცირდება როგორც საზღვაო სუბარქტიული. მის კლიმატზე გავლენას ახდენს ატლანტის ოკეანის გათბობის გლობალური პროცესი. ზამთარი კუნძულებზე შედარებით თბილი (3.0-4.0 °C), ხოლო ზაფხული ცივია (საშუალოდ 9.5-10.5 °C). კუნძულებზე უმეტესად ქარიანი და ნისლიანი ამინდებია, წელიწადში 260 წვიმიანი დღით.

ფარერის კუნძულებზე მეტეოროლოგიური მონაცემების აღრიცხვა იქყება 1867 წლიდან.[6]

ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცენარეულ საფარში ჭარბობს არქტიკული ალპური მცენარეები. დაბლობების უმეტესობა დაფარულია მდელოებით, სადაც დომინანტია Calluna vulgaris და Cirsium palustre.[7]

რეგიონები და მუნიციპალიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციულად კუნძულები დაყოფილია 30 მუნიციპალიტეტად (kommunur), რომლების მოიცავენ დაახლოებით 120 დასახლებულ პუნქტს.

ტრადიციულად ფარერები იყოფა ექვს რეგიონად (sýslur: ნოროიარი, ესტუროი, სტრეიმოი, ვოარი, სანდოი, სუვუროი). დღეისთვის სისლა ტექნიკური თვალსაზრისით „საპოლიციო ოლქს“ აღნიშნავს, ტერმინი ასევე ფართოდ გამოიყენება გეოგრაფიული რეგიონის აღსანიშნავად. ადრეულ ხანაში ყოველ სისლას ჰყავდა თავისი თინგი (საკრებულო), სადაც იკრიბებოდა ეგრეთ წოდებული - várting (გაზაფხულის კრება).

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარერელი ხალხური ცეკვის ანსამბლი ეროვნულ ტანისამოსში

ფარერელების წინაპრების უმეტესობა სკანდინავიელები ან გელები არიან.[8]

დნმ-ის ბოლო ანალიზმა გამოავლინა რომ, Y ქრომოსომა რაც განსაზღვრავს მამაკაცების ხაზს, 87% სკანდინავიიდანაა.[9] ხოლო ქალის სქესის განმსაზღვრელი მიტოქონდრიული დნმ-ის 84 % შოტლანდიურ/ირლანდიური.[10]

ფარერების მოსახლეობა დაახლოებით შეადგენს 52,337 ადამიანს (2020 წლის მიხედვით). მათგან ფარერელები არიან 91,7 %, ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს შეადგენს დანიელები 5,8 %, მათ მოყვებიან გრელანდიელები 0,3 %, ისლანდიელები, ნორვეგიელები და პოლონელები. ფარერებზე 77 ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს.

ფარერების მთელ ტერიტორიაზე სალაპარაკოდ ფარერული ენა გამოიყენება. გერმანიკული ენებიდან ფარერული ყველაზე მცირედ გავრცელებულია, ის ყველაზე ახლოს ისლანდიურთან და ძველ სკანდინავიურთან დგას. ფარერებზე ოფიციალური სტატუსი ფარერულის გარდა დანიურსაც აქვს.[1]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარერის კუნძულების ექსპორტის გრაფიკული გამოსახულება

ფარერის კუნძულების ეკონომიკას პრობლემები 1990-იან წლებში შეექმნა, როდესაც თევზჭერის ინდუსტრიამ დაცემა დაიწყო. 90-იანების შუა პერიოდისთვის უმუშევრობა 15 %-მდე გაიზარდა.[11] უმუშევრობის დონის შემცირება 6 %-მდე მხოლოდ 1998 წლის ბოლოსთვის მოხერხდა.[11] 2008 წლისთვის უმუშევრობის დონის 1,1 %-მდე დაწევა მოხერხდა, თუმცა 2009 წლისთვის ის ისევ გაიზარდა 3,4 %-მდე.[11]

მიუხედავად დაბალი უმუშევრობისა, ის ფაქტი რომ ეკონომიკა მთლიანად მეთევზეობასა და თევზჭერაზეა დამოკიდებული მას ადვილად მოწყვლადს ხდის. ფარერების სიახლოვეს აღმოჩენილი ნავთობი სამომავლოდ ეკონომიკის დივერსიფიკაციის და გაჯანსაღბის იმედს იძლევა.[12]

ფარერების ბიუჯეტის 11,7 %-ს დანიიდან მიღებული დახმარება შეადგენს, რაც წარმოადგენს მთლიანი ხარჯების 18 %-ს.[13]

2000 წლიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ ხელი შეუწყო ფარერებზე ახალი ინვესტიციების მოზიდვას. ტორსჰავნში Burger King-ის გახსნამ ხელი შეუწყო ფარერის კუნძულების კულტურის გლობალიზაციას. 2008 წელს, საბანკო კრიზისის ფონზე ფარერებმა ისლანდიას გამოუყო $52 მილიონის სესხი.[14]

2009 წლის 5 აგვისტოს ორმა ოპოზიციურმა პარტიამ ლიოგტინგში (ფარერის კუნძულების პარლამენტი) წარადგინა კანონპროექტი, ევროს ეროვნულ ვალუტად გამოცხადების რეფერენდუმზე გატანასთან დაკავშირებით.[15]

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გზა სკიპანესიდან სიორუგოტასკენ, კუნძული ეისტუროი.
ბორანი MS Smyril კრამბატანგის პორტში, კუნძული სუოუროი, 2005 წელი.

ვაგარის აეროპორტიდან სრულდება რეგულარული ფრენები. ფარერის კუნძულების უდიდესი ავიაკომპანია არის Atlantic Airways.

კლდოვანი და მცირე ზომის კუნძულების გამო ფარერების სატრანსპორტო სისტემა არ იყო საუკეთესო, თუმცა სიტუაცია იცვლება და ინფრასტრუქტურა ინტენსიურად ვითარდება. მოსახლეობის 80 % ერთმანეთს ტუნელებით ხიდებით და დამბებით უკავშირდება. ფარერის კუნძულებზე კარგადაა განვითარებული ბორანის სისტემა.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის ლინგვისტის და თეოლოგის ვენსესლაუს ულრიკუს ჰამერშაიმბის სახელობის საფოსტო მარკა

ფარერის კუნძულების კულტურის ფესვები სკანდინავიიდან მოდის. ფარერის კუნძულები დიდი ხნის განმავლობაში მოწყვეტილი იყო იმ კულტური მოვლენებიდან რომელთც ადგილი ჰქონდათ ევროპის კონტინენტურ ნაწილზე. ამის გამო ტრადიციული კულტურამ დღევანდელობამდე თითქმის უცვლელად მოაღწია. ფარერული ენა არის ერთ-ერთი იმ სამი ენიდან რომლებიც ძველი სკანდინავიურის მემკვიდრედ ითვლებიან და ვიკინგების ეპოქაში გამოიყენებოდა, დანარჩენი ორია ისლანდიური და ნორნი. XV საუკუნემდე ფარერულში ისლანდიურის და ნორვეგიულის მსგავსი დამწერლობა ჰქონდა. 1538 წლის რეფორმაციის შემდეგ, დანიელებმა ის კანონგარეშე გამოაცხადეს. ემდგომი 300 წელი ენა დამწერლობის გარეშე არსებობდა. ხალხმა ძველი პოემები და ისტორიები ზეპირსიტყვიერად შემოინახა. დამწერლობა მხოლოდ XIX საუკუნეში აღსდგა.

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარერები მონაწილეობს კუნძულების თამაშებში, რომელიც 1989 წლიდან ტარდება. ფეხბურთის გუნდები მონაწილეობენ ფარერის კუნძულების ჩემპიონატში, რომელიც უეფას კოეფიციენტების მიხედვით 51-ეა. ფარერის კუნძულები არის უეფას სრულუფლებიანი წევრი და ფარერის კუნძულების ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში. ის ასევე ფიფას წევრია და მონაწილეობს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გათამაშებაში. ფარერის საფეხბურთო ნაკრებმა პირველ გამარჯვებას ოფიციალური მატჩში 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ავსტრიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებთან მიაღწია, რომელსაც 1-0 მოუგო. ფარერები მონაწილეობს პარაოლიმპიურ თამაშებში, თუმცა არასოდეს მოხვედრილა ოლიმპიურ თამაშებზე სადაც ის დანიის შემადგენლობაში გამოდის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Irvine, David Edward Guthrie. 1982. Seaweed of the Faroes 1: The flora. Bull. Br. Mus. nat. Hist. (Bot.) 10(3): 109–131.
  • Tittley, I., Farnham, W.F. and Gray, P.W.G. 1982. Seaweeds of the Faroes 2: Sheltered fjords and sounds. Bull. Br. Mus. nat. Hist. (Bot.) 10: 133–151.
  • Alexander Wachter: Färöer selbst entdecken. Edition Elch, Offenbach am Main 2002. ISBN 3-85862-155-2. (German Travel Guide Book about the islands.)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Statistical Facts about the Faroe Islands, http://www.tinganes.fo/Default.aspx?ID=219 დაარქივებული 2012-07-22 საიტზე Wayback Machine. , The Prime Minister's Office, accessed 13 July 2011
  2. 2.0 2.1 2.2 https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/fo.html დაარქივებული 2019-05-06 საიტზე Wayback Machine. CIA - The World Factbook, accessed 13 July 2011
  3. [1] დაარქივებული 2012-09-07 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links Randburg.com website
  4. [2] დაარქივებული 2012-12-05 საიტზე Wayback Machine. Website of The Prime Minister's Office
  5. Brittle tectonism in relation to the Palaeogene evolution of the Thulean/NE Atlantic domain: a study in Ulster დაარქივებული 2011-08-13 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, accessed 10 November 2007
  6. http://rdgs.dk/djg/pdfs/101/1/06.pdf დაარქივებული 2012-03-17 საიტზე Wayback Machine. Plant production on a Faeroese farm 1813-1892, related to climatic fluctuations
  7. C. Michael Hogan. 2009 Marsh Thistle: Cirsium palustre, GlobalTwitcher, ed. N. Stromberg
  8. Als, Thomas D.; Jorgensen, Tove H.; Børglum, Anders D.; Petersen, Peter A.; Mors, Ole; Wang (2006). „Highly discrepant proportions of female and male Scandinavian and British Isles ancestry within the isolated population of the Faroe Islands“. European Journal of Human Genetics. 14 (4): 497–504. doi:10.1038/sj.ejhg.5201578. PMID 16434998. |first6=-ს აკლია |last6= (დახმარება)
  9. Jorgensen, Tove H.; Buttenschön, Henriette N.; Wang, August G.; Als, Thomas D.; Børglum, Anders D. (2004). „The origin of the isolated population of the Faroe Islands investigated using Y chromosomal markers“. Human Genetics. 115 (1): 19–28. doi:10.1007/s00439-004-1117-7. |first6=-ს აკლია |last6= (დახმარება)
  10. Wang, C. August. 2006. Ílegur og Føroya Søga. In: Frøði pp. 20-23
  11. 11.0 11.1 11.2 Statistics Faroe Islands; Labour Market and Wages, accessed 4 August 2009
  12. Sherwell, Philip (20 May 2001). „Oil boosts Faroes fight for independence“. Telegraph.
  13. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-10. ციტირების თარიღი: 2012-07-09.
  14. Lyall, Sarah (1 November 2008). „Iceland, Mired in Debt, Blames Britain for Woes“. New York Times. p. A6. ციტირების თარიღი: 1 November 2008.
  15. [3] Logting.fo