დავით ყიფიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავით ყიფიანი
David Kipiani.1981.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დავით ყიფიანი
დაბადების
თარიღი
18 ივნისი, 1951
დაბადების
ადგილი
თბილისი
საქართველოს სსრ
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
17 სექტემბერი, 2001 (50 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი
საქართველო
სიმაღლე 184 სმ.
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1964–1966 თბილისის 35-ე სკოლა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1968 ლოკომოტივი 1 (0)
1969 დინამო თბილისი 0 (0)
1970 ლოკომოტივი 28 (3)
1971–1982 დინამო თბილისი 246 (79)
ეროვნული ნაკრები
1974–1981 საბჭოთა კავშირი 19 (7)
სამწვრთნელო კარიერა
1984–1985 დინამო თბილისი
1988 დინამო თბილისი
1990–1991 დინამო თბილისი
1992–1993 ოლიმპიაკოსი
1995–1997 დინამო თბილისი
1997 საქართველო
1998 რასინგი მეხელენი
1998 შინიკი
1999–2001 ტორპედო ქუთაისი
2000–2001 საქართველო
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

დავით ყიფიანი (დ. 18 ივნისი, 1951, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 17 სექტემბერი, 2001, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „ლოკომოტივის“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ხუთგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979), ფინალისტი (1980), და თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1976), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი.[1][2]

1977 წელს აღიარეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[3][4]

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — დავით ყიფიანს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[5]

ყველა დროის ერთ-ერთ უდიდესი ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს სპორტული საზოგადოების, სპორტული ჟურნალისტების, საფეხბურთო სპეციალისტებისა და ფეხბურთის გულშემატკივრების საყოველთაო აღიარებით — თბილისის „დინამოს“, ქართული ფეხბურთისა და ზოგადად, ქართული სპორტის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამორჩეულ ფიგურად რჩება. როგორც ფეხბურთელი სარგებლობდა განსაკუთრებული საერთო-სახალხო სიყვარულითა და პოპულარობით.[6][7]

2014 წელს ყველაზე ავტორიტეტულმა ქართულმა სპორტულმა გაზეთმა „ლელომ“ მისი დაარსებიდან 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენები დაასახელა. გამოკითხვის შედეგებით, მამაკაცებში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დავით ყიფიანი აღიარეს.[8]

მის სახელს ატარებს საქართველოს საფეხბურთო თასი და გურჯაანის ცენტრალური სტადიონი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით ყიფიანი დაიბადა 1951 წლის 18 ივნისს. ფეხბურთის თამაში დაიწყო 35-ე სკოლაში. 1970 წელს თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“ (1970), ხოლო 1971–1982 წლებში – თბილისის „დინამოში“. გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში.[9][10][11]

1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის „დინამოელები“ ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ.[12][13][14][15][16]

საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 245 მატჩი, გაიტანა 79 გოლი; საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში — 19 მატჩი, 7 გოლი; ევროტურნირებზე — 35 მატჩი, 16 გოლი. სულ ოფიციალურ შეხვედრებში გატანილი აქვს 106 გოლი. იყო ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976), ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). იყო თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივის“, ნიქოზიის „ოლიმპიაკოსის“, იაროსლავლის „შინიკის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით „დინამო“ (1990, 95, 96, 97) და „ტორპერდო“ (2000, 01) საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. იმავე „დინამომ“ (1995, 96, 97) და „ტორპედომ“ (2001) საქართველოს თასი მოიპოვეს. სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი. 1981 წლის 18 აგვისტოს ითამაშა ევროპის ნაკრებში ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ (0–4). 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებას. დაიღუპა ავტოავარიაში, 2001 წლის 17 სექტემბერს.[9]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1976, 1979
  • ფინალისტი: 1980 [17][18][19][20]
კარაველას თასი
  • თასის მფლობელი: 1973 [21]
ევროპის თასების მფლობელთა თასი
  • თასის მფლობელი: 1981

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირის ახალგაზრდული ნაკრები
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1976
საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირის ოლიმპიური ნაკრები
ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირი
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1976

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

33 საუკეთესო
  • №1: 1977, 1978
  • №2: 1976, 1980, 1981
  • №3: 1973, 1975, 1979

სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს დროშა დინამო თბილისი
უმაღლესი ლიგა
საქართველოს თასი
საქართველოს დროშა ტორპედო ქუთაისი
უმაღლესი ლიგა
საქართველოს თასი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — დავით ყიფიანი — საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 8 დეკემბერი, 2018.
  2. ქართველი სპორტსმენები: ბიოგრაფიული ლექსიკონი — დავით ყიფიანი — ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში, აგრეთვე იმათ, ვინც ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულ სპორტსმენთა შესახებ ინფორმაციას. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
  3. საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). dic.academic.ru. წაკითხვის თარიღი: 8 დეკემბერი, 2018.
  4. Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 8 დეკემბერი, 2018.
  5. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (17 მაისი, 2011). თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ — სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბთან ერთად. „დინამოს“ ვეტერანებისთვის სპორტის რაინდის წოდებების მინიჭება კლუბის მიერ 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული დიდი გამარჯვების 30 წლის იუბილეს უკავშირდება. msy.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 8 დეკემბერი, 2018.
  6. ლაშა გოდუაძე (24 მარტი, 2016). კარიერა ფრაზებში: დავით ყიფიანი — ყიფიანზე წერდნენ და ლაპარაკობდნენ, როგორც უბადლო ფეხბურთელსა და ნამდვილ ვირტუოზზე, გუნდის ლიდერსა და დირიჟორზე, რომელსაც ყველაფერი გამოსდიოდა: დრიბლინგი და ფინტი, მახვილგონივრული კომბინაცია და უზუსტესი პასი, უცაბედი შეტევა და ამ შეტევის გოლით დაგვირგვინება. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. msy.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 8 დეკემბერი, 2018.
  7. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (18 ნოემბერი , 2016). საჯარო ბიბლიოთეკაში დავით ყიფიანის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა — 18 ნოემბერს საჯარო ბიბლიოთეკაში ლეგენდარული ფეხბურთელის, დავით ყიფიანის 65 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოცემული წიგნის — „დღესასწაულის წადილი“ — პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი, რომელიც საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ მომზადდა და გამოიცა, ფეხბურთელის შესახებ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ წერილებსა და ინტერვიუებს, ფოტოსურათებს და მოგონებებს შეიცავს. msy.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 8 დეკემბერი, 2018.
  8. საზოგადობრივი პორტალი „sazogadoeba.ge“ (8 მაისი, 2014). გაზეთმა „ლელომ“ საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა — გაზეთმა „ლელომ“ 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენები დაასახელა. დაჯილდოების ღონისძიება კულტურის ცენტრ „მუზაში“ გაიმართა. ქალებში საუკეთესო სპორტსმენად ნონა გაფრინდაშვილი დასახელდა. მეორე ადგილი ნინო სალუქვაძემ მოიპოვა, მესამე ადგილი კი მაია ჩიბურდანიძეს ერგო. გამოკითხვის შედეგებით, მამაკაცებში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დავით ყიფიანი აღიარეს, მეორე ადგილი ლევან თედიაშვილს, ხოლო მესამე — ვიქტორ სანეევს ერგო. sazogadoeba.ge. წაკითხვის თარიღი: 8 დეკემბერი, 2018.
  9. 9.0 9.1 ქართული სპორტის საუკუნე – დაუვიწყარი სახელები: დავით ყიფიანი. „რადიო თავისუფლება“.
  10. გიორგი გაჩეჩილაძე (24 აპრილი, 2018). „ზედმეტად ქართველი“ ფეხბურთელი — რატომ არ წაიყვანეს 1982 წლის მსოფლიო პირველობაზე დავით ყიფიანი — 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დათოს ნაცვლად მოსკოვის „სპარტაკის“ მოთამაშე იური გავრილოვი წაიყვანეს. ყიფიანის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ დათო „ზედმეტად ქართველი“ ფეხბურთელი გახლდათ. kvirispalitra.ge. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
  11. ადმინისტრატორი (30 აპრილი, 2016). ეროვნულ ბიბლიოთეკაში დავით ყიფიანისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა — წიგნი, რომელიც საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ გამოსცა, ფეხბურთელის შესახებ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ წერილებს, ინტერვიუებს, ფოტოსურათებს და მოგონებებს შეიცავს. გამოცემის ავტორი ჟურნალ „ათიანის“ მთავარი რედაქტორი გია გორგოძეა. ipress.ge. წაკითხვის თარიღი: 9 დეკემბერი, 2018.
  12. კარაველას თასი“, fcdinamo.ge, 19 აგვისტო, 2013. წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. 
  13. Trofeo Colombino de fútbol“, es.wikipedia.org, 1 ნოემბერი, 2016. წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. 
  14. Динамо (Тбилиси) – Бенфика (Лиссабон, Португалия) 3–1“, fc-dynamo.ru, 2 თებერვალი, 2016. წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. 
  15. IX Trofeo Colombino de fútbol“, dinamo-tbilisi.ru, 5 მარტი, 2015. წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. 
  16. "კარაველას" რაინდები“, opentext.org.ge, 22 აგვისტო, 2013. წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. 
  17. „შახტიორი“ დონეცკი 2–1 „დინამო“ თბილისი — 9 აგვისტო, 1980. "Шахтер" (Донецк) – "Динамо" (Тбилиси) 2:1 (1:0). Финал. 9 августа 1980 года. Москва. Центральный стадион имени В.И.Ленина. 51 000 зрителей. Сайт болельщиков о футбольном клубе "Динамо" (Москва). Александр Оганезов. 6 მარტი, 2012. fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  18. Andrei Balitskiy and Mike Dryomin (11 ივლისი, 2013). Soviet Union Cup 1980 — Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  19. Константин Есенин (17 აგვისტო, 1980). Сбылось и не сбылось — Еженедельник "Футбол-Хоккей" от 17 августа 1980 года о финале Кубка СССР. terrikon.com. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  20. Вячеслав Шарафудинов (20 აგვისტო, 2011). Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й — „В решающем матче за Кубок нам достался очень сильный соперник — тбилисское "Динамо". Тогда за эту команду играли великие футболисты — Александр Чивадзе, Виталий Дараселия, Владимир Гуцаев, Давид Кипиани, Рамаз Шенгелия, Тенгиз Сулаквелидзе. Короче, еще та компания!“ terrikon.com. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  21. თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა — ეროვნული ფოტომატიანე. სურათზე მარცხნიდან: კახი ასათიანი, დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი, ფირუზ კანთელაძე და ვახტანგ ჭელიძე. 19 აგვისტო, 1973. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2018.
  22. Rasim Movsumov (22 აგვისტო, 2007). Soviet Union — Player of the Year Awards — Election of the weekly Football (Football-Hockey). RSSSF. წაკითხვის თარიღი: 14 ივნისი, 2018.
  23. Мереминский, С.Г. (2017). Кипиани, Давид Давидович — В 1977 признан лучшим футболистом страны. Восемь раз включался в список «33 лучших футболистов сезона» в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). С 1930 года список представлял собой (за исключением 1938, 1953 и 1967 годов) три символичных состава из футболистов (№ 1, № 2 и № 3), распределённых по игровым позициям с учётом расстановки игроков, принятой в те годы. «Большая российская энциклопедия» (БРЭ). bigenc.ru. წაკითხვის თარიღი: 8 დეკემბერი, 2018.