ხორვატები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხორვატები
საერთო მოსახლეობა
დაახ. 7.5–8.5 მილიონი'.[1]
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ხორვატიის დროშა ხორვატია/ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა 3,874,321 (2011)+553,000 (2013)[2][3]
ევროპა დაახ. 5.5 მილიონი
გერმანიის დროშა გერმანია 227,510[4]
ავსტრიის დროშა ავსტრია 150,719 (2001)
სერბეთის დროშა სერბეთი 57,900 (2011)
შვეიცარიის დროშა შვეიცარია 40,484 (2006)
სლოვენიის დროშა სლოვენია 35,642 (2002)
შვედეთის დროშა შვედეთი 30 000 (დაახ.)[5]
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 30 000 (დაახ.)
უნგრეთის დროშა უნგრეთი 23,561
იტალიის დროშა იტალია 21,360
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდი 10,000[6]
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი 6,992
ენები ხორვატული
რელიგიები კათოლიციზმი

ხორვატები (სერბულ-ხორვატული ენის ლათინურ ანბანზე Hrvati, სერბულ-ხორვატული ენის კირილურ ანბანზე Хрвати) — ეთნონიმი. ამ ეთნოსის წარმომადგენლები რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევრები არიან. ხორვატები თავიანთ ენას ხორვატულს უწოდებენ. ხორვატების უმეტესობა ხორვატიაში (3,8 მლნ) ცხოვრობს, ნაწილი ბოსნია-ჰერცეგოვინაში (830 ათ.), ხოლო ნაწილი კი - სერბეთში (200 ათ.).

ხორვატეთი საუკუნეთა განმავლობაში იყო ქვეყანა, რომლიდანაც მოსახლეობის ნაწილი სხვადასხვა მიზეზთა გამო გამუდმებით ტოვებდა სამშობლოს. ხორვატები დღეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, დასავლეთ ევროპასა და ოკეანეთში ცხოვრობენ, რომელთაგან ბევრი მესამე და მეოთხე თაობაშიც კი თავს კვლავაც ხორვატს უწოდებს.

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხორვატები თავიანთ მშობლიურ ენას ხორვატულს უწოდებენ, თუმცა ამ ენას მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე, ანუ იუგოსლავიის დაშლამდე ერქვა სერბულ-ხორვატული ენა. ეს სახელი დღეს პოლიტკორექტული მოსაზრების გამო იშვიათად გამოიყენება ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე წარმოქმნილ ქვეყნებში, ამ სახელმწიფოთა ტელევიზიებსა და პრესაში, სასამართლოებსა, თუ სხვა დაწესებულებებში. ყოფილ სერბულ-ხორვატულ ენას ხორვატიაში ხორვატული, სერბეთში სერბული, ხოლო ბოსნია-ჰერცეგოვინაში ბოსნიური ეწოდება.

დიალექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიალექტები, რომლებზედაც ხორვატები ლაპარაკობენ სამ ძირითად შტოდ დაიყოფა. ეს დიალექტები ასევე სერბულ-ხორვატული ენის დიალექტებია, და მათ იმისდა მიხედვით განარჩევენ, თუ ყოფილი იუგოსლავიის რომელ მხარეში როგორ იტყვიან კითხვით ნაცვალსახელ „რას“.

ესენია;

კაიკავურ და შტოკავურ დიალექტებზე ძირითადად ხორვატები საუბრობენ, თუმცა არა მხოლოდ. შტოკავურ დიალექტზე მეტყველებს ხორვატთა ერთი ნაწილის გარდა სერბთა უმეტესობა, ასევე ბოსნიელები და მონტენეგროს მოსახლეობა. სწორედ იმის გამო, რომ დიალექტთა განლაგება ხორვატიის, სერბეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მონტენეგროს ტერიტორიაზე არაა გეოგრაფიული ცალსახად დეფინირებადი, ენათმეცნიერები მიიჩნევენ, რომ არ არსებობს ხორვატული, სერბული, ან ბოსნიური ენები, არამედ ამ ჩამოთვლილი სახელდებებით ენობრივ კონტინუუმის შემადგენლებს აღნიშნავენ. ისევე როგორც, არ შეიძლება ავსტრალიის ინგლისურს ვუწოდოთ ავსტრალიური, ასევე არც სერბულ-ხორვატული ენის დაყოფა არ შეიძლება სხვადასხვა ენებად.

ანბანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხორვატები გამოიყენებენ ლათინურ დამწერლობო ასო-ნიშანთა სისტემას, რომელსაც ისინი, ისევე როგორც მთელი სლავეთი, „ლატინიცას“ უწოდებენ. სლავისტიკაში „ლატინიცად“ მოიაზრება დიაკრიტიკული ნიშნებით განვრცობილი ლათინური ანბანი. „ლატინიცა“ ხორვატთათვის წარმოადგენს სხვებისაგან (სერბთაგან) განმასხვავებელ ერთ-ერთ საიდენტიფიკაციო საშუალებას.

ხორვატთა ერთ-ერთ მთავარი საიდენტიფიკაციო ფიგურაა ვარაჟდანელი სლავისტი, ლიუდევიტ გაი (Ljudevit Gaj), რომელიც ახალი ხორვატული სამწერლობო ენის (მე-19 საუკუნე) ფუძემდებლად ითვლება.

რუკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dzino, Danijel (2010), Becoming Slav, Becoming Croat. Identity transformations in post-Roman and Early Medieval Dalmatia, Brill
  • Ancic, Mladen (1997), "From Carolingian Official to Croatian Ruler - the Croats and the Carolingian Empire in the first half of the Ninth Century", Hortus Artium Medievalium 3
  • Curta, Florin (2010), "The early Slavs in the northern and eastern Adriatic region. A critical approach", Archeologia Medievale 37
  • Wolfram, Herwig (2002), "Slavic Princes in the Carolingian Marches of Bavaria", Hortus Artium Medievalium 8
  • Curta, Florin (2006), Southeastern Europe in the Middle Ages, 500-1250, Cambridge Medieval Books, ISBN 978-0-521-89452-4
  • „Identities in Early Medieval Dalmatia (Seventh–Eleventh Centuries)“, Franks, Northmen, and Slavs Identities and State Formation in Early Medieval Europe, Brepols, 2008


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Croatian Expatriates (ხორვატიული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-04. ციტირების თარიღი: 2014-12-08.
  2. Central Bureau of Statistics. Dzs.hr. ციტირების თარიღი: 2013-03-26.
  3. U BiH ima 48,4 posto Bošnjaka, 32,7 posto Srba i 14,6 posto Hrvata (Article on the preliminary report of 2013 census). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-31. ციტირების თარიღი: 2014-12-08.
  4. Croatian Diaspora in Federal Republic of Germany. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-30. ციტირების თარიღი: 2014-12-08.
  5. Državni ured za Hrvate izvan Republike Hrvatske. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-20. ციტირების თარიღი: 2014-12-08.
  6. Croatian Diaspora in the Kingdom of the Netherlands. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-20. ციტირების თარიღი: 2014-12-08.