ზურაბ ხიზანიშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ ხიზანიშვილი
Zurab Khizanishvili Kayserispor.JPG
ზურაბ ხიზანიშვილი „ქაისერისპორში“
პირადი მონაცემები
სრული სახელი ზურაბ ხიზანიშვილი
დაბადების
თარიღი
6 ოქტომბერი, 1981 (1981-10-06) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 185 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ქაისერისპორი
ნომერი 6
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1998–1999 დინამო თბილისი 2 (1)
1999–2000 ნორჩი დინამოელი 9 (0)
2000–2001 ლოკომოტივი თბილისი 16 (1)
2001–2003 დანდი 43 (0)
2003–2006 რეინჯერსი 42 (0)
2005-2006 ბლექბერნ როვერსი (იჯარით) 26 (1)
2006–2011 ბლექბერნ როვერსი 36 (0)
2009 ნიუკასლ იუნაიტედი (იჯარით) 7 (0)
2010 რედინგი (იჯარით) 15 (0)
2010–2011 რედინგი (იჯარით) 22 (0)
2011- ქაისერისპორი 51 (1)
ეროვნული ნაკრები
1996–1997 საქართველო 17 წლ. 9 (1)
1998 საქართველო 19 წლ. 8 (0)
1999-2000 საქართველო 21 წლ. 3 (1)
1999-2013 საქართველო 91 (1)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

ზურაბ ხიზანიშვილი (დ. 6 ოქტომბერი, 1981) — ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი. წარსულში ასევე ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ნოდარ ხიზანიშვილის ვაჟი. ხიზანიშვილმა თავისი კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. მან საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე კლუბი გამოიცვალა და თავისი თამაშით წამყვანი ევროპული კლუბები დააინტერესა, თუმცა საბოლოოდ შედარებით მოკრძალებულ შოტლანდიურ კლუბ „დანდიში“ გადავიდა. დანდიში ჩატარებული რამდენიმე მშვენიერი სეზონის შემდეგ გადავიდა შოტლანდიური ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვან კლუბ „რეინჯერსში“. იყო ინგლისური კლუბ „ბლექბერნ როვერსის“ წევრი. ახლა იცავს თურქული ქაისერისპორის ღირსებას.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

ზურაბ ხიზანიშვილმა საფეხბურთო კარიერა 18 წლის ასაკში, „დინამოში“ დაიწყო, სადაც მამამისმა ნოდარ ხიზანიშვილმა დინამოს ძლიერების ზენიტის წლები გაატარა. დინამოში ხიზანიშვილმა ერთი სეზონი დაჰყო, მომავალ სეზონში კი საფეხბურთო კლუბ „თბილისში“ გადავიდა, ერთი წლის შემდეგ კვლავ შეიცვალა კლუბი. ამჯერად მისი ახალი კლუბი „ლოკომოტივი“ გახდა. ლოკომოტივიდან კი უცხოეთში, შოტლანდიის საფეხბურთო კლუბ „დანდიში“ გადავიდა. ქართველი ფეხბურთელის შოტლანდიაში გადასვლამ შოტლანდიაში დიდი აჟიოტაჟი გამიოწვია და ბრიტანეთის მასშტაბით არცთუ გამორჩეული კლუბი, მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში. შოტლანდიურმა გამოცემა „კურიერმა“ ახალგაზრდა ქართველი „ლიდს იუნაიტედის“ მცველ რიო ფერდინანდს შეადარა. შოტლანდიურ კლუბში ხიზანიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გიორგი ნემსაძის რეკომენდაციით მოხვდა, რომელიც აქ თამაშობდა და კაპიტანიც იყო.

„დანდიში“ ჩინებული თამაშის შემდეგ მისით შოტლანდიური გრანდი „გლაზგო რეინჯერსი“ დაინტერესდა. 2003 წელს ზურა რეინჯერსში გადავიდა, კარგადაც ათამაშდა, მაგრამ ბოლო დროს მწვრთნელი ალექს მაკლიში ქართველ მცველს აღარ ენდობოდა, ხიზანიშვილიც იძულებული გახდა სხვა კლუბი მოეძებნა. ეს სხვა კლუბი კი ინგლისის პრემიერლიგის კლუბი „ბლექბერნ როვერსი“ იყო. თავიდან ხაზანიშვილ იჯარით ერთი სეზონით აიყვანეს, შემდეგ კი მან გუნდთან კონტრაქტიც გააფორმა. მწვრთნელმა მარკ ჰიუზმა დიდი ნდობა გამოუცხადა ზურაბ ხიზანიშვილს, პირველი ორი სეზონი რეგულარულადაც ათამაშებდა, მაგრამ შემდგომში უელსელმა სპეციალისტმა ხიზანიშვილი სათადარიგო სკამზე დასვა და იშვიათად აძლევდა თავის გამოჩენის შანსს. 2008 წელს „ბლექბერნის“ მწვრთნელი პოლ ინსი გახდა, შემდეგ კი სემ ელერდაისი, თუმცა ქართველი ფეხბურთელი მაინც მოკლებული იყო ჩვეულ სათამაშო პრაქტიკას. 2009 წელს ზურა ხიზანიშვილი ინგლისის ერთ-ერთ ტიტულოვან კლუბ „ნიუკასლ იუნაიტედში“ გადავიდა იჯარით. 2009 წლის მიწურულს კი ჩემპიონშიპის კლუბ „რედინგში“ გადავიდა ისევ იჯარის წესით. 2011 წლიდან თამაშობს თურქეთის გუნდ „ქაისერისპორში“.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება]

ზურაბ ხიზანიშვილის სანაკრებო კარიერა იწყება 1999 წლის 5 ივნისს. მალე იგი ახალგაზრდულ ნაკრებშიც მიიწვიეს, სადაც მან 8 თამაში ჩაატარა. მისი რეგულარული სანაკრებო კარიერა 2000 წლიდან იწყება. 2007 წელს ზურას კონფლიქტი მოუვიდა საქართველოს ეროვნლი ნაკრების მთავარ მწვრთნელ კლაუს ტოპმიოლერთან, თუმცა ტოპმიოლერის შემცვლელმა, ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა პეტარ სეგრტმა გამოცდილი მცველი ნაკრებში დააბრუნა. ნაკრების შემდეგი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია ხიზანიშვილს ხშირად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშებდა. 2013 წელს ხიზანიშვილმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა[1]

საკლუბო სტატისტიკა[რედაქტირება]

კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი ლიგის თასი ევროთასები სხვა ტურნირები ჯამში
თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ
დინამო თბილისი 1998-99 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
ჯამში 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
თბილისი 1999-00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
ჯამში 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
ლოკომოტივი თბილისი 2000-01 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
ჯამში 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
დანდი 2000-01 5 0 0 0 0 0 0 0 0 0 5 0
2001-02 18 0 0 0 2 0 0 0 0 0 20 0
2002-03 16 0 5 0 1 0 0 0 0 0 22 0
ჯამში 39 1 5 0 3 0 0 0 0 0 47 0
გლაზგო რეინჯერსი 2003-04 25 0 1 0 2 0 8 0 0 36 0 0
2004-05 14 0 1 0 2 0 6 0 0 0 23 0
ჯამში 29 0 2 0 4 0 14 0 0 0 59 0
ბლექბერნ როვერსი 2005-06 24 1 2 0 4 1 0 0 0 0 30 2
2006-07 17 0 3 0 1 0 6 0 0 0 27 0
2007-08 10 0 1 0 1 0 0 0 0 0 12 0
2008-09 3 0 4 0 3 0 0 0 0 0 10 0
ჯამში 54 1 10 0 9 1 6 0 0 0 79 2
უცხოური კარიერის ჯამური შედეგები 122 2 17 0 16 1 20 0 0 0 185 2

ტიტულები[რედაქტირება]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

ზურაბ ხიზანიშვილი დაიბადა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ნოდარ ხიზანიშვილის ოჯახში. ჰყავს მეუღლე, მოდელი სალომე ღვინიაშვილი და 3 შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ხიზანიშვილი: ეროვნული ნაკრებიდან მივდივარ ჟურნალი „ტაბულა“ ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2013