ანდრო ჟორდანია
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ანდრო დიმიტრის ძე ჟორდანია | ||
დაბადების თარიღი | 4 ნოემბერი, 1904 | ||
დაბადების ადგილი |
თბილისი, რუსეთის იმპერია | ||
გარდაცვალების თარიღი | 25 აპრილი, 1974 (69 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1922–1924 | თსუ თბ. | ||
1925–1928 | დინამო თბ. | ||
1929 | დინამო დ. | ||
1932–1935 | დინამო ივ. | ||
1936–1937 | სპარტაკი ივ. | 11 | (3) |
1938–1940 | ოსნოვა ივ. | 1 | (1) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1936–1937 | სპარტაკი ივანოვო | ||
1938–1941 | ოსნოვა ივანოვო | ||
1945 | დინამო თბილისი | ||
1946–1947 | დინამო თბილისი | ||
1948–1951 | სპარტაკი თბილისი | ||
1952–1954 | კრასნოე ზნამია | ||
1955 | დინამო თბილისი | ||
1955–1956 | ფშმ თბილისი | ||
1957–1958 | ლოკომოტივი ქუთაისი | ||
1959–1961 | დინამო თბილისი | ||
1962 | ლოკომოტივი თბილისი | ||
1964–1965 | ტორპედო ქუთაისი | ||
1965–1967 | მეშახტე ტყიბული | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ანდრო ჟორდანია (დ. 4 ნოემბერი, 1904, თბილისი, რუსეთის იმპერია — გ. 25 აპრილი, 1974, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1944), საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1960).
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კარიერის განმავლობაში ითამაშა თბილისის (1925–28), დნეპროპეტროვსკის (1930–31) და ივანოვოს (1932–35) კლუბებში. თამაშობდა „სპარტაკსა“ (1936–37) და „ოსნოვაში“ (1938–40). იყო საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის პრიზიორი. ითამაშა თბილისის, საქართველოს, ამიერკავკასიის, უკრაინის, დნეპროპეტროვსკის და ივანოვოს ნაკრებებში. არაერთი შეხვედრა ჩაუტარებია თავდასხმაში, მაგრამ ძირითადად ცენტრალური ნახევარმცველის ფუნქციას ასრულებდა.
სამწვრთნელო კარიერა დაიწყო ქალაქ ივანოვოში. იგი იყო მოთამაშე მწვრთნელი ივანოვოს „ოსნოვაში“, რომლის შემადგენლობაში 1940 წელს რსფსრ-ს თასი მოიგო.
იყო სამამულო ომის მონაწილე, სადაც დაიმსახურა მრავალი სამხედრო ჯილდო.
ომის შემდეგ ჟორდანია არაერთხელ იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით გუნდი სამჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. ამას გარდა, წარმატებით მუშაობდა სხვა ქართულ გუნდებთანაც. ავტორია წიგნისა „ფიქრები ქართულ ფეხბურთზე“.
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სსრ კავშირის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი: 1931
- სსრ კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1924
სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თასის მფლობელი: 1940
ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1975 წლიდან სოფლის გუნდები ასპარეზობენ მისი სახელობის თასზე.
- 1974 წლიდან საქართველოს საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო ანდრო ჟორდანიას სახელობისაა.
- საქართველოში პოპულარულმა გაზეთმა „სახალხო გაზეთმა“ იგი დაასახელა XX საუკუნის საუკეთესო ქართველ მწვრთნელად, ნოდარ ახალკაცთან და ანატოლი ნორაკიძესთან ერთად.
- 2013 წლიდან თბილისის „დინამოს“ საწვრთნელ ბაზას მისი ბარელიეფი ამშვენებს, ასევე ბაზა მის სახელს ატარებს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თედორაძე, ზურაბ (2002). თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- Винокуров В. И.; Владимиров В.Г., Всё о футболе / Соскин А. М. (сост.), М.: ФиС, 1972. — გვ. 301. 448 გვ.
- Соскин А. М. (сост.), Всё о футболе. Страны. Клубы. Турниры. Футболисты. Тренеры. Судьи, М.: ФиС, 1972. — გვ. 301. 448 გვ.
- Торадзе, Гулбат., Футбол на всю жизнь, Тб.: Русский клуб, 2007. — გვ. 11, 23, 31, 65–67. 728 გვ., ISBN 99940-60-26-0.
პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თბილისის „დინამოს“ მწვრთნელები // გაზ. „ლელო“, 8 აპრილი, 1978, № 69 (6134), გვ. 3, ISSN 2233-3827.
- ჯაფარიძე, ოთარ. დავუბრუნოთ ქართული ფეხბურთის ისტორიას დავიწყებული გუნდებისა და ფეხბურთელების სახელები // ჟურნ. „ათიანი“, იანვარი, 2015, № 70, გვ. 18–25, ISSN 1512-1658.
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჟორდანია, ანდრო (1976). ფიქრები ქართულ ფეხბურთზე. თბ.: საბჭოთა საქართველო.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ანდრო ჟორდანია — თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი
- ანდრო ჟორდანია — 110 — საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
ქართული სპორტი · Dinamo-Tbilisi.ru · FootballFacts.ru |
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ |
Presa.ge · Sportall.ge · Worldsport.ge |
|
- დაბადებული 1904
- დაბადებული 4 ნოემბერი
- გარდაცვლილი 1974
- გარდაცვლილი 25 აპრილი
- ქართველი ფეხბურთელები
- საბჭოთა ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- ქართველი ფეხბურთის მწვრთნელები
- საბჭოთა ფეხბურთის მწვრთნელები
- თბილისის დინამოს მწვრთნელები
- თბილისის სპარტაკის მწვრთნელები
- ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელები
- ტყიბულის მეშახტეს მწვრთნელები
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები