ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სხიპჰოლი)
სხიპჰოლი
ინფორმაცია
ტიპი სამოქალაქო
მფლობელი ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
ადგილმდებარეობა ამსტერდამი
კოორდინატები 52°18′29″ ჩ. გ. 004°45′51″ ა. გ. / 52.30806° ჩ. გ. 4.76417° ა. გ. / 52.30806; 4.76417

სხიპჰოლი (ნიდერლ. Luchthaven Schiphol) — ნიდერლანდების მთავარი აეროპორტი. მდებარეობს ქალაქ ამსტერდამიდან სამხრეთ-დასავლეთით 17,5 კილომეტრში. არაერთი ნიდერლანდური ავიაკომპანიის მთავარი ცენტრია (KLM, Arkefly, Corendon Dutch Airlines, Martinair, Transavia.com). აგრეთვე წარმოადგენს აშშ-ის ავიაკომპანიის Delta Air Lines-ის ევროპულ ცენტრსა და Vueling Airlines-ის საყ­რდე­ნ პუნ­ქტს. დიდი ბრიტანეთის — ჰითროუს, გერმანიის — მაინის ფრანკფურტის, საფრანგეთის — პარიზი-შარლ-დე-გოლის აეროპორტებთან ერთად არის ევროპის მთავარი საჰაერო ჭიშკარი.

ფუნქციონირებს ხუთი ძირითადი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი, კიდევ ერთი ადზ ემსახურება მცირე ავიაციის რეისებს. აეროპორტი აშენებულია როგორც ერთი დიდი ტერმინალი მგზავრებისათვის განკუთვნილი დიდი დარბაზით, რომელიც უკანასკნელად 1994 წელს ააშენეს. სხიპჰოლი მრავალი პრიზის გამარჯვებულია. მისი ისტორია სათავეს XX საუკუნის 20-იან წლებში იღებს. იმ დროს აქ სამხედრო ბაზა და ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი მდებარეობდა. სამოქალაქო თვითმფრინავებმა აეროდრომის გამოყენება 1920 წლიდან დაიწყეს.

1951 წელს სხიპჰოლის სიახლოვეს გაიხსნა ავიასამშენებლო კომპანია Fokker. 2005 წლის 27 ოქტომბერს აეროპორტში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დაიღუპა 11 ადამიანი. 2012 წლის 13 თებერვალს ნიდერლანდურმა პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც საპირფარეშოში იყო გამოკეტილი და ამტკიცებდა, რომ ჰქონდა ასაფეთქებელი მოწყობილობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]