შინაარსზე გადასვლა

შუქურა ქობულეთი (საფეხბურთო კლუბი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შუქურა ქობულეთი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი შუქურა ქობულეთი
მეტსახელი ვიკინგები
დაარსდა 1968
სტადიონი ჩელე არენა
ქობულეთი, საქართველო
(ტევადობა: 6,000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა რევაზ ჩელებაძე
მწვრთნელი საქართველოს დროშა რევაზ გოცირიძე
კაპიტანი საქართველოს დროშა გიორგი ჩელებაძე
ლიგა ეროვნული ლიგა
საიტი ოფიციალური საიტი

„შუქურა“ ქობულეთი — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ქობულეთიდან. თამაშობს რევაზ ჩელებაძის სახელობის ჩელე არენაზე. კლუბი დაარსდა 1968 წელს.

კლუბი შეიქმნა 1968 წელს. თავდაპირველად ქობულეთის „ქობულეთი“ ერქვა. 2003-04 წლების სეზონში გახდა პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა და აღზევდა უმაღეს ლიგაში, სადაც მხოლოდ 1 სეზონი გაატარა. შემდგომ წლებში გუნდი დაიშალა და 2011 წელს განახლდა, მთავარი მწვრთნელის ასლან ბალაძის დახმარებით რეგიონ ლიგაში წარმატებით ასპარეზობის შემდეგ პირველ ლიგაში დაბრუნდა. მალევე ასლან ბალაძემ დატოვა კლუბი და მის ნაცვლად ვალერი ჩხარტიშვილი მოვიდა. 2012-13 წლების სეზონში „შუქურა“ პირველი ლიგის B ჯგუფში მესამე ადგილს დასჯდერდა. 2013-14 წლების სეზონში ასპარეზობა ამჯერად პირველი ლიგის A ჯგუფში განაგრძო და ჩემპიონიც გახდა. სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ ვალერი ჩხარტიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო იგი ბესიკ შეროზიამ ჩაანაცვლა, აგვისტოდან მთავარი მწვრთნელის პოსტი ამირან გოგიტიძემ ჩაიბარა, თუმცა ნოემბერში კლუბი დატოვა, მისი ადგილი უკრაინელმა კონსტანტინ ფროლოვმა დაიკავა.

სწორედ 2013-14 წლების სეზონში შეძლო „შუქურამ“ ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალში გასვლა, სადაც საჩხერის „ჩიხურასთან“ დამარცხდა.

ყველაზე დიდი ანგარიშით „შუქურამ“ ბათუმის „ადელის“ დამარცხება შეძლო (6-0),[1] „შუქურას“ ნახევარმცველმა და კაპიტანმა გიორგი ჩელებაძემ დუბლი გაიფორმა, ამავე ანგარიშით დაამარცხა ოზურგეთის „მერცხალი“, სადაც გიორგი ჩელებაძემ პოკერი შეასრულა.[2] ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი „ჩიხურასთან“ განიცადა (0-8).[3]

ჩელე არენა განახლების შემდეგ 2012

მას შემდეგ, რაც ქობულეთში საფეხბურთო კლუბი აღარ არსებობდა, სტადიონი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა და საფეხბურთო მატჩებისთვის აღარ გამოიყენებოდა. 2012 წელს ქობულეთის ცენტრალურ სტადიონს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, გამოიცვალა სკამები, რეაბიულიტაცია ჩაუტარდა ლოჟას, მინდვრის საფარის ნაცვლად დაიგო ხელოვნური საფარი. ლეგენდარული ქობულეთელი ფეხბურთელის, რევაზ ჩელებაძის პატივსაცემად სტადიონს ეწოდა „ჩელე არენა“.

მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ.

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

№ პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე რუსეთი რუსეთი აზამატ ჯიოევი (კაპიტანი)
2 მცველი საქართველო საქართველო დავით ცეცხლაძ
3 მცველი საქართველო საქართველო გიორგი კალანდაძე
4 მცველი საქართველო საქართველო გიორგი კალანდია
5 მცველი საქართველო საქართველო ბორის მახარაძე
6 ნახევარმცველი საქართველო საქართველო შერმადინ ართმელაძე
7 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ლევან კუტალია
8 ნახევარმცველი ბრაზილია ბრაზილია ჟეფინიო
10 თავდამსხმელი საქართველო საქართველო გიორგი ჩელებაძე
11 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ირაკლი კლიმიაშვილი
13 ნახევარმცველი საქართველო საქართველო კობა შალამბერიძე
14 მცველი საქართველო საქართველო ლაშა ჯაფარიძე
15 ნახევარმცველი საქართველო საქართველო გიორგი ჭანუკვაძე
№ პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
16 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ლევან საბაძე
17 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ალექსანდრე გურული
18 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ერეკლე მალაზონია
21 თავდამსხმელი რუსეთი რუსეთი გიორგი არქანია
25 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ჭიაბერ ჭეჭელაშვილი
27 მცველი უზბეკეთი უზბეკეთი ალექსანდრე კლეცკოვი
30 მეკარე საქართველო საქართველო ილია სტურუა
33 მცველი რუსეთი რუსეთი ირაკლი ჭეჟია
77 მცველი რუსეთი რუსეთი გიგა მამულაშვილი
78 ნახევარმცველი საქართველო საქართველო თორნიკე დაგარგულია
89 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ჯაბა გოგიტიძე
99 მცველი საქართველო საქართველო რომან ჩაჩუა
პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
მეკარესაქართველოს დროშა ილია სტურუასაქართველოს დროშა სქური წალენჯიხა
მცველისაქართველოს დროშა გიორგი კალანდიასაქართველოს დროშა ვიტ ჯორჯია
მცველისაქართველოს დროშა ბორის მახარაძესაქართველოს დროშა ლოკომოტივი თბილისი
მცველიუზბეკეთის დროშა ალექსანდრე კლეცკოვიუზბეკეთის დროშა ნეფთჩი ფერგანა
ნახევარმცველისაქართველოს დროშა ირაკლი კლიმიაშვილისაქართველოს დროშა ლოკომოტივი თბილისი
ნახევარმცველისაქართველოს დროშა ჭიაბერ ჭეჭელაშვილისაქართველოს დროშა გურია ლანჩხუთი
ნახევარმცველისაქართველოს დროშა შერმადინ ართმელაძესაქართველოს დროშა საპოვნელა თერჯოლა
თავდამსხმელირუსეთის დროშა გიორგი არქანიასაქართველოს დროშა კოლხეთი ხობი

* — იჯარით
** — იჯარიდან

პოზ. ფეხბურთელი ახალი კლუბი
მეკარესაქართველოს დროშა შოთა მამინაშვილისაქართველოს დროშა ზუგდიდი
მცველისაქართველოს დროშა ზურაბ მალანიასაქართველოს დროშა ზუგდიდი
მცველისაქართველოს დროშა ბაქარ მირცხულავასაქართველოს დროშა ჩიხურა საჩხერე
მცველისაქართველოს დროშა გურამ ადამაძესაქართველოს დროშა ტორპედო ქუთაისი
ნახევარმცველისაქართველოს დროშა ლევან ანანიძე{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველინიგერიის დროშა კონიეჰა ონიეკა{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველისაქართველოს დროშა ზურაბ არზიანისაქართველოს დროშა საბურთალო
ნახევარმცველისაქართველოს დროშა ირაკლი კომახიძესაქართველოს დროშა ლოკომოტივი თბილისი
თავდამსხმელისაქართველოს დროშა გიორგი ბერიაშვილისაქართველოს დროშა სამტრედია
თავდამსხმელისაქართველოს დროშა ლაშა ომანიძე{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი

* — იჯარით
** — იჯარიდან

შუქურას ბომბარდირები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხრილში გოლთა რაოდენობა მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის (ეროვნული ლიგა, ეროვნული ლიგა 2) მონაცემებით.

წელი ფეხბურთელი ეროვნება გოლები
2016 კობა შალამბერიძესაქართველოს დროშა საქართველო4
2015-16 ელგუჯა ლობჯანიძესაქართველოს დროშა საქართველო7
2014-15 გიორგი ჩელებაძესაქართველოს დროშა საქართველო7
2013-14 გიორგი ჩელებაძესაქართველოს დროშა საქართველო22
2012-13 გიორგი ჩელებაძესაქართველოს დროშა საქართველო13
სეზონი ლიგა ადგ. თ. მ ფ წ გტ გშ ქ თასი ევროპა შენიშვნა მწვრთნელი
2003–04 პირველი ლიგა 1 301947 542861 1/4 ფინალი აღზევდა
2012–13 პირველი ლიგა, ჯგუფი B 3 301947 562561 1/8 ფინალი
2013–14 პირველი ლიგა, ჯგუფი A 1 241833 722357 1/2 ფინალი აღზევდა საქართველოს დროშა ვალერი ჩხარტიშვილი
საქართველოს დროშა ბესიკ შეროზია
2014–15 უმაღლესი ლიგა 7 3011811 363841 1/8 ფინალი უკრაინის დროშა კონსტანტინ ფროლოვი
საქართველოს დროშა გელა სანაია
2015–16 უმაღლესი ლიგა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]