შინაარსზე გადასვლა

ჟიულ ლიმბეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟიულ ლიმბეკი
ლიმბეკი მეუღლესთან ერთად
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჟიულ (დიულა) ლიმბეკი [1]
დაბადების
თარიღი
13 ოქტომბერი, 1904
დაბადების
ადგილი
სიბიუ, სიბიუს ჟუდეცი,
ტრანსილვანია,
ავსტრია-უნგრეთი
გარდაცვალების
თარიღი
4 ნოემბერი, 1952 (48 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
ბუდაპეშტი, უნგრეთი[2]
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1924–1925 უიპეშტი 2 (0)
?–? ფერენცვაროში ? (?)
1924–1925 კიშპეშტი 3 (1)
?–? აუსტრია ? (?)
1934–1935 ამიენი 5 (0)
1935 კაზანკა[3] ? (?)
სამწვრთნელო კარიერა
1930–1931 გალათასარაი
1931–? რასინგი
1934–1935 ამიენი
1936 ზაპოროჟიეს ნაკრები
1936 სტალი დნეპროპეტროვსკი
1936 დნეპროპეტროვსკის ნაკრები
1936–1937 დინამო თბილისი
1937 ლოკომოტივი მოსკოვი
1938–1940 უნიონ სენ-ჟილუაზი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
L'Humanité-ს საგაზეთო ცნობა ლიმბეკის მიერ პარიზში ფეხბურთის მწვრთნელთა მოსამზადებელი კურსების გახსნის შესახებ.[4]

ჟიულ (დიულა) ლიმბეკი (უნგრ. Limbeck Gyula; დ. 13 ოქტომბერი, 1904, სიბიუ,[5] სიბიუს ჟუდეცი, ტრანსილვანია, ავსტრია-უნგრეთი — გ. 4 ნოემბერი, 1952,[2] ბუდაპეშტი) — გერმანული წარმოშობის[4] უნგრელი და ფრანგი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი 1936 წლის შემოდგომიდან 1937 წლის მარტამდე.[2][6]

ჟიულ ლიმბეკის შესახებ ინფორმაციები მწირი და წინააღმდეგობრივია.[7] ახალგაზრდობაში თამაშობდა უნგრეთისა და ავსტრიის საფეხბურთო კლუბებში, ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე.[8][9] წვრთნიდა თურქულ „გალათასარაის“ და ფრანგულ კლუბებს („ლიონი“, „ამიენი“)[7]

1934 წლიდან საბჭოთა კავშირშია. 1936 წლის შემოდგომიდან ინიშნება თბილისის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად. ჟიულ ლიმბეკი მკაცრი და საბჭოთა საფეხბურთო სპეციალისტებისგან განსხვავებული სტილით გამოირჩეოდა.[10] ფეხბურთელებს დიდ დატვირთვას თხოვდა. ამ მეთოდიკასთან შეუთავსებლობის გამო სეზონის დასრულებისთანავე ფეხბურთელებმა ბორის პაიჭაძის ინიციატივით მასთან ურთიერთობის შეწყვეტა მოითხოვეს.

ლიმბეკმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდული გუნდის ფორმირებაში. მისი ხელმძღვანელობით გუნდი სსრ კავშირის თასის ფინალში გავიდა.[7]

მოგვიანებით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადაინაცვლა, სადაც 1937 წლის აპრილიდან აგვისტომდე გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.[2][11][12][კომ. 1]

ფეხბურთის ისტორიის მკვლევარის სერგეი ვერშინინის[კომ. 2] მიერ მოძიებული ცნობების მიხედვით, რომელიც ოცი წლის განმავლობაში იკვლევდა ჟიულ ლიმბეკის ბიოგრაფიას — მისი დახვრეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.[4][კომ. 3]

ჟიულ ლიმბეკმა 1937 წელს სსრ კავშირში ბასკი ფეხბურთელების საფეხბურთო ტურნეს დასრულების შემდეგ, მათთან ერთად დატოვა ქვეყანა და საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც იმავე წლის დეკემბერში პარიზში ფეხბურთის მწვრთნელთა მოსამზადებელი კურსები გახსნა, რის შესახებ იტყობინება გაზეთი L'Humanité — თავის სტატიაში სათაურით „Les cours d'entraineurs de football“. გაზეთის აღნიშნული ნომერი 1937 წლის 18 დეკემბრით თარიღდება, ხოლო სტატია მე-4 გვერდზეა განთავსებული.[4]

1938–1942 წლებში ლიმბეკი მწვრთნელად მუშაობდა ბელგიაში. შემდეგ ალჟირსა და საბერძნეთში. 1946 წელს იგი უნგრეთში ბრუნდება. საფეხბურთო მოღვაწეობის გარდა მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა აგრეთვე არქიტექტურას, მხატვრობას. მუშაობდა კარიკატურის ჟანრში. ამას გარდა, დაკავებული იყო წიგნების გაფორმებითა და მულტიპლიკაციით.[4]

თურქეთის დროშა გალათასარაი
სტამბულის საფეხბურთო ლიგა
  • ჩემპიონი: 1930–31
საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1936 (შ.)
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1936

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. FC Lokomotiv Moscow – managers: Stolyarov (1936) Limbeck (1937) Sushkov (1938–45) Blinkov (1946) Maksimov (1947–48) Apukhtin (1948) Maksimov (1948–49) Kachalin (1949–52) Arkadyev (1952–57) Yeliseyev (1958–59) Morozov (1959–62) Kostylev (1962) Arkadyev (1963–65) Rogov (1965) Beskov (1966) Bubukin (1966–68) Maryenko (1969–70) Rogov (1971–72) Volchok (1972) Yakushin (1973) Volchok (1973–78) Maryenko (1978–80) Sevidov (1981–82) Radionov (1983) Volchok (1983–85) Semin (1985–90) Filatov (1991) Semin (1992–2005) Eshtrekov (2005) Muslin (2006) Dolmatov (2006) Byshovets (2007) Bilyaletdinovc (2007) Rakhimov (2008–09) Maminovc (2009) Semin (2009–10) Krasnozhan (2011) Maminovc (2011) Couceiro (2011–12) Bilić (2012–13) Kuchuk (2013–14) Cherevchenkoc (2014) Božović (2014–15) Cherevchenko (2015–16) Pashininc (2016) Semin (2016–). დაარქივებულია ორიგინალიდან
  2. სერგეი ლეონიდეს ძე ვერშინინი (რუს. Сергей Леонидович Вершинин) — ფეხბურთის ისტორიის მკვლევარი.
  3. ციტატა: „... Насчет даты расстрела, это надо спросить у того, кто её первый раз написал. Человек с богатой фантазией. Чтобы подтвердить, что он не погиб, хотя для меня это странно даже слышать или читать, посылаю заметку из французской газеты L'Humanité от 18.12.1937 года, 4-я страница. Лимбек умер в Будапеште (Венгрия) в 1952-ом году (ранее у меня были данные о 1955-ом). В конце прошлого года (2017 г.) я был на кладбище Ракошкерестури у его могилы. Он был играющим тренером Вашей «Казанки» в чемпионате Москвы осенью 1935 года. А уехал он из СССР в 1937-ом году вместе с басками. У меня есть заметки из французских газет января 1938 года, что он открывает тренерские курсы в Париже. Вообще его биографией плотно занимаюсь уже 20 лет, а лет 15 уже знал, что его не расстреливали. Годы 1938-1942, когда он тренировал в Бельгии. Я уже нашёл, в каких газетах есть информация о нем. В интернете они не открываются даже на платной основе, так что возможно придётся ехать в Бельгию — в национальную библиотеку. После Бельгии были Алжир и Греция, а в 1946 году он вернулся в Венгрию. В его карьере игрока и тренера было около 40 команд. Он был архитектором, мультипликатором (стоял у истоков мультипликации в Бельгии), художником, оформителем книг, великолепным шаржистом-рисовальщиком, футболистом и тренером. Скажу ещё про его национальность. Лимбек — трансильванский венгр немецкого происхождения. Сложно, но так будет правильно.“ დაარქივებულია ორიგინალიდან

ჟიულ ლიმბეკის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებთან დაკავშირებით სხვადასხვა წყაროები სხვადასხვა ცნობებს იძლევიან — დ. 1899,[13] 1 იანვარი, 1903,[14] 1904[2] — გ. 1937, 4 ნოემბერი, 1952,[2] 1955[14] — ამასთან, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები წარმოდგენილ მონაცემთა ნამდვილობის შესახებ აღნიშნულ წყაროებში არ მოიპოვება. ამ დრომდე, მტკიცებულებების გარეშე რჩება შემდეგი მონაცემებიც: დაბადების ადგილი — აიუდი, ალბის ჟუდეცი, ტრანსილვანია, ავსტრია-უნგრეთი. გარდაცვალების თარიღი — 1937.[15][16] გარდაცვალების ადგილი — უცნობია.[15][16] ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციაა წარმოდგენილი ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში — მისი გარდაცვალების გარემოებათა შესახებაც. წყაროების ერთი ნაწილის ცნობით ის 1937 წელს დახვრიტეს.[16][15][17][18] სხვა წყაროების მიხედვით იგი ბუდაპეშტში — 1955 წლის 31 დეკემბერს გარდაიცვალა.[5][14]

  1. ჟიულ ლიმბეკი და ქართველი ფეხბურთელები — ფოტოზე გამოსახულნი არიან, შუაში: მარცხნიდან მეხუთე თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ჟიულ ლიმბეკი მეუღლითურთ. ფეხბურთელები: ყანჩელი, ჩიკვაიძე და ლარიონოვი. ფოტო გადაღებულია თბილისში. წყარო: ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Лимбек, Дьюла (Жюль)
  3. «Казанка» Москва
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Наша история: Правда о первом иностранном тренере "Локомотива"
  5. 5.0 5.1 Raphael Brosse (29 აგვისტო, 2016). Jules Limbeck, destinée tragique chez les Soviétiques. ციტატა: „...Son dossier d’étranger mentionne qu’il soit né le 13/10/1904 à Nagyszeben (Sibiu).“ დაარქივებულია ორიგინალიდან
  6. Состав команды «Динамо» Тбилиси в сезоне 1936 (о)
  7. 7.0 7.1 7.2 «От Лимбека до Шустера», «Спорт-Ревю» № 27 (177) 4 — 10 июля 2003 г.
  8. Jules Limbeck — Association football, Forward (association football), Újpest FC, Ferencvárosi T.C., FK Austria Wien]
  9. «Официальная история футбольного клуба „Локомотив“ Москва 1923—2005»
  10. The Legacy Of Gyula Limbeck
  11. «Официальная история футбольного клуба „Локомотив“ Москва 1923—2005»
  12. The Info List — Slaven Bilić
  13. Román források szerint 1899-ben született – valahol Erdélyben, az akkori Osztrák-Magyar Monarchia területén.
  14. 14.0 14.1 14.2 Gyula Limbeck — Manager profile.
  15. 15.0 15.1 15.2 „დინამოს“ პირველი უცხოელი მწვრთნელი, რომელიც კომუნისტებმა დახვრიტეს
  16. 16.0 16.1 16.2 Domm Norris (8 იანვარი, 2011). The Legacy Of Gyula Limbeck. ციტატა: „...The tragedy of the story comes in the fact that in the wake of Lokomotiv's poor results against Spanish opposition, Limbeck became a victim of politics and was arrested and executed for reasons unknown.“
  17. «Официальная история футбольного клуба „Локомотив“ Москва 1923—2005»
  18. Куда девался Жюль Лимбек?