რუსთავი (საფეხბურთო კლუბი)
![]() | |||
| სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი რუსთავი | ||
|---|---|---|---|
| დაარსდა | 2015 | ||
| სტადიონი | სფფ ტექნიკური ცენტრი , რუსთავი | ||
| პრეზიდენტი | ბაჩანა ცხადაძე | ||
| მწვრთნელი | გიორგი ცეცაძე | ||
| ლიგა | ეროვნული ლიგა | ||
| 2025 | 1 (დაწინაურდა) | ||
| საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
| |||
რუსთავი (საფეხბურთო კლუბი რუსთავი) — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ რუსთავიდან . 2025 წლის სეზონის შემდეგ გუნდი საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში დაწინაურდა. დაარსდა 2015 წელს და არის საქართველოს საფეხბურთო ლიგების ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე.
გუნდმა ორი სეზონი გაატარა უმაღლეს ლიგაში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ კლუბს არანაირი იურიდიული კავშირი არ აქვს ქალაქში არსებულ არცერთ საფეხბურთო კლუბთან ( „გორდა“, „მეტალურგი“, „ოლიმპი “). როგორც ახალი გუნდი, ის 2015 წლის 3 ივლისს დაარსდა[1].
რუსთავის“ დებიუტი მეორე დივიზიონში იმავე წელს შედგა და ცხრილის შუაში გასვლით მიაღწია იქ ადგილის შეინარჩუნების მოკრძალებულ მიზანს[2].
მოლოდინების საწინააღმდეგოდ, 2016 წელს ისინი ფავორიტებს შორის აღმოჩნდნენ, მოახერხეს დაწინაურების ბრძოლაში გამარჯვება და მწვრთნელ ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით ლიგა მოიგეს. თუმცა, სეზონის გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლასთნ დაკავშირებით გარდამავალი პერიოდის გამო, არცერთი გუნდი არ დაწინაურებულა[3].
017 წელს ცუდი სტარტის მიუხედავად, კლუბმა მკვეთრად გააუმჯობესა თამაში და ათმატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ პირველი ადგილი დაიკავა, და პირველ ლიგაში ავტომატურად გადავიდა[4].
„რუსთავმა“ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა, როგორებიც არიან ნუკრი რევიშვილი, მამუკა კობახიძე და ოთარ მარცვალაძე და ეროვნულ ლიგაში პირველივე თამაშში „დინამო თბილისთან“ სამი ქულა მოიპოვა. თუმცა, სეზონის განმავლობაში შემადგენლობის ხშირმა ცვლილებამ სტაბილურ შედეგებს ვერ შეუწყო ხელი და საბოლოოდ გუნდმა მე-7 ადგილი დაიკავა[5].
კლუბი 2019 წლის რეგულარული სეზონის უმეტესი ნაწილის განმავლობაში იბრძოდა. საბოლოოდ, „რუსთავის“ ლიგაში დარჩენა შეეძლო თელავთან პლეი-ოფში გამარჯვების შემთხვევაში, თუმცა ორივე თამაშში დამარცხდა[6].
ლიგა 2-ში დაბრუნების შემდეგ, მომდევნო სეზონში „რუსთავი“ ლიგაში დაწინაურებისთვის ბრძოლაში ჩაერთო და ბოლო თამაშამდე პლეი-ოფში გასვლის შანსი არ დაუკარგავს. თუმცა, ბოლო მატჩის შედეგები არახელსაყრელი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ამ სეზონში „რუსთავმა“ თავისი ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 10–0[7].
2021 წლიდან კლუბმა ორჯერ მიიღო მონაწილეობა გასავარდნ პლეი-ოფში. თავდაპირველად, „რუსთავი“ სტუმრად გატანილი გოლების წყალობით „კოლხეთი 1913“-ს აჯობა, თუმცა მომდევნო სეზონში ორივე მატჩი „კოლხეთ ხობთან“ წააგო, რის გამოც მესამე დივიზიონში გავარდა[8].
2023 წლის სეზონში, „რუსთავი“ ავტომატურად დაწინაურებისთვის იბრძოდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა პლეი-ოფში „ლოკომოტივთან“ საერთო ჯამში 7–4 დამარცხდა, საბოლოოდ, ფედერაციის მიერ შუქურას დისკვალიფიკაციის შედეგად, ისინი მეორე დივიზიონში დაბრუნდნენ[9].
2024 წელს „რუსთავი“ მესამე ადგილზე გავიდა, რაც გულისხმობდა დაწინაურების პლეი-ოფში მონაწილეობას, თუმცა „თელავთან“ დამარცხდა. ერთი წლის შემდეგ, გუნდმა მოახერხა ლიგა 2-ის სეზონის მოგება, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის შუაში ათი ქულით ჩამორჩებოდა და ექვსწლიანი არყოფნის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა[10] .
რუსთავი“ სამჯერ გავიდა საქართველოს თასის მეოთხედფინალში. ქვედა ლიგის გუნდის რანგში, ისინი ნახევარფინალში გასვლასთან ახლოს იყვნენ 2017 წელს „დინამო თბილისთან“ თამაშის დროს. ძირითად და დამატებით დროში უგოლო ფრედ დამთავრებული მატჩის შემდეგ, მეოთხედფინალის გამარჯვებული პენალტების სერიაში გაირკვა[11]. იგივე სცენარი განვითარდა ორი წლის შემდეგ, როდესაც „რუსთავი“-ს თასის კამპანია „ტორპედო ქუთაისმა“ შეაჩერა[12].
სეზონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| სეზონი | ლიგა | ადგილი | თ | მ | ფ | წ | გტ | გშ | ქ | თასი |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 2015/16 | მე-2 | 9 | 34 | 10 | 13 | 11 | 33 | 33 | 43 | 1 რაუნდი |
| 2016 | 1 | 16 | 12 | 2 | 2 | 40 | 15 | 32 | წინასწარი რაუნდი | |
| 2017 | 1 | 36 | 26 | 5 | 5 | 72 | 25 | 83 | 1/4 ფინალი | |
| 2018 | 1-ელი | 7 | 36 | 8 | 13 | 15 | 33 | 44 | 37 | 1/8 ფინალი |
| 2019 | 8 | 36 | 9 | 11 | 16 | 40 | 56 | 38 | 1/4 ფინალი | |
| 2020 | მე-2 | 4 | 18 | 7 | 5 | 6 | 35 | 27 | 26 | 1/16 ფინალი |
| 2021 | 9 | 36 | 11 | 6 | 19 | 46 | 58 | 39 | 1/16 ფინალი | |
| 2022 | 7 | 28 | 6 | 5 | 17 | 34 | 54 | 23 | 1/8 ფინალი | |
| 2023 | მე-3 | 3 | 30 | 19 | 4 | 7 | 63 | 31 | 61 | 1 რაუნდი |
| 2024 | მე-2 | 2 | 36 | 20 | 5 | 11 | 62 | 41 | 65 | 1/4 ფინალი |
| 2025 | 1 | 36 | 21 | 8 | 7 | 62 | 30 | 71 | 1/4 ფინალი |
ბომბარდირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| Season | Div. | Name | Goals |
|---|---|---|---|
| 2015–16 | მე-2 | 6 | |
| 2016 | 12 | ||
| 2017 | 30 | ||
| 2018 | 1-ელი | ოთარ მარცვალაძე |
4 |
| 2019 | 8 | ||
| 2020 | მე-2 | 13 | |
| 2021 | 12 | ||
| 2022 | 9 | ||
| 2023 | მე-3 | 10 | |
| 2024 | მე-2 | 15 | |
| 2025 | 13 |
პენალტების სერიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| თარიღი | ტურნირი | რაუნდი | მოწინაამღდეგე | მოედანი | შედეგი | |
|---|---|---|---|---|---|---|
| 13 სექტემბერი 2017 | საქართველოს თასი | 1/4 ფინალი | დინამო თბილისი | სახლში | წაგება | 0–3 |
| 25 სექტემბერი
2019 |
საქართველოს თასი | 1/4 ფინალი | ტორპედო ქუთისი | სახლში | წაგება | 2–4 |
| 7 აგვისტო 2025 | საქართველოს თასი | 1/8 ფინალი | იბერია 2 | სტუმრად | მოგება | 4–3 |
შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონაცემები აღებულია „Crystalbet ეროვნული ლიგის“ ოფიციალური საიტიდან 2025 წლის 16 დეკემბრის მონაცემებით[13].
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
მწვრთნელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| სახელი | ერო. | -დან | -მდე |
|---|---|---|---|
| გიორგი მიშველიძე | 2015 წლის სექტემბერი | 2016 წლის აპრილი | |
| ვარლამ კილასონია | 2016 წლის აპრილი | 2017 წლის დეკემბერი | |
| ვლადიმერ გაზაევი | 2018 წლის იანვარი | 2018 წლის ივნისი | |
| ვარლამ კილასონია (2) | 2018 წლის ივნისი | 2018 წლის სექტემბერი | |
| უჩა სოსიაშვილი | 2018 წლის სექტემბერი | 2018 წლის დეკემბერი | |
| ბადრი კვარაცხელია | 2019 წლის თებერვალი | 2019 წლის აპრილი | |
| ვარლამ კილასონია (3) | 2019 წლის მაისი | 2020 წლის ივლისი | |
| სულიკო დავითაშვილი | 2020 წლის ივლისი | 2020 წლის აგვისტო | |
| თემურ მახარაძე | 2020 წლის აგვისტო | 2021 წლის თებერვალი | |
| ვლადიმერ ხაჩიძე | 2021 წლის თებერვალი | 2021 წლის ივლისი | |
| არმაზ ჯელაძე | 2021 წლის აგვისტო | 2022 წლის აპრილი | |
| ლევან ჯოხაძე | 2022 წლის მაისი | 2022 წლის ნოემბერი | |
| ვალერი აბრამიძე | 2022 წლის ნოემბერი | 2022 წლის დეკემბერი | |
| ვარლამ კილასონია (4) | 2023 წლის თებერვალი | 2025 წლის აპრილი | |
| გიორგი ცეცაძე | 2025 წლის აპრილი |
კლუბის შტაბი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| პოზიცია | სახელი |
|---|---|
| გენერალური დირექტორი | ბაჩანა ცხადაძე |
| მთავარი მწვრთნელი | გიორგი ცეცაძე |
| მწვრთნელის თანაშემწე | |
| მეკარეების მწვრთნელი | ანდრო კოროშინაძე |
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პირველი ლიგა/ეროვნული ლიგა 2
- ჩემპიონი (3): 2016 (თეთრი ჯგუფი), 2017, 2025
- მეორეადგილოსანი (1): 2024
- ლიგა 3
- მესამეადგილოსანი (1): 2023
ცნობილი ფეხბურთელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა გუნდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„რუსთავის“ სათადარიგო გუნდიც ჰყავს, რომელიც რეგიონული ლიგის A ჯგუფში მონაწილეობს[14]. მათი საშინაო არენა ფოლადის სტადიონია .
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ რუსთავი: აღზევება (5 December 2017).
- ↑ 2015/16 regular season.
- ↑ პირველი ლიგა ოთხმა კლუბმა გაინაღდა.
- ↑ ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონი დასრულდა (25 November 2017).
- ↑ Erovnuli Liga in 2018.
- ↑ თელავმა" "რუსთავი" დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში დაწინაურდა (11 December 2017).
- ↑ ეროვნული ლიგა 2. "რუსთავმა" 10:0 მოიგო (29 November 2020).
- ↑ ეროვნულ ლიგა 2-ში ხობის "კოლხეთი" და "ვიტ ჯორჯია" ითამაშებენ.
- ↑ "შუქურა" ლიგა 4-ში დაქვეთდა, ლიგა 2-ში კი "რუსთავი" ითამაშებს - ეროვნულმა ლიგამ ლიცენზირების შედეგები გამოაქვეყნა #1TVSPORT "შუქურა" ლიგა 4-ში დაქვეთდა, ლიგა 2-ში კი "რუსთავი" ითამაშებს. ციტირების თარიღი: 11 January 2024
- ↑ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რუსთავი Crystalbet ეროვნულ ლიგაში ითამაშებს ka (25 November 2025). ციტატა: „Rustavi set to return to Crystalbet Erovnuli Liga after a long pause“ ციტირების თარიღი: 6 December 2025
- ↑ რუსთავი-დინამო (თბ) 0:0 (პენ. 0:3) - რევიშვილის საოცრებანი (14 September 2017).
- ↑ ქუთაისის "ტორპედო" დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალშია (25 September 2019).
- ↑ Rustavi players.
- ↑ 2025 Regional league.
| ||||||||||||||||||||
