თამაზ კოსტავა
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | თამაზ გივის ძე კოსტავა[1] | ||
დაბადების თარიღი | 29 თებერვალი, 1956 | ||
დაბადების ადგილი |
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 175 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1973–1976 | ტორპედო ქ. | 106 | (0) |
1977–1982 | დინამო თბ. | 102 | (1) |
1983–1984 | ტორპედო ქ. | 58 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
1978 | საბჭოთა კავშირი | 3 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
თამაზ კოსტავა (დ. 29 თებერვალი, 1956, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მცველი. იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ბრინჯაოს პრიზიორი (1981), საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980), ევროპის თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი.[2]
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფეხბურთის თამაში დაიწყო 1971 წელს ქუთაისში მწვრთნელ კარლო ხურციძესთან.
1973–1976 წლებში იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას, რომლის შემადგენლობაში პირველი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 106 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
1977 წლიდან თბილისის „დინამოს“ რიგებშია. ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა იმავე წლის 6 აპრილს.
1983 წლიდან კვლავ ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავს. საფეხბურთო კარიერას 1984 წელს ამავე კლუბში ასრულებს.
თამაზ კოსტავამ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 102 მატჩი (1 გოლი), ხოლო საკავშირო თასის გათამაშების 14 მატჩი ჩაატარა. ამას გარდა, ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 17 შეხვედრაში დაიცვა, აქედან ექვსი — თასების მფლობელთა თასის, ათი — უეფა-ს თასის და ერთიც — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში. აღსანიშნავია, რომ მან ყველა ეს შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა.
სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1978 წლის ნოემბერში სამი მატჩი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ.
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თასის მფლობელი: 1979
ფინალისტი: 1980 [3]
თასის მფლობელი: 1981
ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 33 საუკეთესო
- №1: 1978
- №2: 1977
საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[4][5][კომ. 1]
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — თამაზ კოსტავას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[6]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აკოფოვი, გ., ფეხბურთი — 77 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1977. — გვ. 17. 103 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი — 78 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1978. — გვ. 19. 87 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., მეორედ — ოლიმპზე, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1979. — გვ. 33. 63 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი — 80 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1980. — გვ. 25. 127 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი — 81 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981. — გვ. 20. 119 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი — 82 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1982. — გვ. 19. 159 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ., გზა თასისაკენ : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981. — გვ. 18. 117 გვ.
- მოსაშვილი, მინდია., თბილისის „დინამო“ 1978 წლის სსრკ ჩემპიონი, თბ.: ხელოვნება, 1979. — გვ. 11. 30 გვ.
- მოსაშვილი, მინდია., მარადიული დღესასწაული, თბ.: ხელოვნება, 1982. — გვ. 48. 210 გვ.
პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მებურიშვილი, ტაგუ. „გაისმის მთად და ბარად მათი დიდების ექო“... // „ლელო“, 11 ნოემბერი, 1978, № 220 (6275), გვ. 2–3.
- 33 საუკეთესო // „ლელო“, 16 იანვარი, 1979, № 11 (6322), გვ. 4.
- ჭეიშვილი, თ. ავტოგრაფი // „ლელო“, 9 ივლისი, 1981, № 132 (6943), გვ. 4.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თამაზ კოსტავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თამაზ კოსტავა — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თამაზ კოსტავა — ქართული სპორტი
- თამაზ კოსტავა — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი
- თამაზ კოსტავა — თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი
- თამაზ კოსტავა — rusteam.permian.ru
- თამაზ კოსტავა — klisf.net
- თამაზ კოსტავა — footballfacts.ru
კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). თავდაპირველად საუკეთესოებს ავლენდნენ გაზეთები „კრასნი სპორტი“ («Красный спорт»), ხოლო შემდეგ ჟურნალი „ფიზკულტურა და სპორტი“ («Физкультура и спорт»). 1933 წლიდან საუკეთესოთა სიის დამტკიცება ხდებოდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურის უმაღლესი საბჭოს, 1938 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის სექციის, ხოლო 1959 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის მიერ. 1930 წლიდან სია წარმოადგენდა ფეხბურთელთა სამ სიმბოლურ შემადგენლობას იმ მოთამაშეთაგან, რომელთაც მიღწეული სეზონური მაჩვენებლებიდან გამომდინარე აკუთვნებდნენ შესაბამის ნომერს (№ 1, № 2 და № 3). 1928 წელს სიაში შეიყვანეს 44 ფეხბურთელი, ხოლო 1938 წელს — ქვეყნის 55 საუკეთესო მოთამაშე. საბჭოთა ფეხბურთის მთელი ისტორიის მანძილზე 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში სულ 616 ფეხბურთელი იყო წარმოდგენილი.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ დაჯილდოება // „ლელო“, 11 სექტემბერი, 1979, № 174 (6485), გვ. 1.
- ↑ კარიერა ფრაზებში: თამაზ კოსტავა
- ↑ Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi // Soviet Union Cup 1980 // rsssf.com
- ↑ 33 лучших футболистов сезона в СССР // ru.unionpedia.org
- ↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია // dic.academic.ru
- ↑ თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ