მიხეილ მესხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიხეილ მესხი
მიხეილ მესხი.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მიხეილ მესხი
დაბადების
თარიღი
12 იანვარი, 1937
დაბადების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
22 აპრილი, 1991 (54 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 169 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
გარემარბი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1954–1969 დინამო თბ. 284 (54)
1970 ლოკომოტივი 4 (0)
ეროვნული ნაკრები
1959–1966 საბჭოთა კავშირი 35 (4)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
მიხეილ მესხის ქანდაკება მისივე სახელობის სტადიონთან, ავტ. გ. შხვაცაბაია

მიხეილ შალვას ძე მესხი (დ. 12 იანვარი, 1937, თბილისი — გ. 22 აპრილი, 1991, იქვე) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თამაშობდა როგორც თავდამსხმელის, ასევე, ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივის“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. 1960 წლის ევროპის ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965). საპატიო ნიშნის ორდენის და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.[1][2][3]

საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად. სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების, ასევე, ფეხბურთის გულშემატკივრებისა და მისი თანაგუნდელების შეფასებით შედის იმ ფეხბურთელთა რიცხვში, ვინც თბილისის „დინამოს“ ისტორიაში განუმეორებელი კვალი დატოვა.[4][5][6]

როგორც ფეხბურთელი სარგებლობდა გამორჩეული საერთო-სახალხო სიყვარულითა და პოპულარობით. სლავა მეტრეველთან ერთად, იგი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი ქართველ ფეხბურთელთა შორის, ვისი თამაშითაც მსოფლიო საფეხბურთო სამყარომ გაიცნო ქართული ფეხბურთი.[7]

ფლობდა ფენომენალურ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ თამაშის სტილსა და საფეხბურთო ტექნიკას, რასაც ხაზგასმით აღნიშნავდა მსოფლიო სპორტული პრესა და რაც განსაკუთრებით აღაფრთოვანებდა მისი თამაშის მნახველ მაყურებელს.[8]

შვიდჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ექვსჯერ აღიარებული იყო სსრ კავშირის წლის საუკეთესო მარცხენა გარემარბად.[9][10][11]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთის თამაში დაიწყო თბილისის № 35 საფეხბურთო სკოლაში — „დინამოს“ პირველი თაობის ცნობილი ფეხბურთელისა და შემდგომ მწვრთნელის, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის — არჩილ კიკნაძის ხელმძღვანელობით. 1953 წელს იგი პირველად გაემგზავრა მოსკოვში საასპარეზოდ, როგორც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, სადაც თავისი არაორდინალური თამაშითა და მაღალი ტექნიკური ოსტატობით პირველად მიიპყრო საკავშირო ფეხბურთის სპეციალისტთა ყურადღება.[12][13][14]

პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ (1954–1969) და „ლოკომოტივში“ (1970). 1998 წელს მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მე-20 საუკუნის „საოცნებო გუნდის“ წევრად დაასახელეს.[15]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1959–1966 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 35 შეხვედრას ატარებს და 4 ბურთი გააქვს.[16] პირველად საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში 1959 წლის 6 სექტემბერს, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, ჩეხოსლოვაკიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამოდის.[17] შეხვედრა, რომელიც მოსკოვში იმართება, მასპინძელთა გამარჯვებით (3–1) მთავრდება. პირველი ბურთი სტუმართა კარში 34-ე წუთზე, მატჩის დებიუტანტს, მიხეილ მესხს გააქვს.

საბჭოთა ნაკრების მაისურით, ბოლოჯერ, ასევე, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, 1966 წლის 20 აპრილს, შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თამაშობს. შეხვედრას ბაზელის სანქტ-იაკობ პარკი მასპინძლობს და ფრედ (2–2) მთავრდება.[18]

სამწვრთნელო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, 1969–1991 წლებში მუშაობდა სპეციალიზირებულ საბავშვო საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ მწვრთნელად და დირექტორად.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა, ასევე, ადგილობრივი სპორტული საზოგადოების ინიციატივით და ქალაქის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონს მიხეილ მესხის სახელი მიენიჭა.

2014 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებითა და დაფინანსებით, ასევე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ხსოვნის უკვდავსაყოფად და ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად მისივე სახელობის სტადიონზე აღიმართა ცნობილი ქართველი მოქანდაკის გიორგი შხვაცაბაიას მიერ შექმნილი მიხეილ მესხის ძეგლი. ნატურალური ზომის ძეგლი ბრინჯაოშია ჩამოსხმული და გრანიტის კვარცხლბეკზე დგას.[19][20]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1964
  • ბრინჯაოს პრიზიორი (3): 1959, 1962, 1967
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1960 [21]

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1960

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

33 საუკეთესო
  • №1: 1959, 1960, 1961, 1962, 1964, 1965
  • №3: 1958

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სსრ კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — მიხეილ მესხი — საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2018.
  2. ქართველი სპორტსმენები: ბიოგრაფიული ლექსიკონი — მიხეილ მესხი — ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე იმათ, ვინც ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულ სპორტსმენთა შესახებ ინფორმაციას. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2018.
  3. ალექსანდრე ელერდაშვილი (2006). მესხი მიხეილ (1937–1991) — დიდი ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ (1954–1969) და „ლოკომოტივში“ (1970). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 35 მატჩი (4 გოლი). ევროპის ჩემპიონი (1960), მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1962). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 284 მატჩი (54 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1964) და სამგზის მესამე პრიზიორი (1959, 1962, 1967). სსრკ თასის გათამაშების ფინალისტი (1960). nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2018.
  4. თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი (12 იანვარი, 2017). მიხეილ მესხი — 80. დღეს ლეგენდარული მიხეილ მესხის დაბადების დღეა. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, ფეხბურთელი, რომლის თამაშის სანახავადაც სპეციალურად დადიოდნენ სტადიონზე და ტაიმებს სხვადასხვა ტრიბუნიდან უყურებდნენ — იქიდან, საიდანაც შეიძლებოდა ახლოდან გედევნებინა თვალი ფეხბურთის ჯადოქრის თამაშისთვის. მიშა მესხი ნაადრევად, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2018.
  5. მიხეილ მესხი — პერსონალური გვერდი. თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. Месхи, Михаил Шалвович — Персональная страница. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. dinamo-tbilisi.ru. წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2018.
  6. კოტე გოგიშვილი (12 იანვარი, 2015). მიხეილ მესხი — „იყო შაშვი მგალობელი“... 12 იანვარი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის მიხეილ მესხის დაბადების დღეა. „მტკვრისპირელი გარინჩა“, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები თბილისის „დინამოში“ გაატარა, 1991 წლის 4 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. გაზეთი „ოლიმპი“; 13 მარტი, 2000. msy.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2018.
  7. ლელო Week (6 დეკემბერი, 2014). ლეგენდები: მიხეილ მესხი — ერის სიხარული, რომელსაც გული ატკინეს. მატჩის შემდეგ, წამყვანი არგენტინული კლუბების მეპატრონეებმა განაცხადეს, რომ საბჭოელების მარცხენა გარემარბში 50 მილიონ პესოს გადაიხდიდნენ. „როგორც კი მსაჯმა საფინალოდ ჩასტვინა, ექსპანსიური ქომაგების ნაწილმა პოლიციის კორდონი გაარღვია და ფეხბურთელებს ეკვეთა“ — წერდა ჟურნალი „ელ გრაფიკო“. sportall.ge. წაკითხვის თარიღი: 15 ივლისი, 2018.
  8. Аксель Вартанян (31 დეკემბერი, 1999). Он всегда играл под аплодисменты. footballplayers.ru. წაკითხვის თარიღი: 15 ივლისი, 2018.
  9. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). dic.academic.ru. წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2018.
  10. Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2018.
  11. Всё о футболе. Страны. Клубы. Турниры. Футболисты. Тренеры. Судьи. «Всё о футболе» — это история мирового и отечественного футбола: футбольные державы, наиболее известные клубы, 50 различных международных турниров, а также краткие спортивные биографии мастеров кожаного мяча — Федотова, Яшина, Заморы, Пеле, Гарринчи, тренеров — Аркадьева, Якушина, Маслова. Феолы, судей — Латышева, Бахрамова, Эллиса. «Всё о футболе» — надежный помощник для всех: футболистов, тренеров, судей, журналистов, статистиков, болельщиков. Составитель — Соскин Александр Максимович. - М.: "Физкультура и спорт", 1972. — გვ. 326. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2018.
  12. მიხეილ მესხი / ავტ. დემიკო ლოლაძე; თბ. : საბჭ. საქართველო, 1988. — გვ. 11. წაკითხვის თარიღი: 14 იანვარი, 2019.
  13. Школа с «футбольным уклоном» — 35-я тбилисская . . . Уже много лет она известна не только в Грузии, но и за пределами республики, как школа с «футбольным уклоном», из которой вышли многие прославленные мастера кожаного мяча. Их хорошо знают на наших стадионах. Это нападающие тбилисского «Динамо» А. Чкуасели, Ш. Яманидзе, М. Месхи, полузащитники М. Дазарашвили, А. Котрикадзе, А. Киладзе. Это нападающий московского «Локомотива» 3. Калоев, целая плеяда игроков тбилисского Окружного спортивного клуба, кутаисского «Локомотива», способные футболисты, играющие во мно-их других клубных и заводских командах. Football99.ru. წაკითხვის თარიღი: 23 იანვარი, 2019.
  14. 35-ე საფეხბურთო სკოლა (2018). ქ. თბილისის ვაჟთა 35-ე სკოლის მოკლე ისტორია. სკოლის დაარსების დღიდან სხვადასხვა დროს სკოლის მთავარ მწვრთნელებად მუშაობდნენ: ა.ი. გალპერინი, დ.პ. ცომაია, ნ.ი. ჩხარტიშვილი, გ.ი. ჯეჯელავა, ა.ს. კიკნაძე, მ.პ. მინაევი; ამათგან ყველაზე ხანგრძლივად მუშაობდნენ გაიოზ ჯეჯელავა და არჩილ კიკნაძე. fc35.ge. წაკითხვის თარიღი: 23 იანვარი, 2019.
  15. Lasha Goduadze (2006). Georgian Dream Team. In 1998 on the initiative of the sport newspaper "Sarbieli” the fan opinion poll took place. The poll was conducted in order to reveal the best player, coach and symbolic XX Century Dream Team of Georgia. The legend forward, star of the Soviet Union and the whole world in 1960s, Mikheil Meskhi was named as the best Georgian football player of the 20th century. He was the unforgettable player of "Dinamo” Tbilisi and the National Team of the Soviet Union in the first EURO Cup Championship in 1960. Georgian Football Federation. წაკითხვის თარიღი: 15 ივლისი, 2018.
  16. მიხეილ მესხი — სანაკრებო სტატისტიკა (1959–1966). Association of Football Statisticians (AFS). წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2018.
  17. USSR v Czechoslovakia, 06 September 1959. International Friendly. Venue: Lenin, Moscow. 3–1 to USSR. Association of Football Statisticians (AFS). წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2018.
  18. Switzerland v USSR, 20 April 1966. International Friendly. Venue: St Jakob Park, Basel. 2–2. Association of Football Statisticians (AFS). წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2018.
  19. ლაშა თაბაგარი (19 ნოემბერი, 2014). მიხეილ მესხის ძეგლი „მიხეილ მესხზე“. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის მიხეილ მესხის ქანდაკება თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიხსნა. ის ბრინჯაოშია ჩამოსხმული და გრანიტის კვარცხლბეკზე დგას, ძეგლის ავტორი მოქანდაკე გოგი შხვაცაბაიაა. აღსანიშნავია, რომ მიხეილ მესხი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ნატურალურ ზომებში ქანდაკება დაუდგეს. worldsport.ge. წაკითხვის თარიღი: 15 ივლისი, 2018.
  20. პირველი არხი სპორტი (24 ნოემბერი, 2014). თბილისში ლეგენდარული მიხეილ მესხის ძეგლი გაიხსნა. მიხეილ მესხს მისივე სახელობის სტადიონზე ძეგლი გაუხსნეს. youtube.com. წაკითხვის თარიღი: 15 ივლისი, 2018.
  21. Andrei Balitskiy and Mike Dryomin (17 იანვარი, 2012). Soviet Union Cup 1959/60 // Torpedo Moskva 4–3 Dinamo Tbilisi // Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2019.