რუსთავი (საფეხბურთო კლუბი)
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი მეტალურგი რუსთავი | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 2006 | ||
სტადიონი |
ფოლადის სტადიონი რუსთავი, საქართველო (ტევადობა: 4200) | ||
პრეზიდენტი | ზაზა დოლიძე | ||
2015-2016 | მე-15, რეგიონალ ლიგის ცენტრალური ზონა | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
საფეხბურთო კლუბი მეტალურგი რუსთავი — საფეხბურთო კლუბი ქალაქ რუსთავში, თამაშობს რუსთავის ფოლადის სტადიონზე. დაარსდა „ოლიმპის“ სახელით 2006 წელს, თბილისის „თბილისის“ ბაზაზე. კლუბმა 2007 და 2010 წლებში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ოლიმპის“ სახელით გუნდი ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბ „თბილისის“ ბაზაზე. დამფუძნებელმა თემურ უგულავამ კლუბზე უარი თქვა და საკონტროლო პაკეტი გადასცა თანადამფუძნებელ მამუკა გუგეშაშვილს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება კლუბის გასხვისების შესახებ.
„თბილისის“ შეძენის მსურველები მალე გამოჩნდნენ. ერთ-ერთი იყო ბათუმის „დინამოს“ ყოფილი სპონსორი, ინგლისელი -არაბი ალი პარი, რომელმაც ერთ-ერთი თბილისური გუნდის ბაზაზე შეექმნა ახალი კლუბი და „ოლიმპი“ დაარქვა.
როდესაც „თბილისის“ ბაზაზე ახალი გუნდის ჩამოყალიბებაზე დაიწყეს საუბარი, მომავალ პრეზიდენტად ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურა დასახელდა, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურებიდან ედუარდ შევარდნაძის და ლევან მამალაძის ყოფილი მეგობრის გაპრეზიდენტების წინააღმდეგ წავიდნენ და ამ გარიგებას საფრთხე დაემუქრა. ჯაფარიძეს საქმიდან გასვლა მოსთხოვეს, რასაც ალი პარის საქმიდან გასვლის გადაწყვეტილება მოჰყვა.
8 ივლისს რუსთავის „ოლიმპი“ უკვე ოფიციალურად დაფუძნდა. დაფუძნების დღეს დოკუმენტს ხელი სამმ მხარემ მოაწერა: საფეხბურთო კლუბმა „თბილისმა“, ფირმა „ფოლადმა“ და ინგლისელმა ბიზნესმენმა.
2005–2006 წლების სეზონში ს.კ. „თბილისმა“ უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, შესაბამისად, რუსთავის „ოლიმპმა“ 2006 წლიდან დაიწყო საქართველის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამოსვლა. პირველივე წელს, რევაზ ძოძუაშვილის მწვრთნელობის პერიოდში, გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2008–09 წლების სეზონში „ოლიმპი“ რუსთაველი ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მესამე ადგილის მფლობელი და საქართველოს თასის ფინალისტი გახდა.
კლუბის პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, რაც ქალაქ რუსთავისა და ქვემო ქართლის რეგიონის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით და შუამდგომლობით კლუბის ხელმძღვანელობამ მრავალი პროექტი განახორციელა. მათ შორის განსაკუთრებით გამოსაყოფია ბრაზილიის საფეხბურთო კლუბ „ატლეტიკო პარანაენსესთან“ გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულება.
2009 წლის ზეფხულში „ოლიმპს“, „ატლეტიკოს“ პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ბრაზილიური კლუბის წარმოდგენლობითი დელეგაცია სტუმრობდა. მხარის გუბერნატორის, დავით კირკიტაძისა და ქალაქის მერის, მამუკა ჩიქოვანის რეკომენდაციებმა და შუამდგომლობამ საბოლოოდ დაარწმუნა ბრაზილიელები „ოლიმპთან“ პარტნიორული თანამშრომლობის სისწორეში და კონტრაქტიც გაფორმდა.
2009-10 წლების სეზონში „ოლიმპმა“ ისტორიაში მეორედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული, საქართველოს სუპერთასში კი თასის მფლობელ ვიტ ჯორჯიას აჯობა. 2011 წელს „მეტალურგმა“ ევროპის ლიგაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. პირველად სომხური „ბანანცი“ დაამარცხა (1:0, 1:1), შემდეგ ყაზახეთის „ირტიში“ სტუმრად (1:1, 2:0), თუმცა გაცილებით ძლიერ ფრანგულ „რენისთან“ ვერაფერს გახდა (2:5, 0:2).
2011-12 წლების სეზონში გუნდმა ჩემპიონატში მე-2 ადგილი მოიპოვა და ევროპის ლიგის საგზური გაინაღდა. უმაღლესი ლიგის 2011-2012 წლების სეზონში გუნდის ბომბარდირი გახდა დიმიტრი ტატანაშვილი 12 გოლით. საქართველოს თასსზე „მეტალურგმა“ საჩხერის „ჩიხურა“ (1:1, 2:0) და „ვიტ ჯორჯია“ (1:0, 1:2) დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში „ზესტაფონთან“ დამარცხდა – 1:1, 0:1.
2012-13 წლების სეზონში რუსთავის „მეტალურგმა“ არც თუ ისე კარგად ითამაშა, ყველაფერი კარგად დაიწყო, რუსთაველებმა ევროპის ლიგაზე ალბანური „ტეუტა“ გაანადგურეს (3:0, 6:1), თუმცა კენჭისყრამ ჩეხური „პლზენი“ არგო მეტალურგს, რომელთანაც ვერაფერს გახდა (1:3, 0:2). ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მეტალურგმა არასტაბილურად იასპარეზა და ქვედა ექვსეულში აღმოჩნდა. მეორე ეტაპზე რუსთაველებს ქულათა მარაგი საკმარისი ჰქონდა და უმოტივაციოდ დარჩენილმა დაამთავრა სეზონი მე-7 ადგილზე. ხოლო საქართველოს თასსზე „მეტალურგმა“ ნორმალური შედეგი აჩვენა, ბათუმის „დინამოსთან“ ორი მატჩის ჯამში სტუმრად გატანილი გოლის წესით გამარჯვებას (2:1, 0:1) მოჰყვა ცხინვალის „სპარტაკის“ დამარცხება (2:1, 1:1). ნახევარფინალში გუნდს თბილისის „დინამო“ შეხვდა და უშანსოდ დამარცხდა (2:1, 5:0). პირველად ისტორიაში „მეტალურგი“ ევროპული ტურნირის გარეშე დარჩა.
2013-14 სეზონში გუნდმა დიდი ამბიციებით დაიწყო ჩემპიონატი, პირველ ეტაპზე 12 გუნდიან ჩემპიონატში მათ მე-4 ადგილი ეკავათ. ზამთრის სატრასფერო პერიოდში გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს და გაზახულზე გადახალისებული შემადგენლობით რუსთავმა ვერ შეძლო საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა და 45 ქულით მე-5 ადგილს დასჯერდა. რუსთავის "მეტალურგი" ზედიზედ მეორედ ვერ გავიდა ევრო ასპარეზზე. საქართველოს თასის პირველ ეტაპზე მათ „გაგრა“ (3-1, 2-0) დაამარცხეს, 1/8 ფინალში „კოლხეთი 1913“ იგივე სხვაობით ( 2:0, 3:1 ) დაამარცხეს. 1/4 ფინალში კი ყველაზე არასასურველი ვიზავისტი „დინამო თბილისი“ შეხვდა და ვერაფერს გახდა ( 0:2, 1:4 ).
2014-2015 წლების სეზონზე „მეტალურგი რუსთავი“ საპლეი-ოფო მეთოთხმეტე ადგილას გავიდა, მაგრამ „ლოკომოტივთან“ შეხვედრა არ შედგა, ფინანსური პრობლემების გამო რუსთავულ კლუბს 2015-2016 წლების სეზონი რეგიონული ლიგის ცენტრალურ ზონაში მოუწია, სადაც 7 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა, ამის შემდეგ კლუბის საქმიანობა შეჩერდა.
სტადიონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსთავის „მეტალურგი“ საშინაო მატჩებს რუსთავის ფოლადის სტადიონზე ატარებდა. სტადიონი 4 200 მაყურებელს იტევს. ფოლადის სტადიონს საერთაშორისო თამაშებისთვისაც უმასპინძლია, მათ შორის საქართველოსა და იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი,რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.
2007 წელს სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და გაჩემპიონებულმა „ოლიმპმა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე უმასპინძლა. 2009 წელს სტადიონზე მინდვრის საფარი შეიცვალა. უეფა-ს გრანტის გამოყენებით „ფოლადზე“ ბოლო თაობის ხელოვნური საფარი დაიგო. ახალი სტადიონი საქართველოს სუპერთასის მატჩით გაიხსნა, რომელშც „დინამოს“ და „ვიტ ჯორჯია“ მონაწილეობდნენ.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2003 – გორდა 2000 რუსთავი
- 2004 – რუსთავი
- 2006 – ოლიმპი რუსთავი (რუსთავი შეურთდა თბილისს, 2008 წელს თბილისი გამოეყო ოლიმპი რუსთავს)
- 2011 – მეტალურგი რუსთავი
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს უმაღლესი ლიგა
- ჩემპიონი: 2007, 2010[1]
- მეორე ადგილი: 2012
- მესამე ადგილი: 1990, 1992, 2009, 2011
- საქართველოს თასი
- ფინალისტი: 1994, 2009
- საქართველოს სუპერ თასი
- ჩემპიონი: 2010
- ფინალისტი: 2007
- საქართველოს საბჭოთა ჩემპიონატი
- ჩემპიონი: 1959, 1979
- საქართველოს საბჭოთა თასი
- ჩემპიონი: 1974
ბომბარდირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ფეხბურთელი | ქვეყანა | გოლები |
2014-15 | რევაზ ბარაბაძე | საქართველო | 2 |
2013-14 | გიორგი ჩირგაძე | საქართველო | 4 |
2012-13 | ირაკლი სიხარულიძე | საქართველო | 7 |
2011-12 | დიმიტრი ტატანაშვილი | საქართველო | 19 |
2010-11 | ირაკლი მოდებაძე | საქართველო | 16 |
2009-10 | ანდერსონ აკინო | ბრაზილია | 26 |
2008-09 | გიორგი მეგრელაძე | საქართველო | 6 |
2007-08 | რევაზ ჯიქია | საქართველო | ? |
2006-07 | ვლადიმერ დვალიშვილი | საქართველო | ? |
სეზონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი ლიგა ადგ. თ. მ ფ წ გტ გშ ქ თასი ევროპა შენიშვნები მწვრთნელი 2006-07 უმაღლესი ლიგა 1 26 19 6 1 57 9 63 1/16 ფინალი ოლიმპი რუსთავი 2007-08 უმაღლესი ლიგა 4 26 16 4 6 26 16 52 1/4 ფინალი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ოლიმპი რუსთავი 2008-09 უმაღლესი ლიგა 3 30 16 9 5 40 20 57 ფინალისტი ოლიმპი რუსთავი 2009-10 უმაღლესი ლიგა 1 36 25 7 4 69 26 79 1/16 ფინალი უეფა-ს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ოლიმპი რუსთავი თემურ მახარაძე 2010-11 უმაღლესი ლიგა 3 36 20 6 10 52 31 66 1/4 ფინალი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ოლიმპი რუსთავი 2011-12 უმაღლესი ლიგა 2 28 17 4 7 39 28 55 ნახევარფინალი უეფა-ს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი მეტალურგი რუსთავი 2012-13 უმაღლესი ლიგა 7 32 12 8 12 29 35 44 ნახევარფინალი მეტალურგი რუსთავი 2013-14 უმაღლესი ლიგა 5 32 13 6 13 35 39 45 1/4 ფინალი მეტალურგი რუსთავი 2014–15 უმაღლესი ლიგა 14 30 6 8 16 25 46 26 დასაქვეითებელი პეი-ოფი, X 2015–16 რეგიონული ლიგა 14 30 6 8 16 25 46 26 კლუბმა შეწყვიტა ასპარეზობა გელა გომელაური
ევროპული რეკორდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი | ჩემპიონატი | რაუნდი | ქვეყანა | კლუბი | შინ | გასვლითი |
---|---|---|---|---|---|---|
2007–08 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 1Q | სკ ასტანა | 0–0 | 0–3 | |
2009–10 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 1Q | ტორშავნი | 2–0, | 2–0 | |
2Q | ლეგია ვარშავა | 0–1 | 0–3 | |||
2010–11 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 2Q | აქტობე | 1–1 | 0–2 | |
2011–12 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 1Q | სკ ბანანტსი | 1–1 | 1–0 | |
2Q | პავლოდარი | 1–1 | 2–0 | |||
3Q | რენი | 2-5 | 0-2 | |||
2012–13 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 1Q | ტერუტა დიურესი | 6-1 | 3-0 | |
2Q | ვიქტორია პლჟენი | 1-3 | 0-2 |
მწვრთნელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი კიკნაძე (ივლისი 2006–იანვარი 07)
- ანატოლი პისკოვეცი (სექტემბერი 2007–თებერვალი 08)
- ხვიჩა ქასრაშვილი
- თეიმურაზ მახარაძე (ივლისი 2008–ოქტომბერი 10)
- ნესტორ მუმლაძე (ოქტომბერი 2010–ნოემბერი 10)
- არმაზ ჯელაძე (ნოემბერი 2010–აგვისტო 11)
- კობა ჟორჟიკაშვილი (აგვისტო 2011–ოქტომბერი 12)
- გიორგი ყიფიანი (ოქტომბერი 2012– მაისი 2013)
- გელა სანაია (ივნისი 2013– დეკემბერი 2013)
- ვარლამ კილასონია (დეკემბერი 2013– )
სეზონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევროპული რეკორდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი | ჩემპიონატი | რაუნდი | ქვეყანა | კლუბი | შინ | გასვლითი |
---|---|---|---|---|---|---|
2007–08 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 1Q | სკ ასტანა | 0–0 | 0–3 | |
2009–10 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 1Q | ტორშავნი | 2–0, | 2–0 | |
2Q | ლეგია ვარშავა | 0–1 | 0–3 | |||
2010–11 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 2Q | აქტობე | 1–1 | 0–2 | |
2011–12 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 1Q | სკ ბანანტსი | 1–1 | 1–0 | |
2Q | პავლოდარი | 1–1 | 2–0 | |||
3Q | რენი | 2-5 | 0-2 | |||
2012–13 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 1Q | ტერუტა დიურესი | 6-1 | 3-0 | |
2Q | ვიქტორია პლჟენი | 1-3 | 0-2 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეტალურგის ოფიციალური საიტი
- პროფილი Transfermark-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი Uefa.com-ზე (ინგლისური)
- კომპანიის შესახებ
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|